#60830137 · 9 Nov 2023, 23:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა თანაფორუმელებო. საზღვარგარეთის სერვერზე მაქვს განთავსებული ვებგვერდები და ბოლო დროს ტვინი წაპეპლეს. რაღაც სისულელეებსი უმატებენ ფასს და მომდის ინვოისები წვრილ-წვრილ თანხებზე. . . . PHP - ს ახალი ვერსიისთვის, კონტრაქტში ცვლილებები და.ა.შ. ამიტომ, ასე 10 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ახალი წლისთვის მინდა გამოვცვალო ჰოსტინგი და გადავიდე ახალ ჰოსტინგზე.
ვის რა გამოცდილება გაქვთ, მივიღებ რჩევებს. უნდა იყოს უცხოური ჰოსტინგი (ქართველები ძალიან ძვირს ითხოვენ მცირე ვებსივრცეში), ტვინს არ ბურღავდნენ რეკლამებით და ახალი კონტრაქტებით. ცალმხრივად არ უმატებდნენ ფასს. უნდა იყოს დიდი სივრცე (100-200 გიგაბაიტი), შეძლებისდაგვარად ნორმალური ფასები და ნორმალური მომსახურება.
ძალიან დამავალებთ
This post has been edited by karlsoni on 9 Nov 2023, 23:14
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|