ამავე პეროდში მოხდა გარნისის ტრაგედია, რომელიც უფრო სახელმწიფოს კოლაფსად შეიძლება ჩაითვალოს ვიდრე უბრალოდ სამხედრო ტრაგედიად.
1225 წელს მონღოლებისგან დევნილი ჯალალ ედ დინის ელჩები მოგვადგნენ, მორჩილების მოთხოვნით, რატქმაუნდა იდი ნა ჰუიზე გავუშვით, გატრიალდნენ უკან და წამოვიდა მონღოლებისგან დევნილი მაგრამ ერთერთი ნიჭიერი და მამაცი ვინც ოდესმე ყოფილა საქართველოში მტრებისგან, ჯალალ ედ დინი საქართველოზე, ქართველებიც შეიკრიბნენ სარდლები, ივანე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, შალვა და ივანე ახალციხელები, ერთერთი ლიპარიტ ორბელიანი (?!) ), ორი არმიის შეხვედრა სომხეთში გარნისის მთასთან მოხდა , როგორც ჩანს მაშინდელი ცენტრალური გზა სომხეთიდან საქართველოსკენ ამ მთასთან გადიოდა, სომეხი ავტორების წყაროები აშკარად ანტიქართულია და მათ გატვალისწინებას არ ვაპირებ, დაწყებული სომეხთა არმიის მონაწილეობაზე, რასაც არცერთი მუსულმანი ავტორი მათ შორის უშუალოდ ბრძოლის მონაწილე არ ახსენებს საერთოდ, დამთავრებული სომეხთა ბრძოლაში არ მონაწილეობის სურვილით, თითქოსდა ბრძოლის შემდეგ ქართველებს მათი ძალად მართლმადიდებლად მონათვლა სურდათ და ამიტომ თავი არ გამოუდვიათ ბრძოლაშიო. ვარაუდით შეიძLება ითQვას რომ სომხები მართლაც მონაწილეობდნენ ქართული არმიის შემადგენობაში რაღაც სახით, რადგან ძველი სომეხი ავტორები ამ აზრს - "ძალად მონათვლას" ავრცელებნ შეიძლება ითქვას რომ ამით ცდილობენ რაიმე ფაქტის მიჩქმალვას ან გაპრავებას, ეს შეიძლება იყოს სომხური არმიის უკუქცევა ბრძოლის ველიდან, თუმცა ქართველი ავტორი და მუსულმანებიც არაფერს ამბობენ სომხებზე, მუსულმაენი ავტორების ახსნა შეიძლება (უსომხობის) , ისინი ჯალალ ედ დინს მოყვნენ შორიდან და რეგიონის ეთნიკურ სპეციფიკაში ვერ ერკვეოდნენ და რადგან საქართველოს სახელმწიფო იყო, ყველა იყო გურჯი მათთვის. ქართველი ისტორიკოსი ხო საერთოდ პაროდიააა, ორი სიტყვით რაღაცას ჩაიბურტყუნებდნენ ხოლმე და გაჩუმდებოდნენ

))
ამიტომ შეიძლება მხოლოდ ვარაუდი
მოკლედ გარნისის მთა არ არის მმხოლოდ ერთი მთა და ირგვლივ სტეპი, ეს მთების კომპლექსია რომელიც საქართველოსკენ მომავალ გზაზეა, ამ მთებშია ასევე გარნისის ხეობა, შეიძლება ითქვას რომ ბრძოლა მოხდა არა გარნისის მთასთან არამედ გარნისის ხეობასთან IMHO
როგორც სომხური ტურისტული სააგენტოების სურათები და ტექსტური ინფორმაცია გადავათვალიერე ამ ხევთან არის მაღალი პლატო საკმაოდ ვრცელი საიდანაც მთელი დაბლობი არარატის მთების ჩათვლით ხელისგულივით სჩანს.
ჩემის აზრით ზუსტად ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ქართული არმიის მთავარი ბანაკი ! სომეხიც და მუსულმანი ავტორებიც წერენ რომ ქართველთა ავანგარდი ძირითადი ბანაკიდან საკმაოდ მოშორებით და ქვევით იდგა.
ვარაუდით IMHO, დაბლა საქართველოსკენ გამავალ გზაზე დადგა შალვა და ივანე ახალციხელების ავანგარდი 4000 მესხი მძიმე კავალერიით (ამას მუსულმანი ავტორები აღიარებენ ), ხოლო შედარებით მაღლა პლატოზე და მის გარშემო საიდანაც მთელი არემარეს კონტროლი ხდებოდა საქართველოს არმიის ძირითადი ბანაკი
თუ სომხები რაიმე ფორმით მართლა მონაწილეობდნენ ამ ბრძოლაში მაშინ ისინი დაბლა მესხების ავანგარდთან უნდა ყოფილიყვნენ (როგორც ადგილობრივები)
დაშორება მთავარ ბანაკსა და ავანგარდს შორის ჩემი აზრით იქნებოდა 800 მეტრიდან 2 კმ -მდე.
7 აგვისტოს ხორეზმის არმიაც მოვიდა 180 - 200 000 კაცი, როგორც ჯალალ ედ დინის ბანაკში მყოფი მუსულმანი ისტორიკოსი წერს სულთანს მაშინვე დაუთვალიერებია ქართველთა პოზიციები და შემდეგ არმია განალაგა, ცენტრი ცნობილი ხორეზმელთა მძიმე კავალერია, მარცხენა ფრთა და მარჯვენა ფრთაზე თითქმის სულ მშვილდოსნები
ღამე ჯალალ ედ დინმა თითქმის ფხიზლად გაატარა და პოზიციებს ამოწმებდა პირადად, ელოდა რა გამთენიისას ქართველთა იერიშს, მუსულმანი ავტორი წერს რომ მთელი ღამე ქართველთა ბანაკიდან ხმაურის და ყვირილის ხმა გამოდიოდაო, ალბათ ჩვენი მართმორწმუნეთა დაშინება უნდოდათ ქურჯებსო, მე კი მგონია ნამგზავრზე ბიჭებმა გუდებს პირი მოხსნეს და კარგად მოილხინეს ...
დილა გათენდა, ჯალალ ედ დინი დარწმუნდა რომ ქართVელები ზევიდან ჩამოსვლას არ აპირებდნენ, არც თვითონ აპირებდა უკან გაბრუნებას, წინ წასვლა და ზურგში ქართული არმიის დატოვება მთლად სისულელე იყო, ამიტომ მოკლე სხდომა მოაწყო, ძმას მარცხენა ფრთა ჩააბარა, თვითონ ცენტრში ჩადგა და დაბილდან ზევით იერიშიც დაიწყო
ყველა ავტორი მუსულმანიც, სომეხიც და ქართველი წერს რომ როგორც კი ქრთველთა წინამდგომებმა მოახლოებული მტერი დაინახეს მაშინვე შეტევაზე გადავიდნენ და დაეძგერნენო. ჩვენს ენაზე არსენალში , ეს ნიშნავს რომ მესხებმა მთავარ ბანაკში მტრის შეტევის დაწყების მაცნე გაგზავნეს და ბრძოლა მიიღეს პოზიციების შესანარჩუნებლად, სომეხი ავტორი წერს რომ ესენი იყვნენ 4000 სომეხი ახალციხელების და ვინმე გრიგოლ დოპიანის

