ჩემი სუბიექტური აზრით მობილური ინტერნეტი ოპტიკის მაგივრად არაადეკვატური გადაწყვეტილება. მაგრამ თეორიულად რო ვიმსჯელოთ გააჩნია რას და რამდენად ანიჭებ უპირატესობას... თუ სტაბილური ინტერნეტი, სიმეტრიული ატვირთვა-ჩამოტვირთვის სიჩქარე (საიტები უფრო მალე გაიხსნება, რაც უფრო სასიამოვნო, შესამჩნევ სხვაობას მოგცემს პრაქტიკაში), დაბალი პინგი და უკეთესი სერვისი ნაკლებადმნიშვნელოვანია და მთავარია პიკური სიჩქარე იყოს რაც შეიძლება მაღალი (პრაქტიკაში ფაილების ჩამოტვირთვა) მაშინ კიდევ შეიძლება დაფიქრება. მაგრამ მანდაც გასათვალისწინებელია რომ ნორმალური მოწყობილობების ფასი 500+ ლარიდან იწყება, ისიც დაბალბიუჯეტური ჩინური კომპანიების პროდუქცია, რომელიც პროგრამულ განახლებას იღებს სულ ერთხელ ან ორჯერ და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დახმარების გარეშე რჩები. პ.ს. მობილურ ინტერნეტზე მაგთის არ აქვს ცალკე მდგომი სერვისი და სერიოზული პრობლემის შემთხვევაში (როცა სადგური გათიშულია, ან დაზიანებულია) რო დარეკავ ცხელ ხაზზე ჯოჯოხეთის 9 წრეს გაგატარებენ სანამ "გადავეცით ტექნიკურ ჯგუფს" მიიღებ პასუხს