გამარჯობა, თუ დამეხმარებით ძალიან გამახარებთ

. მოკლედ, ბოლო 3-4 თვეა მაწუხებს უძილობა, რომელიც გამოწვეულია სტრესით, აგნზებით, აღტაცებით

როდესაც ბალიშზე ვდებ თავს, გონება არ ჩერდება. მუდმივად რბოლაშია, ხან რაზე ფიქრობს ხან რაზე. სუნთქვებიც ვცადე, მელატონინიც, ვალერიანიც, ბ ვიტამინების კომპლექსიც და მაინც არანაირი შედეგი ამას არ მოაქვს.შემდგომ იწყება სტრესი იმაზე, რომ ვაიმე ახლა არ დამეძინოს, ხვალ მთელი დღე გამოშტერებულმა უნდა ვიარო და ა.შ. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძლიერდება ნერვიულობა და ინსომნიის სიმპტომები. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც კონკრეტული მიზანი მაქვს დასახული, ვთქვათ ამა და ამ დროში ესა და ეს უნდა ვისწავლო. როდესაც სრულიად უმიზნოდ ვარ, აპათიაში, და ცხოვრების აზრიც დაკარგულია, მაშინ იცოცხლე, ბანგივით მძინავს. საკმარისია აზრი მივცე ცხოვრებას, და უკვე შფოთვები მეწყება. ნევროლოგთან ვიყავი, ბალახებზე დამზადებული მედიკამენტი დამინიშნა:"სუენო აკილია", რომელიც ჩემი აზრით, საკმაოდ სუსტია, რადგან ვერანაირ დამამშვიდებელ ეფექტს პირადად ვერ ვამჩნევ. ერთადერთი მეთოდი, პირადი გამოცდილებიდან, რომელიც ასე თუ ისე ყველაზე ეფექტურია არის საფუძვლიანი ვარჯიში, ოფლი რომ ნიაღვარივით მოგდის. მაგრამ ყოველდღე ამ რეჟიმის გამეორება შეუძლებელია, მითუმეტეს ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე. კითხვა მაქვს ასეთი, რაიმე მედიკამენტი ხომ არ იცით(სასურველია უსაფრთხო), რომელიც დამეხმარება მრბოლელი გონების გაჩერებაში, კორტიზოლის დონის დაწევაში. ნებისმიერ რამეს ვცდი, რაც იყლაპება და გვერდითი ეფექტების რაოდენობა არ აჭარბებს დადებითს, ოღონდაც ეს ინსომნია მომაშორეთ, აღარ შემიძლია