სარდლობით, ასევე არ ჩანს მუსულმანთა ცენტრის მძიმე კავალერია, თუ მარცხენა ფრთამ ახალციხელებს შეუტია სად წავიდა ცენტრი? (მუსულმანთა მარჯვენა ფრთა მშვილდოსნების ჩემი აზრით გამორიცხავს რელიეფის გამო რაიმე აქტიურ მოქმედებებს), მოკლედ თუ სომხები მონაწილეობდნენ ამ ბრძოლაში ისინი უნდა ყოფილიყვნენ ახალციხელების გვერდით პოზიციაზე (ავანგარდში) სადაც მოვიდა ხორეზმის მძიმე კავალერიის დარტყმა, მესხებმა უკუაქციეს ხორეზმის მარცხენა ფრთა და კიდევ რამდენჯერმე გაგზავნეს მაცნე მთავარ ბანაკში
ამასობაში ხორეზმის მძიმე კავალერიამ გაარღვია ქართველთა ავანგარდის ცენტრი (სავარაუდოდ სომხები? ) რომლებიც თვითონვე სომეხი ისტორიკოსის ცნობით ადვილად გადარჩნენ რადგან უკანდახევა სიუნუკ! ის მთებისკენ დაიწყეს და მტერი არ გამოდევნებია
სამგიეროდ ალყაში მოყვნენ (მტრის მარცხენა ფრთის და ქართველთა ავანგარდის ზურგში გასული ცენტრის) მესხები და მთლიანად განადგურდნენ, შალვა და ივანე როგორც მუსულმანები წერენ ქართული ავანგარდის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იდგნენ. შემდეგ შეტევა მთავარი ბანაკის მიმართულებით დაიწყო სადაც უკვე ენით აუწერელი პანიკა იდგა,
ბევრი ვიკითხე, სომეხიც ქარტველიც და მუსულმანიც, თვალები დავითხარე მარა ამ სიგიჟემდე მისული პანიკის მიზეზები ვერ ვიპოვე, მოკლედ დღემდე გაურკვეველი მიზეზებით ძირითადი არმია არათუ არ დაეხმარა ავანგარდს, არამედ თვითონ გახდა მოსასულიერებელი პანიკის გამო ისე რომ ხორეზმელთა ძირითად არმიასთან შეხებაც არ ჰქონია
შემდეგ დაიწყო უკანდახევა, უკანდახევა კი არა პანიკა და გაქცევა, ეს ყველაფერი გარნისის ხევით სადაც ასევე ჩემი ვარაუდით არმიის მასის და სივიწროვის გამო ჭყლეტვა მოხდა
გარნისის ხევი სადაც ქართულმა არმიამ დაიხია

20 000 დაიღუპა, ძირითადად კავალერია (როგორც მუსულმანები წერენ), გამარჯვების შემდეგ ჯალალ ედ დინს დაუთვალიერებია ქართველთა ბანაკიც და ხეობაშიც შესულა სადაც ცხენები და მხედრები ათAსობით ეყარა ერთმანეთზე, გაოცებულს უთქვამს ამის გაკეთება ადამიანის ხელს არ შეუძლიაო. (მონღოლებთან ომების მერე იმდენი ვქენით მაინც გავაოცეთ)
ეჰ, კიდევ კარგად არ გვიცნობდა ჯალალ ედ დინ მუკნარბი,
ეგეთები გვიკეთებია ერთი და ორი ?
This post has been edited by S&W on 21 Jun 2013, 16:04