BAXYF-ბი? ანუ ყველა Fighter ტიპის თვითმფრინავი?

ეგ რატო გკითხე იცი, ზოგმა შეიძლება არ იცოდეს (თუმც აქ მემგონი ყველამ იცის) რო ეგ არის უბალოდ კოდირება თვითმფრინავების ტიპის და შესაძლებლობების მიხედვით USA-ში.
მაგალითად.
F - Figheter - გამანადგურენელის კლასი (მაგ.: F-4, F-16...)
B - Bomber - ბომბდამშენები (მაგ.: B-52, B-2)
C - Cargo (Combined) - სატვიტთო, სადესანტო, კომბინირებული (მაგ.: C-17)
A - Attack - მოიერიშე (მაგ.: A-10)
H - Hellicopter - ვერტმფრენები (AH - Attack Helicopter - მოიერიშე ვერტმფრენი. მაგ.: AH-64)
და ა.შ.
ასევე თითოეულ კონკრეტულ თვითმფრინავს აქვს კოდური სახელწოდება. მაგ.: "Falcon" (F-16 სერია), "Spirit" (B-2),...
ასეთივე კოდურ სახელწოდებებს არქმებენ ამერიკელები რუსულ და საერთოდ მსოფლიოს სხვა ქვეყნების თვითმფრინავებს.
და ბოლოს - ყოველი თვითმფრინავის კონკრეტული მოდიფიკაცია აღინიშნება შესაბამისი სიმბოლოებით ნომრის ბოლოს (მაგ.: F-15E - ორადგილიანი გამანადგურებელი/ბომბდამშენი).