აბა ეს ნახეთ
http://www.likakazbegi.ge/index.php?mod=01...ct=artcl/healthჯანმრთელობის საიდუმლო
“სამოცი წლის ვარ და ეხლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ორმოცი წლის ასაკში ვიყავი. მაშინ ყველაფერი მტკიოდა. ახლა კი სხვადასხვა ვარჯიშების წყალობით არაფერი მაწუხებს.” ეს სიტყვები ეკუთვნის ქალბატონ მარგარიტა ხვადაგიანს, რომელიც არის “სიჯანსაღის სკოლის” დამფუძვნებელი. იგი უამრავ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დახმარებია გამოჯანმრთელებაში მეტად მარტივი ვარჯიშების საშუალებით. ქალბატონ მარგარიტას ვთხოვეთ გაეზიარებია ჩვენთვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამოდენიმე საიდუმლო და ისიც დაგვთანხმდა, რასაც ქვემოთ ინტერვიუში გთავაზობთ.
- რატომ დააარსეთ “სიჯანსაღის სკოლა”?
- “სიჯანსაღის” სკოლა დავაარსე 2005 წელში. სკოლის დაარსებამდე ჯანსაღი ცხოვრების წესებს და საშუალებებს ვიკვლევდი. დავინახე, რომ ვარჯიშებს შეუძლია დიდი როლის შესრულება ადამიანის ჯანმრთელობაში. ვიპოვე კაცუძო ნიშის სისტემა, რომელიც ნატურალურ ჰიგიენაში პირველ ავტორიტეტად ითვლება. ხშირად ხდება, როცა ექიმები რომელიმე კონკრეტულ დაავადებას მკურნალობენ. სხვადასხვა სნეულების გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ხერხემალი იყოს, რადგანაც ხერხემალი უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ბიძაჩემმა, აკადემიკოსმა ანატოლი პალკომ, მოსკოვში მიჩვენა თავისი ახალი მიღწევები. მან გამოიგონა ანტიგრავიტაციული მაგიდა, რომელიც არა მარტო ხერხემლის პრობლემებს ხსნის, არამედ ძალიან სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის. ნებისმიერი ოპერაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ, ჩვენი სამკურნალო მეთოდით ვარჯიში ძალინ სასარგებლო იქნება ავადმყოფთათვის, მათი ჭრილობების შეხორცებისთვის. ანატოლი პალკომ მოიგონა მკურნალობის მეთოდი სიმაღლის ზომების აქტივიზაციისთვის.
- სიმაღლეში ზრდისთვის რა მეთოდს იყენებთ?
- ანატოლი პალკოს მიერ შექმნილ უნიკალურ მეთოდს, რომელიც აპრობირებულია და მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. ბიძაჩემი, წლების განმავლობაში მუშაობდა, რომ ეს უნიკალური სისტემა შეექმნა. პალკოს მეთოდი გარდა იმისა, რომ ზრდის სიმაღლეში- სასარგებლოა ჟანმრთელობისათვის. თითოეული ტრენაჟორი სიმაღლის მომატებასთან ერთად სამკურნალო თვისებებსაც შეიცავს.
- ფეხების გამრუდებას თუ შველით?
- გვაქვს სპეციალური ტრენაჟორი სწორედ მათთვის, ვისაც არ აქვს სწორი ფეხები. ვინც ჩვენთან სისტემატიურად იარა და იმკურნალა მნიშვნელოვნად დავეხმარეთ ამ პრობლემის მოხსნაში.
- როგორ ცდილობთ რომ საზოგადოებას გააცნოთ ”ჯანსაღი სკოლა”?
- ამ ბოლოს საპატრიარქოში მქონდა ლექცია. ვუამბე მათ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. წლების განმავლობაში ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა ადგილზე და ვუყვები ხალხს ჯანმრთელობის საიდუმლოს შესახებ. მოსკოვშიც ვკითხულობდი ლექციებს. ძალიან ბევრი სიკეთე გავუკეთეთ საზოგადოებას, რაც დიდად მახარებს. ჯერ-ჯერობით არ არის მსგავსი მკურნალობის ცენტრების ბევრ ადგილზე გახნის საშუალება. სიამოვნებით ვასწავლიდი ყველა ფიზ-კულტურისა თუ ანატომიის მასწავლებელს ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რათა მათაც გადაეცათ ბავშვებისათვის.
- ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამოდენიმე რჩევას ხომ არ მოგვცემდით?
- ჯანმრთელობის მრავალი წესიდან, შეგვიძლია გამოვყოთ ექვსი მათგანი.
