საინტერესო წერილია მგონი
http://aisiforce.org/forum/viewtopic.php?f...b67688&start=15რეგ.: 11 აპრ 2009 15:49
წერილები: 3133
Re: მიწათმოქმედების მოხალისეთა ბრიგადა ნაჰალი (ნაკადული)
ნაწყვეტი ერთ-ერთი ანალიტიკური სტატიიდან.
შეიძლება ჩაითვალოს რომ ჰეზბოლას 5-6 ათასიანი შიიტი ჯარის წარმატება, რაც გამოიხატა მათი უნარიანი წინააღმდეგობით რომელიც გაუწიეს 30 ათასიანი ისრაელის არმიას, მდგომარეობდა ცახალის საბრძოლო ხერხების კარგად ცოდნაში. მკაცრად სამხედრო გეგმის მიხედვით ჰესბოლამ მოახერხა სამი ადრევე დამუშავებული ტაქტიკური ”ილეთის” გამოყენება.
- ხელი შეუშალა ვერტმფრენების გამოყენებას ქვეითების დასახმარებლად.
- შექმნეს რეალური საფრთხეები მტრის ტანკების და ჯავშანტრანსპორტიორებისათვის.
- აიძულეს ისრაელის ქვეითები ბრძოლა ეწარმოებინათ მოკლე მანძილებზე და ხელჩართულშიც კი. ამ პირობებში ბრძოლას არ იყვნენ მიჩვეულნი ისრაელის ჯარიკაცები.
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ შიიტებმა არ გამოიყენეს ოპერატიულ-სტრატეგიული ისეთი მეთოდები როგორიცაა: ექსპორტი ანუ საბრძოლო მოქმედებების გადატანა ისრაელის მოკავშირე ქვეყნებში - სამხედრო მომარაგების გზებზე, საიდანაც ისრაელს მიეწოდება შეიარღება, საჭირო სამხედრო მარაგები. მათ შორის საჰაერო საშუალებების საბრძოლო მასალები. ასევე ჰეზბოლამ არ გამოიყენა ”წინააღმდეგობის საზღვარგარეთ გადატანის მეთოდი”. საუბარი ეხება დასავლეთის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობას. ჰეზბოლა არაა ალ-ქაიდა, თუმცა მას ნამდვილად შეეძლო მიეტანა დარტყმები ამ მოქმედებებში ისრაელის მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ობიექტებზე. მაგალითად გლაზგოს პორტის ან აეროპორტის წინააღმდეგ - როგორც ცნობილია სწორედ ადგილიდან იღებს სათავეს ამერიკის საჰაერო ხიდი, რომლითაც ხორციელდება ისრაელში შეიარაღების და მარაგების შეტანა.
ტონი ბლერმა როგორც ჩანს გააცნობიერა ეს საფრხე და სწორდ ამით უნდა აიხსნას გარკვაულწილად უცნაური პოზიცია რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოკლედ შესაძლებელია ჩაითვალოს რომ ლიბანის ომი იყო ერთ ერთი ისეთი ომთაგანი რომელიც მიმდინარეობდა პრონციპულად ახალი სცენარის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია ლიბანელი ექსპერტის, რეზერვის გენერალის, სახელმწიფო აკადემიის მასწავლებლის მოსაზრება ამ მოვლენების შესახებ: მიხვდნენ რა რომ ისრაელი შეეცდებოდა სამხრეთისკენ გაჭრას (ასე გასინჯეთ, თვითონ უბიძგეს მათ ამისაკენ, გაიტაცეს რა ისრაელის ორი ჯარიკაცი) ჰეზბოლამ მოამზადა ბრძოლის ზონა. დაამუშავა თუ როგორ უნდა ებრძოლა თითოეული მეტრიდან შემდგომ მეტრამდე. მომზადდა არა ბუნკერები, რომელიც ადვილი დასანახი იქნებოდა თანამგზავრიდან, არამედ რამოდენიმე ათასი მცირე სანგარი 50 სანტიმეტრის სიგანის და 60 სანტიმეტრის სიღრმის. რომელიც შეინიღბა ტოტებით. ასეთი სანგრები ქალაქში დამატებითი ცალკეული საფრის როლს ასრულებდნენ. ჰეზბოლამ გამოიყენა ტაქტიკური სიახლე: მან შემოქმედებითად გამოიყენა ძალიან ახლო მანძილებზე ბრძოლის მეთოდი (50-75 მეტრი). რის გამოც ცახალმა ვერ მოახერხა საბრძოლო ვერტმფრენების გამოყენება რათა არ დაეზიანებინა საკუთარი ძალები. როცა ისრაელის ქვეითები უტევდნენ მათ უშვებდნენ ძალიან ახლოს შემდეგ კი უეცრად ასეთი სანგრებიდან გამოდიოდნენ ჰეზბოლას მებრძოლები და აყენებდნენ მათ დარტყმებს ძალიან ახლო მანძილებიდან. ისრაელის ჯარიკაცები რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე შეუძლიათ მანევრის ჩატარება, ყოველთვის მოქმედებენ შედარებით მსხვილი დანაყოფების სახით, სრულიად დეზორიენტირებული აღმოჩნდნენ ახლო ბრძოლების შემთხვევაში. ახლო ბრძოლებმა შეუძლებელი გახადა არმიის ავიაციის გამოყენება, მეგობრული ცეცხლის დიდი რისკის გამო. ვერტმფრენების გამოყენება კი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ტაქტიკამ რადგან მისი ტყვიამფრქვევი გამოუსადეგარია მეგობრულ ძალებთან ასეთ სიახლოვეზე მტრის გასანადგურებლად.
