AK-47მხოლოდ დაღუპვაზე არაა საქმე
არავის სიამოვნებს უცხო ქვეყნის ჯარისკაცი თავის ტერიტორიაზე, რაც არ უნდა აუცილებლობით იყოს გამოწვეული (და საკითხავია კიდევ, რამდენად აუცილებელი იყო ერაყში შევარდნა ნავთობისათვის..).
მძულს რუსი სალდათები ე.წ. "სამშვიდობოების" და ბაზების შემადგენლობაში ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე.
იგივე გრძნობები მექნება ამერიკელი იანკების მიმართ, თუ ისინი ბაზას გააკეთებენ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე.
დარწმუნებული იყავით – ასეთივე დამოკიდებულებაა ქართველი ჯარისკაცებისადმი ერაყელების მხრიდან.
და რატომ?? რითი დავიმსახურეთ ეს სიძულვილი?
დამიშავა ერაყელმა რამე?
აშშ ჩემი ძმაკაცია და მტყუანია თუ მართალი გვერდში უნდა დავუდგე?
საზარბაზნე ხორცი ჭირდება – ვალდებული რატომაა საქართველო?
რომ მეხმარება კარგია,
ჩემს ჯარს წვრთნის – კარგია,
მაგრამ ამისათვის ს უ ლ ს არ უნდა ითხოვდეს მაგიერში..
მეფისტოფელურია ეგ..
იქ მყოფი ბიჭები – უნდა გავამხნევოთ ყოველნაირად, არ არის ადვილი ამ სიძულვილის გარემოში მსახური..
მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს არ წარუგზავნია ისინი – რამოდენიმე პიროვნების პირადი ინიციატივაა, მთელი პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ (არა მგონია სრულად ესმოდეთ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა..).