#22382605 · 6 Nov 2010, 01:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
makvala
QUOTE | ეს პრაის ლისტები ხო დიდი სახელმწიფო საავადმყოფოების მენეჯერების გულისგასახარად გაქვთ გაბერილი, რო მერე ატკატის მიცემაც არ გაგიჭირდეთ, როცა ტენდერში გაგამარჯვებინებენ... მაგ პრაისით ვინც საკუთარი ჯიბიდან იყიდის, გოიმია მა რა.. |
ჯერ ერთი, მე საერთოდ არ ვიღებ ტენდერებში მონაწილეობას, პოლიტიკა გვაქვს ესეთი; და მეორეც არცერთ ტენდერში არავის არ გააქვს საქონელი პრაისის ფასით. ყველა ტენდერისთვის მზადდება ცალკე ფასი, გაბერილი, ან შეკუმშული. პრაისი კი არის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ შენ მგონი ჩანთოსნებთან გაქვს ურთიერთობა, რომლებიც იმპორტიორობას იბრალებენ. რაც შეეხება ატკატებს, სისტემა თითქმის ეგრე მუშაობს, ცუდია ეგ, მაგრამ სიმართლეა და ვერ გავექცევით ვერსად, ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რატომაც არ იღებს ტნდერებში მონაწილეობას ჩემი კომპანია.
QUOTE | ისევ ცრუობ და ნუ ცდილობ კონტექსტიდან ამოგლეჯო ჩემი სიტყვები.... იმ პოსტში ეწერა, რომ ელექტრონიკის "დიაგნოზის დასმაში" კვალიფიციურ ინჟინერს ფულს გადავუხდი მეთქი და გადამიხდია კიდეც... |
მაინც რას ვცრუობ? შენ ხო გეწერა: ,,სწორედაც რო გააჩნია...არის ინჟინრები თბილისში, ვისაც დიაგნოზის დასმაში ფულს გადავუხდი, იმიტო რო ელექტრონიკაში დიაგნოზის დასმაა ყველაზე ძნელი, თორე მერე რემონტი ადვილია... " ხოდა, რადგან რემონტი ადვილია და ინჟინრები გარდა დიაგნოზი ს დასმისა რემონტშიც იღებენ ფულს, მამუკას მხოლოდ დიაგნოზი დასმეინე ხოლმე და შენ შეაკეთე, ხო გამოგივა ეკონომია?
QUOTE | შენ გგონია ჩინური ტექნოლოგიები არ არსებობს |
მართალი ხარ, არსებობს. ერთერთი მაგალითია კონტრპულსაციის აპარატი, რომელიც რეალურად ჩინელების შექმნილია, მაგრამ დღეს მას თუ არ ვცდები ჩინურ-ამერიკული ქვია, მაგითი მოგება ვინ ნახა კიდევ საკითხავია. ეს გამოგონება რო არ ყოფილიყო ,,ჩინურ-ამერიკული" და ყოფილიყო უბრალოდ ჩინური, მის წარმოებას სნამდვილად არ დაიწყებდა ,,შილერი" (SCHILLER).
QUOTE | აი ჩემი მეორე ოპონენტი მართალია მეძვირე დისტრიბუტერი ჩანს |
მაგას კომპლიმენტად ჩავთვლი, ყოველთვის ვიძახი რომ ჩვენ ვყიდით ,,ძვირ" აპარატურას და ბოლო 2 კვირის განმავლობაში ათამდე ადამიანი გავაბრუნე უკან, ისეთები, ვისაც მაგალითად 20 000 ლარად უნდათ 30 პაციენტზე გათვლილი მაღალი კლასის კლინიკა გააკეთონ და ეს ყველაფერი აღჭურვონ სულ ცოტა 2 საოპერაციოთი და გატენონ ისეთი აპარატურით, რომლის დანიშნულებაც არ იციან ნორმალურად. დარწმუნებული ვარ ისინი შეიძენენ თბილისში იმას რაც უნდათ, მაგრამ საბოლოოდ მე იმაზე მეტს მოვიგებ ვიდრე ამ აპარატურაში უნდა მომეგო.
DICOM
სამრდიცინო აპარატურა რკინა კი არა სწორედ რომ ჭკვიანი სისტემაა. * * *
QUOTE | ელექტრო ქსელის ფილტრი? ეგენი ძაბვის წამიერ ცვლილებაზეც რეაგირებენ. UPS დასვი მაგ ფილტრზე, ხოლო აპარატი UPS-ზე და ეგ იქნება. ნუ ახლა მილიწამებში მომხდარ "სკაჩკებს" ვერ გაფილტრავს, მაგრამ ასეთი სუპერ დაცვა მგონი საჭირო არც არის. ატომური რეაქტორი ხომ არ არის ექოსკოპიის აპარატინუ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეძლება ტექნიკურად არ ვარ მართალი.
ეგრეც ხდება, მაგრამ თვითონაც მიხვდი რომ 100%-იანი არ არის... |
რამდენადაც ვიცი ნორმალურ ულტრაბგერით სკანერს უყენია ფილტრები, რომლებიც თითქმის გამორიცხავს არტეფაქტებს და უზრუნველყოფს დანადგარის გამართულ მუშაობას, ეგ ფილტრები TOSHIBA ზე მაქვს ნანახი და სასაცილოა მაგრამ ამ ერთი თუ ორი კვირის წინ ვნახე ჩინურ ექოსკოპზე, რომელსაც არც სახელი და არც მოდელი არ ეწერა სამწუხაროდ, ერთერთმა კლინიკამ იყიდა და ორივე დაიწვა პირველივე ჩართვისას, მაგრამ გამყიდველს დღესაც არ ჯერა რო მსგავს რაღაცას კარგ შემთხვევაში ,,ქარხნული ბრაკი" ქვია, ხოლო სინამდვილეში ნაგავი.
QUOTE | კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - სამედიცინო ტექნიკა და სახარჯი მასალები ფრიად სპეციფიური რამეა და თუ ერთ აპინულ თემას იმპორტიორებს დავუთმობთ რომ სიახლეები გაგვაცნონ, კარგი იქნება... საიტები ჩქარ-ჩქარა არ ახლდება....ყიდვა გაყიდვაში განყოფილებას უფრო არ გახსნიან, თორე რო გახსნან კარგი იქნება. ისე სამედიცინო ტექნიკის და სახარჯი მასალების შესახებ თემები ჩაიძირება მანდ |
მეც მგონია რო ჩაიძირება. მე პრინციპაილაურად არ ვხსნი, მაგრამ რო იყოს ნამდვილად კარგი იქნება.
--------------------
ნახევარი ცოდნა ბევრჯერ უცოდინარობაზე უარესია
|