ადრე ერთგან დავწერე და რეკლამაში ჩამითვალეს, ტანამშრომელი ხართ ალბათ მისიო...

...უბრალოდ, არ შემიძლია, არ გავაცნო ეს პიროვნება იმათ, ვინც არ იცნობს-ახალი დაბრუნებულია უცხოეთიდან და უკვე ძალიან დაკავებულია.საკუთარი სკოლაც აქვს მასაჟის. კისრის ოსტეოხონდროზით დაწყებული, რაც თითქმის ყველაზე ვერაგი დაავადებაა ოსტეოხონდროზებს შორის, რეალური შედეგები აქვს ხერხემლის თითქმის ყველა დაავადებებთან მიმართებაში...სასწავლო ცენტრი "სერაფიტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია, საბჭოს მოედანთან, ბატონი ჯაბა...აქვს ძალიან კარგი ვაკუუმ მასაჟორები, ფიზიოთერაპიის აპარატურა და მეთოდიკა: სპეციალური სამკურნალო, იზომეტრიული ვარჯიშების და მასაჟ-მანუალური თერაპიის ერთობლივი გამოყენებით აქვს შედეგები...თან არასდროს მკურნალობს ნევროპათოლოგთან კონსულტაციის ან დიაგნოზის ზუსტი ცოდნის გარეშე...საერთოდ, კინისოთერაპიის "მძიმე არტილერიის" (ტრენაჟორები და ა.შ) გამოყენება პაციენტის წინასწარი მომზადების გარეშე (თუნდაც მასაჟებით, მასაჯების გარეშე) არანაირად არ შეიძლება...ხერხემლის დეკომპრესატორით ჩემს ახლობელს კინაღამ ცაუშალეს ისედაც შერყეული მალები...სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმი ეგრევე უშვებს "სტანოკზე" ავადმყოფს, ოღონდაც ამ "სტანოკის" ჩამოტანაზე დახარჯული თანხა ამოიღონ...