ნუ ატყუებთ – ვერავითარ "პილოტ-მოყვარულის საბუთი"–ს ვერ მიცემენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამის უფლება არ აქვთ.
Fragileდა–google PPL (Private Pilot License).
საშუალოდ ჯდება 5–7000$ ევროპაში (2 ადგილიან თვითმფრინავზე).
~4000 აშშ-ში.
სწავლების საფასურის ძირითად ნაწილს შეადგენს უშუალოდ ფრენის ხარჯი (თვითმფრინავის საწვავი, ტექ.მომს, +ინსტრუქტორი) – მინიმუმ 40 საათი.
1 საათის ღირებულებაა – 75–დან 300$–მდე თვითმფრინავის კლასის მიხედვით – აეროპრაქტის (ultralihgts) კლასის მაგ. ყველაზე იაფია.
სესნა 152–ზე 80–130$, აი 172– 180$–მდე (4 ადგილიანია). ინსტრუქტორი ბევრს არ იღებს 20–25$ საათი.
რუსები ასწავლიან იაკ–52 და იაკ18ტ–ზე – აქაც საშ. 160–180$ საათი (მაგრამ ამჟამად ლიცენზიას ვერ გასცემენ).
თეორია – 300–400$, გამოცდების (ტესტების) ჩაბარება 100$.
რომელ თვითმფრინავის მართვასაც ისწავლი, მხოლოდ მისით სარგებლობის უფლება გაქვს – თუ მაგ. აეროპრაქტზე ისწავლე და სესნათი ფრენა გინდა, უნდა გაიარო დამატებით სესნას კურსები 10–12 საათი. 2 მოტორიან თვითმფრინავზე – ცალკე უნდა გაიარო კურსები და ა.შ.
ჰელიკოპტერის PPL (H) დაახლოებით 18000$.
ადრე აშშ–ში ძალიან ადვილი იყო PPL–ის მიღება, დაიქირავებდი კერძო მასწავლებელს და ასე 6 კვირაში სესნის ლიცენზიით დამოუკიდებლად შეგეძლო გეფრინა უკვე. აშშ–ში 800 ათასამდე კერძო მფრინავია. ახლა გაამკაცრეს ბევრი რაღაც..
ლიცენზიებს გასცემს ორგანიზაცია JAA (Joint Aviation Association), საქართველო მასში გაწევრიანებული არაა, არც რუსეთი/უკრაინა – აი ბალტიისპირეთის ქვეყნები კი არიან და შესაბამისი ფილიალები გააჩნიათ.
ეს ლიცენზია საბაზისოა შემდგომში კომერციული პილოტის ლიცენზიების CPL მისაღებად (თუ სურვილი გექნა), ATPL (სატრანსპორტო ავიაციის) და ა.შ. ეს სწავლა უკვე დიდ ფულებზე მიდის.. 40–60 ათ $.
თუ გაინტერესებს კონკრეტული რაღაცეები – მკითხე, მეც ვაპირებ

და მაქვს რაღაც ინფოები შეგროვებული, მიწერ–მოწერები, მოგცემ ლინკებს სკოლების და ა.შ.