3 თვეა ვსწავლობ და პარალელურად ვაწყობ საიტს ჯანგოს გამოყენებით, დაახლოებით 5 წელია რაც სი შარპში ვწერ და ემ ვი სიც გამომიყენებია, მაგრამ პითონი მართლა ძალიან მაგარია თან უნიქს გარემოში, მსუბუქია, და სწრაფი პროტოტირებისთვის (დავესესხები) ძალიან კარგია.
ასევე ჯანგოც სერიოზული თემაა (ჩემი აზრით) თავისი ქომუნითით (მაგრამ ბოლო ვერსიაზე >1.8 ზე ჯერ არ არის იმდენი პოსტი რამდენიც 1.7/1.6), პროექტის განვითარებისა და განხორციელების სისწრაფით, ინტუიტიურობით და იმით, რომ პითონია

.
პითონს სუფთად ვიყენებ რასპბერი პისთვის და სი/სი++ პროგრამების კომპილირებას გაცილებით მეტი (ზოგჯერ საათები) სჭირდება ვიდრე პითონში დაწერილ სკრიპტს.
მოკლედ ყველას ვურჩევ პითონს, ოღონდ ვისაც აქვს რაღაც უკანა ფონი პროგრამირების გამოცდილებით და ესმის კონცეფცია, ამის მერე პითონი სამოთხეა.