ამის გარდა ჰეზბოლას საბრძოლო დანაყოფებზე საუბარი გადაჭარბებულია რადგან ისინი ჯგუფის დონეზე მოქმედებდნენ. დიდი დანაყოფები არ ყოფილა გამოყენებული. ასეთმა გაფანტულმა მოქმედებამ კიდევ გააძნელა ვერტმფრენების გამოყენება რადგან სრულიდ შესაძლებელი ყველა მათგანის აღმოცანა და განადგურება. უეცრად საიდანღაც გამოჩენილი პატარა ჯგუფის მიერ გაშვებული რექტიული ყუბარით კი სრულიად შესაძლებელი იყო ვერტმფრენების დაზიანება, ამიტომაც მათ მოუწიათ წინა ხაზიდან შედარებით დისტანციაზე, მოშორებით მოქმედება.
შეიხის საველე მეთაურები ჭკვიანურად იყენებდნენ ადგილმდებარეობის თავისებურებებს და საინჟინრო წინაღობებს და თავდაცვით ნაგებობებს, რომელიც ლიბანის სამხრეთში აშენდა აქედან ცახალის გასვლის შემდეგ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში გაშენდა ბუნკერების, მიწისქვეშა შეტყობინებების და საფრების, სამეთაურო პუნქტების სისტემა რომელთაც იბრაელები უძახდნენ ჰეზბოლას ”ნაკრძალებს”. ეს ”ნაკრძალები” წარმოადგენენ მიწისქვეშა კარგად გამაგრებულ საკომინიკაციო სისტემას (სოფელს) რომელთა სიგრძე ხშირად აღწევს რამოდენიმე ასეულ მეტრს და შეიცავს იარაღის საწყობებს. ამ მიწისქვეშა სისტემებიდან ჰეზბოლას მებრძოლები ახორციელებდნენ თავდაცვით ბრძოლას და ხშირად ასევე აწყობდნენ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას. ასეთ მიწისქვეშა სოფელში შესაძლებელია საკმაოდ დიდი ხნით ავტონომიურად ცხოვრება. ისე რომ არ დაგჭირდეს საჭმლის და საბრძოლო მარაგების მიღება. ასეთი მიწისქვეშა სისტემების გამოყენებით შიიტები ადვილად გამოდიოდნენ ავია და საარტილერიო დარტყმებიდან და ასევე ადვილად გადადიოდნენ ერთი სოფლიდან მეორეში. ცახალის მეომრის განცხადების მიხედვით ასეთ ”ნაკრძალებში ბრძოლა შესაძლებელია მაგრამ ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.
ჰეზბოლამ შექმნა ორი თავდაცვითი ზღუდე:
- ნასრი, მდინარე ლიტანის სამხრეთით, რომელსაც იცავდა დაახლოებით 4000 მებრძოლო, მათ შორის რეზერვიდან გამოძახილი შიიტები
- ბადრი, მდინარე ლიტანის და ზახრანის შორის, მასაც იცავდა დაახლოებით 4000 მებრძოლო.
