xllashმე ძალიან ბევრი რამე მიწერია. მარტში 14 წელი შემისრულდება პროგრამირებაში.
მარა დამწყები თუ ხარ, უნდა გქონდეს 2 ან 3 რამე პროექტი აწყობილი, სატესტო, და გედოს გიტჰუბზე. და ცვ-ში უნდა მოათავსო Screenshot1, Screenshot2, Screenshot3 ლინკებით ამ პროგრამის/ვებ-აპლიკაციის გადაღებული სქრინშოტები, რომ ნახონ რა პროექტია და რა გაქ გაკეთებული ვიზუალურად. კარგი იქნება თუ ვებ-აპლიკაციია სადმე დაჰოსტილიც გექნება და ip ან რამე დომაინ ექნება და ლინკს ჩადებ ცვ-ში რომ ნახონ ლაივ რეჟიმში შენი ნამუშევარი/ნამუშევრები.
ამას რომ იზამ ძალიან დიდი შანსია რომ გასაუბრებაზე მოეწონოთ და აგიყვანონ.
ზოგადად ჩემი გამოცდილებიდან ყველას გირჩევთ რომ თქვენი ნამუშევრების სქრინშოტები ჩადოთ ცვ-ში რომ ნახონ რა გაქვთ გაკეთებული.
მაგალითად გიწერიათ ასე:
გამოცდილება:
1 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3
2 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3
3 - ვმუშაობდი აქ და აქ, (ამა და ამ წლებში)
იყო ამ ტიპის პროექტი.
ვიყენებდი ამა და ამ ტექნოლოგიებს: და ჩამოწერ რაც არის, მაგ Node.js, ReactJS, MongoDB და ა.შ.
და ბოლოში მიაწერ ლინკებს: Screenshot1, Screenshot2, Screenshot3
https://imgur.com/ კაი სურათების საიტია და მანდ შეგიძლიათ ატვირთოთ სქრინები თქვენი პროექტების
რატომ ვამბობ ამას:
ზოგადად კლიენტი/დამსაქმებელი აფასებს თვალით, თვალით დანახულს. და უხარიათ ხოლმე რომ ხედავენ შენს გაკეთებულ საქმეს თვალით, ვიზუალურად. (თუ რათქმა უნდა ბექენდი არ ხარ მარტო და სანახებელი არაფერი არ გაქვს).
და ზოგადად რომ მუშაობ კლიენტთან/დამსაქმებელთან, მაგალითად გაქ ტასკი რაღაცა, რომელიც არის სადღაც არ ვიცი მაგალითად ჯირაზე ან ისე გაქ ტასკი ზეპირად მოგცეს. რომ მორჩები ტასკს გადაუღე სურათი გაკეთებულს და მიაბი ტასკს რომ დახურავ. ან გაუგზავენ კლიენტს.
მაგალითად ტასკია რომ დაამატეთ User Account Page - რეგისტრაციის თარიღის Label-ი სადაც ჩანს როდის დარეგისტრირდა იუზერი. რომ დაამატებთ ვებ-საიტზე რაზეც მუშაობთ, და რომ დააკომიტებთ კოდს და ატვირთავთ. გადაუღეთ სურათი და აჩვენეთ ვინც გიმოწმებთ დავალებებს. და ძალიან მოეწონები დამსაქმებელს და დაგაფასებენ ძალიან.
და ზოგადად კარიერის განმავლობაში რა პროექტებზეც იმუშავებთ, თუ კონფიდენციალური არ იქნება გადაუღეთ სქრინები და ჩადეთ ცვ-ში.
14 წლის წინ რომ პროექტი გავაკეთე WinForm-ებზე იმის სქრინიც მიდევს სივიში
This post has been edited by ac1001 on 18 Jan 2022, 23:19