Miriaსისხლში ნეიტროფილების დაბალი რაოდენობა. როცა ორგანიზმი რაიმე ინფექციას ებრძვის მაშინ ხდება ხოლმე. ჩემ შემთხვევაში სულ ჩირქიანი გლანდები მქონდა და ცხვირშიც სულ ჩამონადენი. ებშტეინ ბარის ვირუსიც გადატანილი.
ტამპონები არ მაქვს. ისე ერთ კვირაში უღებენ ხოლმე. მე გლანდების გამო ტამპონების გარეშე გამომიშვეს.
რასაც ვუყურებ დღეს დაიწყო ცხვირში მასებმა მოძრაობა. სისხლი აღარ მომდის ცხვირიდან. ნოზეილინის ჩაწვეთებისას რამდენიმე მოლეკულა ჟანგბადსაც ვატარებ
დათო სუხიაშვილთან გავიკეთე ჯაფარიძეში.
23 ის ვარ და ძაან დამტანჯა გლანდებმა, ბოლო 3 წელი სულ ფრონტიტი მქონდა, ბოლო 1 წელია ალბათ 10 დღე იყო სულ ჯამში როცა ყელი არ მტკიოდა. დაემატა გულზე უსიამოვნო შეგრძნებები. კუნთების ტკივილი. ბოლოს მემგონი აკნემაც დამაყარა, . მოკლედ ვისაც გასაკეთებელი გაქვთ არ გადადოთ არავითარ შემთხვევაში.
მეოთხე დღეს რაც შეეხება.
უჩვეულოდ კარგად დაიწყო მე4 დღე. დაჟე ეჭვი შემეპარა რამე ხო არ ხდებათქო

10 საათი მეძინა და საკმაოდ ენერგია აღვიდგინე. ყელის ტკივილით გავიღვიძე ისევ იმიტომ რომ პირით ვსუნთქავდი. რამდენჯერმე ძილის დროს გამოვიღვიძე წყალი მოვსვი და მიშველა. სიცხე არ მქონია და ჯერჯერობით არც ეხლა არ მაქვს.
პიურე, ბანანი-რძე, დაბლენდერებული ხორცი ბევრი რამე ვჭამე, წყალიც ერთ ლიტრაზე მეტი დავლიე უჟე. და მოკლედ არის ტკივილი მარა ყველაზე დიდი შვება ოპერაციის შემდეგ უკანასკნელი 6-7 საათი იყო.
საბედნიეროდ მთავარი პრობლემა დღეს დროის გაყვანა და დანემსილი ტრაკი იყო
გადავიკითხე ფორუმის თემა, ბევრი კაი რამე გავიგე რაც მეხმარება. რაც წავიკითხე მე 4-5 დღე ცოტა ამოსუნთქვის საშუალება უნდა მქონდეს. ცოტას მოვემზადები საძულველი მე-2 კვირისთვის

სხვა რა გზა მაქვს.
Miriaპს, იქით თემაში დაწერე ორშაბათს გავიკეთეო.
გლანდებიც გაიკეთე თუ მარტო ცხვირი?
* * *
მე 4 დღის ბოლო აფდეითი. საღამოს 37.2 მდე ავიდა სიცხე. მარა გუშინდელისან განსხვავებით ჩავწექი ლოგინში და დაიწია უკან.
This post has been edited by ბახსო on 21 Apr 2018, 18:57