გაგიკვირდებათ და არის უკვე მსგავსი ოპტიკაც.
ATN X-Sight.
სრულიად ელექტროა. ჩაშენებული 4K ეკრანით, ღამის ხედვა აქვს, გასროლებს იწერს, ჩაშენებული ბალისტიკური კალულატორით.
იარაღის მონაცემები შეგყავს, ვაზნის კონაცემები, დასამიზნებელ ბადესაც სასურველს აირჩევ. მხოლოდ მანძილის შეყვანა გრჩება ხელოვნურად რო შეიყვანო და ამის შემდეგ დასამიზნებელ წერტილს თავად გაძლევს.
არის თავისივე მანძილმზომები, მხოლოდ უნდა დააჭირო ხელი ღილაკს და ავტომატურად, შეყვანის გარეშე გაძლევს ყველაფერს რაც დავწერე.
რო იტყვიან მხოლოდ დამიზნება უნდა იმ გამოთვლის მიხედვით რა მონაცემიც მოგცა.
პლიუს ჩაიწერ, დღისით თუ ღამით.
მაგრამ, არის ერთი მაგრამ ....
დიდ მანძილებზე, 200 მეტრის ზევით რთულდება დამიზნება, ეკრანის დეტალიზაცია, გარჩევადობა იკლებს ეგ კი ის მანძილია სადაც მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი კორექტირების გარეშე შეგიძლია ესროლო, მისი ნახევარ ფასიანი ოპტიკითაც კი გაცილებით კარგი გარჩევაფობა გექნება.
ამაზეა საუბარი
ჩემი პირადი აზრით, იგივე ფასში მაღალი ხარისხის ოპტიკით და ბალისტიკის გამოთვლაზე ტვინის განძრევით სროლა მირჩევნია.
მანძილი და ქარი გაზომე და შემდეგ ბალისტიკურ კალკულატორში ნახე დამიზნების წერტილი.
ან კალკულატორი თუ არ გინდა და პრაქტიკა გირჩევნია ფურცელზე გეწეროს.
This post has been edited by bedo-bedo89 on 11 Sep 2022, 04:32