ეს DICOM-ის თქმის არ იყოს, მართლაც "ხარისხის ნიშნის" მიწებებას გავს.
პროექტის ავტორები ითხოვენ კონსტრუქციულ აზრს? ა ბატონო, ინებეთ:
თუ ადამიანი ჯანმრთელია, მას არ ჭირდება ეგ ბარათი. მაგრამ ვისაც ეგ ბარათი ექნება აბსოლუტურად არ არის იმის გარანტია რომ მას გადამდები დაავადება არ აქვს. ანუ ეგ ბარათი უსაფრთხოების ზომებს არ ზრდის. ის კი არა, 2 წუთის წინ გაკეთებული შიდსის ანალიზიც არ არის საკმარისი, თუ ე.წ. ფანჯრის პერიოდს დაემთხვა ანალიზის გაკეთება. ასე რომ გექნება თუ არა ეს ბარათი, სიტუაციას არ ცვლის.
პატარა ექსკურსი ინფექციურ დაავადებებში:
ადამიანის ორგანიზმში ყოველდღე ხდება კონტაგიოზური ბაქტერიების ინვაზია. ზოგიერთი ვირუსი კი ადამიანის ორგანიზმში მთელის სიცოცხლის მანძილზე იმყოფება (მაგ. ასეთი ვირუსია varicella zoster virus რომელიც იწვევს ე.წ. ჩუტყვავილას, რომლის გადატანის შემდეგაც ეს ვირუსი რჩება ნერვულ დაბოლოებებში და იმუნიტეტის დაქვეითებისას იჩენს თავს ჰერპეს ზოსტერის სახით). სხვა კონტაგიოზურ (ანუ გადამდებ) ბაქტერიებს და ვირუსებს ადამიანის ორგანიზმი ყოველდღე ხვდება, მაგრამ იმუნური სისტემა მათ უმკლავდება. მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება და ვითარდება ინფექცია. ამ ინფექციის შემდეგ ადამიანი ან ბოლომდე განიკურნება, ან ხდება ქრონიკული მტარებელი, შესაბამისად დაავადების გადამდებობაც ხან გამოხატულია, ხან არა. მოკლედ, ინფექციურ დაავადედებებთან მიმართებაში ჯანმრთელობა ფარდობითი ცნებაა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ეგ ბარათი, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთჯერად გამოკვლევებზე, ვარგისი იქნება ალბათ სულ რამდენიმე საათით ან დღით
და ახლა ის
პოტენციური საფრთხე რომელიც მგონი არ უხსენებია არავის (თუ წინა გვერდებზე ვინმემ ახსენა, მომიტევეთ, წინა გვერდები არ წამიკითხავს):
წარმოიდგინეთ რომ ადამიანებს აქვთ ეგ ბარათი, თავი გონიათ ჯანმრთელი და აქვთ ხშირი სქესობრივი კავშირი სხვა "ბარათიან" ადამიანებთან. ამათგან რომელიმეს რომ ქონდეს სქეს. გზით გადამდ. დაავადება, ისე რომ თვითონ წარმოდგენაც არ ქონდეს (მაგ. ბარათის არება დაემთხვა შიდსის ფანჯრის პერიოდს), იმ ადამიანთა პოპულაციაში რომელსაც აქვს ეს ბარათი, აღნიშნული დაავადება გავრცელდება ძალიან სწრაფად. რატომ? იმიტომ რომ ძალაუნებურად ბარათი ნიღბავს მის არსებობას.
ერთი სიტყვით, ეგ ბარათი სინამდვილეში არათუ ვერ დაიცავს ადამიანებს, პირიქით, ხელსაც შეუწყობს ვენ. დაავად. გავრცელებას. ხოლო იმის ახსნას თუ რატომ არ იქნება ეს ბარათი ეკონომიურად მომგებიანი, ზემოთქმულის მერე ალბათ აზრიც არ აქვს.