დავიწყოთ მარტივით:
გვაქვს სათამაშო მოედანი, მარჯვენა მხარეს ერთი მოთამაშეა, მარცხენა მხარეს მეორე. ან სულაც ინტერნეტით თამაშობენ.
მოთამაშეები უშვებენ მოედანზე სამი სახის ბურთებს, ერთზე ახატია მაკრატელი, მეორეზე ბადე და მესამეზე ქვა. ეს ბურთები მოძრაობენ თავისით.
თამაშს აქვს ორი ვარიანტი:
1. ბურთების შეჯახებისას ძლიერი ბურთი აქრობს მოწინააღმდეგის სუსტ ბურთს.
2. ძლიერი ბურთი ახდენს გადმობირებას და მოწინააღმდეგე ბურთს ფერს უცვლის.
შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ ბურთების რაოდენობა. ასევე შეიძლება მათი მოძრაობის სტილი დარეგულირდეს სამართავი პანელიდან.
ახლა გავაკეთოთ იგივე სტილში უფრო რთული თამაში:
ბურთების მაგივრად გვაქვს ტანკები, არტილერია და თვითმფრინავები.
ტანკი აფეთქებს ყველაზე ეფექტურად არტილერიას, არტილერია თვითმფრინავს, ეს ბოლო კი ტანკს. სხვა სამიზნეებზე ეფექტი მცირეა.
შეგვიძლია გავამრავალფეროვნოთ და ერთ მძიმედ დაჯავშნულ ტანკს შევუსაბამოთ ორი მსუბუქი და სწრაფი ტანკი, ერთ სარაკეტოს ორი ტყვიამფრქვევით თვითმავალი, ერთ თვითმფრინავს კი ორი ვერტმფრენი(ცოტა მეტი მრავალფეროვნებაც შეიძლება, ოღონდ არ უნდა აჭრელდეს).
შეგვიძლია ჭადრაკის მსგავსად წინასწარ განვალაგოთ გარკვეული რაოდენობის არმია, პლიუს ყოველ წამში დაგვემატება გარკვეული ქულები ახალი ტექნიკისთვის.
შეგვიძლია ასევე საომარ მოედანზე დავდგათ კედლები და ნაღმები.
თამაში მთავარი მუღამი იქნება სწორი სტრატეგიის არჩევა.
მაგალითად, კედლის უკან მდგარ ტექნიკას ექნება დაზიანების დიდი კოეფიციენტი, გაშლილ ადგილზე მდგარს კიდე სუსტი.
ჯგუფში მყოფ ტექნიკას ასევე ემატება ქულები(ჯგუფის სიდიდის მიხედვით), ალყაში მყოფს კიდე აკლდება.
თავისთავად მომგებიანი იქნება ახალი ტექნიკის სწორი შერჩევა.
განსაკუთრებით კარგი იქნება სათამაშო ერთეულების მოძრაობის სტილების დარეგულირების საშუალება:
ვთქვათ აგრესიული რეჟიმი პირდაპირ შეტევაზე გადაიყვანს, თავდაცვითი კიდე დააჯგუფებს ერთად რომ ძალების კონცენტრირება მოხდეს.
ყველაზე მთავარი მაინც თამაშის სწორი დარეგულირებაა, რათა საინტერესოდ განვითარდეს.
ხოლო თუ ინტერნეტში პოპულარული იქნება შეიძლება ასეთი ვარიანტის გაკეთება: პირველი დონე იქნება სერჟანტი. მერე თუ ათი სერჟანტის ზედმეტი მოგება გექნება გახდები ლეიტენანტი, მერე კაპიტანი, პოლკოვნიკი, გენერალი, გენერლის ვარსკვლავები და ა. შ.
თუ ვთქვათ 100 მილიონი ადამიანი ითამაშებს, დაგვჭირდება სულ რაღაც 8 საფეხურის შექმნა, ბოლოს კი რათქმა უნდა ერთი გენერალისიმუსი უნდა იყოს.
რატომ არის ჭადრაკი ასე კარგი და მომხიბვლელი თამაში? იმიტომ, რომ მასში მარტივად და ეფექტურად არის შერწყმული სტრატეგიის მთავარი თვისებები:
1. ქვები არის მრავალფეროვანი, მაგრამ არა გადატვირთულად ბევრი სახეობის.
2. სათამაშო დაფა არის მთლიანად აღსაქმელი.
...და სტრატეგიის მთავარი პრინციპები:
1. ძალების მეტი კონცენტრაცია. - კლავ მოწინააღმდეგის ქვებს უდანაკარგოდ.
2. ინტელექტუალური მანევრირება. - აწყობ მომგებიან კომბინაციებს.
3. სწორი პოზიცია. - გაქვს მუდმივი უპირატესობა მანევრირებისთვის.
ამ ყველაფერს თუ კარგად განახორციელებ თამაშში, ძალიან დიდ წარმატებას მოიპოვებს ინტერნეტ მოთამაშეებში. შესბამისად ფულიც მოიჭრება ....