მებრძოლები იყენებდნენ სხვადასხვა სახის თავდაცვით საინჯინრო ნაგებობებს, რომელიც მათ დარჩათ მემკვიდრეობით ისრაელის არმიისაგან და სამხრეთ ლიბანის არმიიდან. სასაზღვრო ზონაში განთავსდა მრავალი დანაღმული ”ველი”, ხოლო საკუთარი პოზიციები შიიტებმა საგულდაგულოდ შენიღბეს და გაამაგრეს. ჰეზბოლას ყავდა რამოდენიმე ათასი მებრძოლი, რომელნიც იცნობდნენ პარტიზანული ბრძოლის ხერხებს და შეეზლოთ მოძველებული ტანსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენება. ამ სისტემებიდან განსაკუთრებით საბჭოთა წარმოებისამ გამოავლინა მაღალი მახასიათებლები.
ჰეზბოლამ შექმნა ძალიან ეფექტური და მრავალჯერადად დუბლირებული კავშირის სისტემა დაწყებული სახაზო კავშირით და დამავრებული პერსონალური ბიპერებით. ამ სისტემის ნაწილი ისრაელის მხრიდან მარავალრიცხოვანი და გამუდმებული დარტყმების მიუხედავად არსებობდა ომის დასრულებამდე და საშუალებას აძლევდა ჰეზბოლას ეწარმოებინა ნათელი მართვა და მოეხდინა ძალების კოორდინაცია. ლიბანის სამხრეთში მიმდინარე ომში ჰეზბოლამ გამოიყენა დეცენტრალიზაბული მართვის მეთოდი რამაც სრულიად უსარგებლო გახადა ცახალის ძალისხმევა მოეშალა მტრის რიგებში მმართვა. ისე იყო განაწილებული ტერიტორია და მისადგომები რომ ალყაში მოქცეული ჰეზბოლას დანაყოფი ავტომატურად იღებდა მეზობალი დანაყოფებიდან დახმარებას და ეს ხდებოდა არა მითითებების ან მეთაურთა კოორდინაციის საშუალებით არამედ ბუნებრივად - შექმნილი განლაგებს და საბრძოლო გარემოს გამო. კარგი მაგალითია ბრძოლა ჰეზბოლას შტაბ-ბინისათვის. რომლის განმავლობაში ისრაელის ძალებმა არათუ ვერ გაანადგურეს 20-30 მეტრის ქვეშ გამაგრებული შეიარაღებული ნაწილი არამედ თავად გაებნენ ალყაში.
ისრაელის ჯარიკაცები რომელიც მონაწილობას იღებდენენ ამ შეტაკებაში აღნიშნავენ რომ მტრის მართვა იყო ძალიან კარგი და მოწინააღმდეგე მაღალი ორგანიზებულად იქცეოდა. მაშინაც კი როცა ცახალს მიჰქონდა კრიტიკული დარტყმები მტრის რიგებზე მართვის სისტემა კვლავინდებურად მოქმედი რჩებოდა. მაგალითად: ბინ-ჯებელში სადაც ისრაელის მხრიდან გოლანის ბრიგადის სადესანტო და ქვეითმა ძალებმა შეძლეს მოწინააღმდეგის 70%-მდე განადგურება, მაინც ვერ ახერხებდნენ ქალაქის კონტროლს. ასე გაგრძელდა ომის ბოლო დღემდე, დანაკარგების მიუხედავად ბრძოლაში ერთვებოდა ახალი და ახალი ძალები და მათი რიცხვი იზრდებოდა. ის საველე მეთაურები რომელიც პასუხისმგებელი იყვნენ ჰეზბოლის მხრიდან მოქმედების ამ რაიონზე არ წყვეტდენ ძალებით მეთაურობას და აგზავნიდნენ ძალებს ქალაქის დასახმარებლად.
ასეთივე მდგომარეობა იყო აიტა-აშააბში, სადაც ებრაელებმა ალყა შემოარტყეს სოფელს რამდენიმე კვირის განმავლობაში და სისტემატიურად მიჰქონდათ დარტყმები. მიუხედავად ამისა შიიტების წინააღმდეგობა არ შესუსტებულა და პარალელურად კი იმატებდა დანაკარგი ისრაელის არმიის რიგებში. ისრაელის არმიის ოფიცრები აღნიშნავდნენ რომ ბალ-ბეკის იერიშის დროსაც კი როცა მათი გამოჩენა შიიტებისათვის სრული მოულოდნელობა იყო ისინი მაინც ძალიან მაღალი ორგანიზაბულობით ებრძოდნენ სადესანტო ძალებს. დიდი პატივისცემა დაიმსახურა თავად ებრაელ მებრძოლებში იმან რომ შეიხის მომხრეები ყველა ღონეს ხმარობდნენ თუნდაც დაღუპლი თანამებრძოლის სხეული ევაკუაციისათვის.
