BadbadGirlცერებელუმის ეფერენტულ გზებში ალბათ გულისხმობენ Cerebellar output pathways-ს, ანუ იმ გზებს რომელიც ცერებელუმიდან გამოდიან და თავის ტვინის სხვა სტრუქტურებში მიდიან.
როგორც ვიცით, ცერებელუმი (ნათხემი) სამ ზონად შეიძლება რომ დავყოთ: 1. ლატერალური ნახევარსფერო (რომელიც მოტორულ დაგეგემარებაში მონაწილეობს) 2. შუა ნახევარსფერო (რომლის ფუნქცია კიდურების დისტალური ნაწილების კოორდინაციაა) და 3. ვერმისი / ფლოკულონოდულარული ნაწილი (რომლებიც კიდურების პროქსიმალური ნაწილების და ტანის მოძრაობას აკროორდინირებენ, აგრეთვე არეგულირებენ ბალანსს და ვესტიბულო-ოკულარულ რეფლექსებს).
ახლა რაც შეეხება ცერებელუმიდან გამომავალ გზებს: ცერებელუმში არსებობს ოთხი "ღრმა ბირთვი" (deep nuclei) ესენია dentate, emboliform, globose და fastigial ბირთვები (Don't Eat Greasy Foods - კარგი მნემონიკი დასამახსოვრებლად), რომლებშიც ნათხემის ამათუიმ ნაწილიდან გამომავალი გზები შედის და შემდეგ გრძელდება. ლატერალური ნახევარსფეროს გზები dentate nucleus-ში მიდიან. აქიდან გამომავალი ნეირონები superior cerebellar peduncle-ს გავლით (რომელიც შუა ტვინის დონეზე დეკუზაციას აკეთებს - ანუ ცენტრის მეორე მხარეს გადადის) მიდიან თალამუსის ვენტროლატერალურ ბირთვში. საერთოდ, ამ ბირთვში შემავალ გზებს thalamic fasciculus-ს უწოდებენ, და მის შემადგენლობაში ცერებელუმიდან წამოსული ნეირონების გარდა ბაზალური განგლიებიდან წამოსული ნეირონებიც არიან. ვენტროლატერალური ბირთვიდან პროექციები კორტექსში (მოტორული, პრემოტორული კორტექსები, დამხმარე მოტორული არე. პარიეტალური წილი) მიდის, რომელიც თავის მხრივ, კორტიკოსპინალურ ტრაქტს არეგულირებს. ასე ხდება მოძრაობის დაგეგმვა. ამას გარდა, ლატერალური ნახევარსფეროდან ბოჭკოების რაღაც ნაწილი თალამუსის გავლით პრეფრონტალურ კორტექსშიც მიდის (რასაც ფიქრობენ, რომ კოგნიტიური ფუნქცია აქვს) და კიდევ dentate nucleus-იდან red nucleus-ის პარვოცელულარულ ნაწილში მიდის, რაც თავის მხრივ, red nucleus-ის ამ ნაწილიდან გამომავალი გზების გათვალისწინებით, ცერებელარულ წრეს (cerebellar circuitry) ქმნის.
შუა ნახევარსფეროდან გამომავალი გზა interposed nuclei-ში მიდის. მერე როგორც ლატერალური ნახევასფეროს გზა. ისე ესეც superior cerebellar peduncle-ს გავლით თალამუსის ვენტროლატერალურ ბირთვში და იქიდან მოტორულ კორტექსში მიდის, მოტორული კორტექსი კი კორტიკოსპინალურ ტრაქტს აკონტროლებს. ამასთან ერთად, interposed nuclei-დან ნეირონები კონტრალატერალური red nucleus-ის მაგნოცელულარულ ნაწილში მიდის, საიდანაც შემდეგ რუბროსპინალური ტრაქტი (კორტიკოსპინალურთან ერთად, რუბროსპინალური ტრაქტიც მოტორული ტრაქტია) ეშვება. ამითი კიდურების დისტალური ნაწილების მოძრაობა კოოდრინირდება.
როგორც ვთქვი, ვერმისი ტანის კუნთების კოორდინაციას აკონტროლებს. ამისათვის, მისი გზები ძირითადად მედიალურ მოტორულ ტრაქტებთან (ანტერიორ კორტიკოსპინალური, რეტიკულოსპინალური, ტექტოსპირალური, ტექტოსპინალური ტრაქტები) მიდის. ფლოკულონოდულარული წილი (და ვერმისის ქვედა ნაწილი) კი თვალების კოორდინირებულ მოძრაობებს აკონტროლებს, ამის გამო მისი ეფერენტული გზები MLF-თან (median longitudinal fasciculus - ამ სტრუქტურაზე დავწერე რამდენიმე ხნის წინ ამ თემაში) მიდის, რომელიც ვესტიბულურ ბირთვებს ექტრაოკულარული კუნთების მოძრაობის მაკონტროლებელ ბირთვებთან აერთებს. ვერმისიდან გამომავალი გზა fastigial nuclei-ში მიდის. ამ ბირთვებიდან, uncinate fasciculus-სა (ეს ფასციკულუსი superior cerebellar peduncle-სთან ერთად მიდის) თალამუსის ვენტროლატერალური ბირთვის გავლით კორტექსს გადაეცემა, რომელიც ანტერიორ კორტიკოსპინალურ ტრაქტს გააკონტროლებს. იგივე გზის ეფერენტები მიდიან ტექტუმის არეში, საიდანაც შემდეგ ტექტოსპინალური ტრაქტი იწყება. Fastigial-იდან გამოსული ნეირონები კიდევ inferior cerebellar peduncle-სთან არსებულ juxtarestiform body-ს გავლით იფსილატერალურ რეტიკულარულ ფორმაციაში (საიდანაც რეტიკულოსპინალური ტრაქტი იწყება) და ვესტიბულარულ ბირთვებში (ვესტიბულოსპინალური ტრაქტების დასაწყისი) მიდიან. ვესტიბულარული ბირთვებიდან ნეირონები ნაწილი ცერებელუმში ბრუნდება (ამ წრეს ბალანსის ფუნქცია აქვს) ნაწილი კი MLF-ში მიდის (ექსტრაოკულარული მოძრაობა).
საინტერესოა, რომ fastigial nucleus-იდან ნეირონების მცირე ნაწილი ზურგის ტვინის ზედა ცერვიკალურ ნაწილზეც პროეცირდება (რაც გამონაკლისია, იმ წესის, რომ ცერებელუმიდან ზურგის ტვინში პირდაპირ გზა არ მიდის).
ახლა კიდევ, შეიძლება მთავარი: ცერებელუმი აკონტროლებს იფსილატერალური მხარის მოძრაობებს (ანუ, მარჯვენა ნაწილი მარჯვენა მხარეს, მარცხენა - მარცხენას) ეს განპირობებულია იმით, რომ ცერებელუმის ეფერენტები შუა ტვინში დეკუზაციას აკეთებენ. ამ ეფერენტებით საბოლოო ჯამში გაკონტროლებული კორტიკოსპინალური ტრაქტი კი ჩამოსვლისას ზურგისა და თავის ტვინის საზღვართან კიდევ ერთ დეკუზაციას აკეთებს.
ბევრი და ცოტა აბდაუბდად ვწერე, მაგრამ იმედია ძალიან მშრალად არ გამომივიდა