2014 წლამდე ნამდვილად არ აპირებდა და ეგ მაგათი მთავარი შეცდომაა რომელიც ამ შედეგამდე მიიყვანათ. 2014 წლიდან ომშია ოფიციალურად.
რაც შეეხება საქართველოს. დღეს უნდა ჩავთვალოთ რომ დღეს საქართველოს ხელში არსებული ტექნიკა არის საპნის ბუშტი.
საქართველოს ძირითადი ტექნიკა არის საბჭოთა, რომლის ყველანაირი თეორიული მარაგები ამოიწურა არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც თეორიულად შეიძლება განხილული იყოს საქართველოსთვის მომწოდებელად. იორდანიასა და კუბაშიც კი ამოიწურა.
მარცხნიდან უკრაინელები ეზიდებიან, მარჯვნიდან რუსები.
ასე რომ ერთ-ორ წელში დიდი ალბათობით საქართველოში არსებული საბჭოთა ტექნიკა დარჩება მარაგი ნაწილების გარეშე, ასევე დარჩება ტყვიაწამლის გარეშე, თუ სწავლებებს არ შეწყვეტენ, რომელზეც საბრძოლო მარაგი იხარჯება.
ამ მდგომარეობაში ხვალ რომ ომი იყოს, და ხვალ ომის დაწყება საქართველოსთვის ამ მდგომარეობაში, ყველაზე ოპტიმალურია, რადგან 2 წელში ბევრად უარეს მდგომარეობაში იქნება ტექნიკის მხრივ საქმე, საქარველოს ინტენსიური ომის საწარმოებლად ოსების და აფხაების წინააღმდეგ ტექნიკა ყოფა დაახლოებით 15-20 დღეზე, ხოლო ტყვიაწამალი დაახლოებით ერთ თვეზე. თუ დვუშვებთ რომ რუსების წინააღმდეგ ომობს ჯარი და 2008 წლისავით მეორე დღეს არ იშლება ჯარი, ტექნიკის და საბრძოლო მასალის მწვავე კრიზისი დადგება მე-3 - მე-5 დღეს.
ააფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ ირანული შაჰედები (აწ უვე ლოკალიზებული) დედას უტირებენ მთელ ინფრასტრუქტურას. პირველივე დღეს.
ასე რომ თვითმკვლელობა თუ გინდათ, კიბატონო იომეთ.
სხვა მხრივ საქართველოს სჭირდება სრულად დასავლურ ტექნიკაზე გადასვლა რომელის რესურსი ასევე აღარ არსებობს რადგან ქარხნები დატვირთულია ბოლომდე საშუალოდ 2028 -2030 წლამდე და რაც მარაგებიდან გაცემადია იმას ისედაც უკრაინას აძლევენ.
საქართველოს გადაიარაღება კი ხვალ დღეს და ხვალ კი არა ერთი თვის წინ არის საჭირო.
ამ რეალობიდან გამომდინარე საქართველოს შეეძლება რაიმე სახის დასავლური ტექნიკის შეგროვება დაახლოებით 2035 წლიდან, თუ რაიმე ბირთვული ომი არ გაიჩაღა.
თუმცა ეს თეორიული შესაძლებლობაა. დასავლური ქვეყნები ეგრე მარტივად რომ არ იძლევიან ტექნიკას როგორც ამას უკრაინა და ბულგარეთი აკეთებდნენ კი გეცოდინებათ.
იმის დაშვებით რომ 2035 წელს ყვალანაირ იარაღზე მზად იქნებიან მოსაწოდბლად დასავლეტში, და ჩვენთან გაგიჟებული მასტები არიან ხელისუფლებაში რომლებიც მშპ 5% ხარჯავს თავდაცვაზე, დაახლოებით 10-15 წელი დაგვჭირდება რომ ყველა კომპონენტში დასავლური ტექნიკა დაინერგოს და დაკომპლექტდეს, ელემენტარული ავტომატებიდან დაწყებული მძიმე ტექნიკით, არტილერიით და ავიაციით დასრულებული. კიდევ ერთი 10 წელი დასჭირდება რომ არმიამ გაითავისოს ამ ტექნიკის გამოყენება და მზად იყოს ამოცანების შესასრულებლად.
ასე და ამგვარად მივიღეთ რომ 2050 წლამდე არანაირი ომი არ უნდა გვქონდეს საუკეთესო შემთხვევაში, ხოლო რეალურად კი ასე 2100 წლამდე არ უნდა გვქონდეს თუ მანამდე რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში არ აღმოვჩნდით
მკლედ თქვენ კარგად იყავით და...
This post has been edited by DidYouSeenMyMouse on 17 Mar 2024, 15:27