მებრძოლები ლიბანის მხრიდან იყენებდნენ არა მარტო პარტიზანული მოქმედების ხერხებს ასევე ფართოდ იყენებდნენ რეგულარული არმიის მცირე ჯგუფების ტაქტიკასაც. ბრძოლებში ისინი მოქმედებდნენ 50 კაციანი შენაერთის სახით მაგრამ ყველაზე პოპულარული იყო 15-20 კაციანი დანაყოფი. ასევე აღინიშნებოდა 6-8 კაციანი ჯგუფების მოქმედება. მათი შეიარაღება იყო 5-8 ტანსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა და 1-2 ტყვიამფრქვევი, ხოლო რაკეთების დამატებითი მარაგი ინახებოდა კარგად შენიღბულ ბუნკერებში. ეს ჯგუფები ძირითადად მოქმედებდნენ ღამით და იყენებდნენ ღამის ხედვის ხელსაწყოს და აზიანებდნენ ტანკებს და ჯავშანტექნიკას 1.5-2 კილომეტრის დისტანციიდან. აღინიშნა ძალიან მოხერხებული გამოყენაბა ტანსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა არა მარტო მტრის ჯავშნტექნიკის არამედ ცოცხალი ძალის წინააღმდეგაც, რომელსაც დაკავებული ქონდათ პოზიცია შენობებში თუ სხვადასხვა ნაგებობებში. განსაკუთრებით შედეგინად იქნა გამოყენებული ნაგებობებში გამაგრებული მტრის წინააღმდეგ მოძველებული "Малютка". ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები მტრის ცოცხალი ძალის წინააღმდეგ.
ჰეზბოლას თავისებურ/სახასიათო მოქმედებად ექსპერტები მიიჩნევენ გზების დანაღმვის და მცირე ჯგუფებად მოქმედებებას სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების დასაწყისში. ტაქტიკა მარტივი და ეფექტურია: ადგილმდებარეობის დანაღმვა, მოკლე მაგრამ მძლავრი საცეცხლე ზემოქმედება და უკან დახევა, ხშირად ნაღმტყორცნიდან შემდგომი დარტყმით. განსაკუთრებით საშიში იყო სწორედ ნაღმტყორცნის და მართვადი ტანსაწინაღმდეგო რაკეტების გამოყენება. ცახალის ოფიცრები კი გამოყოფენ წვრილ კალიბრიანი ნაღმტყორცნების გამოყენებას.
ლიბალენმა მეომრებმა კარგად იცოდნენ სუპერ თანამდეროვე ტანკ მერკავას უკანა ნახევარ სფეროში დაუცველი არის არსებობა სითბური ხედვის სისტემაში არსებული ნაკლის გამო. ეს მანქანა კარგი კომპლექტის შემადგენლობით შესაძლოა ღირდეს 50 მილიონი დოლარი მაგრამ აქვს ორი მკვდარი სექტორი, მის სითბური ხედვის ხელსაწყო ვერ აღიქვამს კორპუსის უკანა მხარეს ორ წერტილს რომელი მიმართულებიდანაც შესაძლოა ისე მიახლოვდე ტანკს რომ მისმა ეკიპაჟმა მხოლოდ უკნასკნელ წუთს შეგმჩნიოს რაც სრულიად არასაკმარისია საჭირო რეაგირების მოხდენისათვის. ამ მიგნებამ თუ წინასწარმა ცოდნამ საშუალება მისცა ლიბანელ მებრძოლებს მწყობრიდან გამოეყვანათ და შემდეგ გაენადგურებინათ თითქმის 50 ერთეული ისრაელის ტანკი. ცახალს დღემდე არ გამოუქვეყნებია ჯავშან ტექნიკის დანაკარგების სტატისტიკა. ოფიციალურად იუწყებოდნენ მხოლოდ 20 მერკავას დაზიანებას (აქედან 6 ნაღმზე და 14 კი მართვადი და ტანსაწინააღმდეგო რაკეთებით და უმართავი რეაქტიული ყუმბარებით). მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით ისრაელმა ამ შეტაკებაში დაკარგა 50-ზე მეტი ტანკი, რაც არ მოიცავს სხვა ჯავშან ტექნიკის დანაკარგებს (ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს). ამერიკული მოხსენების მიხედვით, რომელიც გავრცელდა ლიბანის დიპლომატიურ წარმომადგენლობებეში, ისრაელმა დაკარგა 64 ტანკი.
სხვა დასავლური წყაროების მიხედვით შეტაკებაში განადგურებული იქნა 46-50 ძირიტადი ტანკი, მათ შორის 18 თანამედროვე მერკავა (საერთო 400 დან რომელიც ამ მოვლენებში იყვნენ ჩართულები), ასევე განადგურდა 14 ჯავშანტრანსპორტიორი. ჯავშნის გარღვევა დაფიქსირდა 22 შემთხვევაში, საიდანაც 6 შემთხვევაში ტანკ მერკავა მკ4-ზე. რომელიც ეკუთვნოდა 401 ბრიგადას. 5 შემტხვევაში კი ჯავშნის გარღვევა მოხდა ჯავშანტრანსპორტიორე. ნაღმებზე და ფუგასებზე აფეთქდნენ 6 ტანკი და 1 ჯავშანტრანსპორტიორი. განადგურებული ტანკების და ჯავშან-ტრანსპორტიორების ეკიპაჯებიდან დაიღუპა 23 ტანკისტი და 5 კაცი ჯავშანპტრანსპორტიორის ეკიპაჟიდან. უნდა აღინიშნოს აუცილებლად ისიც რომ კავშან ტექნიკაზე ყუმბარების და რაკეტების მოხვედრის შემთხვევები გაცილებით ბევრი იყო, მაგრამ მათ არ მიუყენებიათ ტანკებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი. მაგალიტად ერთ დაზიანებულ ტანკზე შემდგომ მოხდა 23 ცალი სხვა რაკეტა და ყუმბარა მაგრამ ვერცერთმა ვერ გახვრიტა ჯავშანი.
ჯავშნის გარღვევის ყველა შემთხვევა მერკავაზე დაფიქსირდა შემდეგი მართვადი ტანსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებისას:
- "Конкурс" (მიღებულია შეიარაღებაში 1974 წელს),
- "Метис-М" (მიღებულია შეიარაღებაში 1978 წელს),
- "Корнет-Э" (მიღებულია შეიარაღებაში 1994 წელს),
- РПГ-29
საერთო ჯამში თუ გავაანალიზებთ ამ მონაცემებს გამოვა რომ ჯავშნის გარღვევა ოხდა 50 დაზიანებული ტანკიდან 22-ს შემთხვევაში, რაც შეადგენს 44%. კონკრეტულად მერკავა მკ4 შემტახვევაში კი ეს მაჩვენებელი 33%-ია. ეს უნდა შევადაროთ ისრაელის მონაცემებს რომლიც იუწყება რომ 1982 წლის ომში დაზიანებულ ტანკთაგან 47%-ში აღინიშნა ჯავშნის გარღვევა. ხოლო 1973 წლის ომში კი იგივე მაჩვენებლი იყო 60%.
რაც შეეხება ჰეზბოლას მებრძოლთა ტაქტიკის ნაკლოვან მხარეეს, აშკარა შეცდომა იყო ცეცხლსასროლი იარაღის არასაკმარისი გამოყენება. ისრაელის მონაცემებით ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა მხოლოდ 8 ებრაელი ჯარიკაცი. ასევე ნაკლოვანი მხარე იყო შიიტი მებრძოლი ჯგუფების არასაკმარისი შეიარაღება ტყვიამფრქვევებით. რის გამოც ებრაელი მეომრები ადვილად ახერხებდნენ შემოვლითი მანევრის განხორციელებას და გვერდს უვლიდნენ მტრის პოზიციებს, თითქმის ყველა მონაწილე ამ შეტაკებისა ისრაელის მხრიდან ამბობს რომ ჰეზბოლა არ იყენებდა სნაიპერებს.
ომის განმავლობაში შეიხი ნასრულის არმიამ გაანადგურა 20-დან 60-მდე ტანკი, ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი, მწყობრიდან გამოიყვანა ერთი კორვეტი. მოკლული იქნა 118 ებრაელი ჯარიკაცი თუ ოფიცერი, ორი სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა ტყვედ. ამიტომაა რომ ცახალის მეთაურობა ძალიან ყურადღებით აკვირდება ჰებოლას შეიარაღების განახლებას - შემდეგი შეტაკება ნადვილად არ იქნება ამაზე ადვილი.