gvancitunaარა მე არც მივმართავ მაგ დაწესებულებას არ მინდა ეგეთი ქირურგიური ჩარევა ისევ გენეტიკას ვენდობი მამაჩემი 183 სანტიმეტრია
აი მე გარკვეული დროის ძიების შემდეგ რამოდენიმე ვარიანტს გადავეყარე სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით მაგრამ რამდენად ეფექტურია არ ვიცი
პირველი ვარიანტი:
* ჭარხალი და სტაფილო გავასუფთავოთ. ცალცალკე ავადუღოთ ლიტრა ნახევარ წყალში. შემდეგ ნახარში ერთად შევურიოთ. (ნახარში გვეყოფა 1 კვირა)
* უზმოზზე დილით 200გრ. ჭიქაში ჩავასხათ, დავუმატოთ ცოტა რძე და ერთი სუფრის კოვზი ზეთი და დავლიოთ. ორი საათი ნუ შეჭამთ ნურაფერს.
* ეს პროცედურა გააგრძელეთ 1 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ 1 თვე, და შემდეგ ისევ 1 კვირა მიიღეთ.
ეს ნახარში სასარგებლოა მათთვის ვისაც სურს სიმაღლეში მომატება, ეს ვიტამინების ნაკრები ასევე დადებითად მოქმედებს თმებზე და ფრჩხილებზე.
მეორე ვარიანტი:
ყოველ დილით უზმოზე 50გრ სტაფილოს წვენი( უმი გახეხილი სტაფილოსგან გამოწურული) + 50გრ ჭარხლის წვენი + 100 გრ რძე , ეს ყველაფერი ერთ ჭიქაში(ანუ სულ 200 გრ) და დღეგამოშვებით მაინც 1ც კვერცხი. ( კვერცხი უზმოზე არ არის სავალდებულო )1 თვე სვამთ, 1თვე ისვენებთ
მესამე ვარიანტი:
100გრ სატფილოს წვენი ყოველ დღე, სასურველია ჭამის შემდეგ და მინიმუმ 100 გრ ხაჭო ყ ო ვ ე ლ დ ღ ე (!). 2 თვე სვამთ ( თუ არ გაყვითლდით ), 1 თვე ისვენებთ.
მეოთხე ვარიანტი:
ყველაზე ეფექტური, თუ ასაკიც ხელს გიწყობთ
3კგ (!) ჭარხალი კარგად გარეცხეთ, არ გათალოთ (!), ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 3 ლიტრი წყალი და ხარშეთ იმდენ ხანს, რომ 3 ჭიქა(600გრ) წვენი დარჩეს. ნახარში გააცივეთ და დაასხით 200გრ რძ, შედგით მაცივარში. მეორე დილით კარგად მოურიეთ და დალიეთ უზმოზე 200 გრ, სულ 4 დღე სვით ( ანუ 800 გრ ხო გამოვიდა, 4დღე 200-200 გრ). დაიმახსოვრეთ თარიღი ( ანუ რა რიცხვებში სვამდით) და მომდევნო თვეში ზუსტად იმავე რიცხვებში გაიმეორეთ. 3 თვე აუცილებელია, თუ მეტჯერ შეძლებთ-უკეთესი
( საშინელი დასალევია )