#59108687 · 9 Apr 2022, 13:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა ბატონებო
გუშინ mymarket-ზე შემხვდა რამოდენიმე PCP თოფი 5.5 / 6.5 კალიბრზე მე რამდენადაც ვიცი, 4.5-ზე დიდი კალიბრი, ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია
ამონარიდი police.ge-დან
QUOTE | დაუშვებელია პნევმატური იარაღისთვის განკუთვნილი იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს. |
ძალიან საინტერესოა 5.5 მმ კალიბრი და ყიდვა მომინდა, მაგრამ ვეღარ გავიგე რა მაფიაა, თან იყიდება, თან აკრძალულია? ვიყიდო, მერე ჩამომართვან, ჯარიმაც ავირტყა და თუ ხასიათზე არ იყვნენ საქმე აღმიძრან და ცეცხლსასროლზეც შემაკავებელი მთხლიშონ, ეგრეც არ მინდა.
გაიმეტეთ 1-2 სიტყვა, რა ხდება ამ საკითხზე საერთოდ?
მადლობა
|