წესი პირველი: მაგარზედაპირიანი საწოლი. დამტკიცებულია რომ როცა ადამიანი სწორ საწოლზე წევს - მძიმე ავადმყოფიც კი - ნაწოლები არ უჩნდება და სხეულის დაჩირქების საშიშროებაც კლებულობს.
წესი მეორე: რამოდენიმე ხანი უნდა იწვე პატარა მუთაქაზე, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს კისრის ქვეშ. ეს პროცესი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
წესი მესამე: ეს არის ხერხემლის ვარჯიში, რომელსაც “ოქროს თევზს” ვუწოდებთ. ძველად იაპონიაში ბავშვებს შეუმჩნევიათ, რომ როცა თევზი კვდება თუ მას კუდში მოკიდებ ხელს და გაარხევ ცოცხლდება და განაგრძობს სიცოცხლეს. ამ ვარჯიშისთვისაა სწორედ შექმნილი ანტიგრავიტაციული მაგიდა.
წესი მეოთხე: კაპილარების ვარჯიში. მწოლიარე ადამიანი მუთაქას იდებს კისრის ქვეშ და ფეხების ზევით და ქვევით ამოძრავებს .მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადებები ინსულტი და ინფაქტი, ბევრი ექიმის აზრით გულის დაავადებებია. სინამდვილეში კი, ეს არის კაპილარების დაავადება. ჩვენი ვარჯიშის დროს იმდენად აქტიურდება ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი, რომ იმ სისხლის მიმოქცევაც კი იწყება რაც ადამიანს “დეპოში” აქვს.
წესი მეხუთე: ენერგეტიკული პროცესების წესრიგში მოყვანა. ჩვენ არა მარტო ხორცი და ძვალი ვართ არამედ ჩვენ გაგვაჩნია ენერგიაც. ადამიანს აქვს რამოდენიმე ენერგეტიკული მალა, რომელიც ხერხემლიდან გამოდის. უნდა მოხდეს ენერგიბის გამომუშავების ზრდა და ხელშეწყობა ვარჯიშების საშუალებით.
წესი მეექვსე: ეს არის სუნთქვის ვარჯიში. რუსეთში გვაქვს “ბუტეიკოს” სკოლა, სადაც სუნთქვით კურნავენ ნებისმიერ დაავადებას. დიდი მნიშვნელობა აქვს რაზე იფიქრებს ადამიანი სუნთქვის დროს. პაციენტი თავის თავს აგონებს, რომ გამოჯანმრთელდება. ამგვარ ოპტიმისტურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროს.
ადამიანის ორგანიზმში სამი პროცესი მიმდინარეობს: საჭმლის მიღება, მონელება და გაწმენდა. ეს უკანასკნელი არის ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ვასრულებთ. ადამიანის ორგანიზმი გავს ბუხარს. ცეცხლის დანთების შემდგომ, როგორც მას ჭირდება გამოსუფთავება, ასევე ჩვენს ორგანიზმს. დილის 12:00 საათამდე ადამიანის ორგანიზმი იწმინდება. უმჯობესია ამ პერიოდში მხოლოდ წყალს თუ დავლევდით. როდესაც მზე ზენიტში დადგება მაშინ უნდა დავიწყოთ ჭამა. ძველი ქართული წესიც ასეთი იყო: კაცი დილით მიდიოდა ვენახში სამუშაოდ. ცოლი კი იქ მიუტანდა საჭმელს დაახლოებით 12:00 ან 13:00 საათისთვის. მანამადე კი წყალს სვამდა და თან მუშაობდა. 12:00 დან 20:00 მდე უნდა ვჭამოთ რაც მოგესურვება. ოღონდ ერთი წესის დაცვით: არ შეიძლება ხილი მიიღო ჭამის შემდგომ. უმჯობესია ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღო, ამ დროს ერგება ორგანიზმს. სწორი კვების ერთ ერთი კომპონენტია ისიც რომ მოზრდილმა ადამიანმა დღეში მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი, მაგრამ არა ჭამის დროს.
- რას უსურვებდით საზოგადოებას?
- მე ექიმი პროფილაქტიკოსი ვარ და ვთვლი, რომ ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე. მოხარული ვიქნები იმით, რომ რაც შიიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიღვიძოს და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა ერთმა ბრძენმა თქვა: “ადამიანი თავის თავისთვის ან ექიმი არის ან სულელი.” იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელნი, უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს, ავირჩიოთ აქტიური ცხოვრება და ვძლიოთ სიზარმაცეს. იმედი მაქვს დადგება დრო, როცა ყველა ადამიანს ექნება ნებისყოფა და საშუალება იმისათვის, რომ მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას.