დაპირებული თარგმანი
1. რას ფიქრობთ ვიგენზე სხვა იმავე თაობის გამანადგურებლებთან შედარებით როგორებიცაა მაგალითად ტორნადო, ფ-15, მიგ-29 და სხვები? რთული კითხვაა... საჰაერო ბრძოლა ძალიან რთული და კომპლექსური ცნებაა და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორც: რამდენი ხართ? რა მანძილზე? შეიარაღების რა სახეობები გაქვთ როგორც თქვენ ჯგუფში, ისე თქვენს ოპონენტებს და ა.შ. არც ისე ადვილია პირდაპირ ვთქვათ ვინ არის საუკეთსო. მაგრამ მე შემიძლია ასე გიპასუხოთ, ჩემი ნება რომ იყოს, ფ-15 და მიგ-29 წინააღმდეგ ახლო საჰაერო ბრძოლაში არ წავიდოდი ვიგენით, ტორნადოს წინააღმდეგ კი ბატონო, ძირითადად მანევრულობის მაჩვენებლების გამო. მეორეს მხრივ, შორ მანძილებზე, თუ კი ჩემი მეწყვილე პროფია და ჩემი თვითმფრინავის სენსორებიც სიტუაციის აღსაქმელად საჭირო ინფორმაციას მაწვდიან, სამივეს წინააღმდეგ ვიმოქმედებდი დაუბრკოლებლივ.
2. და რა არის ის, რაც ვიგენს მიმზიდველს ხდის გარდა უხეში ძალისა? მინდა გითხრათ, რომ გარეგნობის და ხმის გარდა, რომელიც ნამდვილად ალამაზებს ვიგენს, არის კიდევ ისეთი რამე, რაც მიმზიდველს ხდის ვიგენს პილოტისათვის. ვიგენი არის ის თვითმფრინავი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელიც მფრინავის სხეულის და გონების ერთგვარი გაგრძელებაა. ვგულისხმობ, რომ შეგიძლია მთლინადა კონცეტრირდე სიტუაციაზე შენს გარშემო და დაივიწყო თვითმფრინავი. ამ წუთას მე ვიგენის გამანადგურებელ ვერსიაზე ვსაუბრობ, AJS37 -ზე სხვანაირად იყო...
3. ვიგენი თავდაცვით გამანადგურებლად არის ჩაფიქრებული, რომელიც არ არის განკუთვნილი ახლომანევრული საჰაერო ბრძოლებისათვის. ეს როგორ გავლენას ახდენს, როცა თქვენ ახლო მანევრულ ბრძოლის ელემენტებზე ვარჯიშობთ?
კიდევ ერთხელ, ყველაფერი დამოკიდებული მოწინააღმდეგესა და სიტუაციაზე. თუ თქვენს წინაშე F-16-ია მთელი შეიარაღებით და დამატებითი ჩამოსაკიდი საწვავის ავზებით მაშინ როდესაც თქვენ უფრო ნაკლები წონის ხართ, მაშინ განსხვავება თითქმის ნულია. ამიტომ ტქვენ ყოველთვის აანალიზებთ სიტუაციას სანამ ახლომანევრულ ბრძოლაში ჩაერთვებით. თუ სიტუაცია თქვენთვის არასახარბიელოა, მაშინ ჩვენ ვცდილობთ საბრძოლო კონტაქტში შედარებით შორი მანძილიდან შევიდეთ, ავიცილოთ ახლომანევრული საჰაერო ბრძოლა ან კიდე რაოდენობით ვაჯობოთ მტერს - გამანადგურებლის ბრძოლის ტაქტიკის საწყისები.
4. თქვენ ვიგენის თითქმის ყველა მოდელზე გიფრენიათ. როგორ განსხვავდებიან ისინი? უდიდესი განსხვავებაა ძველ მზვერავ/მოიერიშე/ელექტრონული ბრძოლის ვარიანტებსა და გამანადგურებელს შორის. მოდით, მხოლოდ ძრავსა და მანევრულობით შემოვიფარგლოთ რომ ზოგიერთი წარმოდგენა შეგიქმნათ.
მოდიფიცირებული RM8B საუკეთესო ვარიანტია ვიგენისთვის რათა მან ეფექტური საჰაერო ბრძოლა აწარმოოს. საუბარია არა იმაზე რომ ძალიან დიდი სხვაობაა სიმძლავრეებს შორის, არამედ ის სიმარტივე მომსახურებაში, რომლითაც გამოირჩევა ეს მოდელი. არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს RM8B-თვის ნულოვანი მდგომარეობიდან ეგრევე სრულ სიმძლავრეზე დაქაჩო სიმძლავრის ბერკეტი შეტევის მაღალი კუთხეების დროსაც კი და შემდეგ მალევე უკან ჩამოსწიო (სიმძლავრის მკვეთრ ცვლილების შესაძლებლობაზე უსვამს ხაზს). უკეთესი მაჩვენებელი აქვს ასევე სიჩქარის აკრეფის მხრივაც განსაკუთრებით დიდ სიმაღლეებზე ზებგერითი სიჩქარით ფრენისას. შტურვალის დამატებითი ჰიდრავლიკური ცილინდრი და ავარიული მდგომარეობის შეტყობინების აუდიო სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს JA37 მართვას ბგერამდელ სიჩქარეზე მაღალი გადატვირთვების დროს. ძალიან უნდა ეცადო რომ რაიმე ხიფათი შეგემთხვას. ეფექტური მუშაობის საშუალებას გაძლევს...
რაც შეეხება ძველ მზვერავ/მოიერიშე/ელექტრონული ბრძოლის ვარიანტს, მანდ სხვა სიტუაციაა... უდიდესი სიმძლავრე და ადრენალინი AJS viggen მართვისას, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა იყო...
საკმარისი იყო, საჰაერო ბრძოლისას შეტევის მაღალ კუთხეზე ან თუნდაც სიმაღლეზე სიმძლავრის ბერკეტს შეხებოდი და RM8A ძრავა უფრო დიდი შანსი იყო რომ ჩაქრებოდა. 6G დაუძეველი ლიმიტი იყო, არანაირი ხმოვანი შეტყობინების სისტემა... მაშინ როდესაც alpha meter და G მეტრი ერთმანეთისგან საკმაოდ შორს იყვნენ განთავსებული. ავტომატური ქვემეხის სისტემის გამო უნდა გცოდნოდა transonic სიჩქარე და ა.შ... ამიტომ, AJS არც თუ ისე კარგი თვითმფრინავი იყო საჰაერო ბრძოლებისათვის.
თუმცა თუ 20 წელია რაც დაფრიანვთ და AJS viggen-ს მეტი არაფერი არ გინახავთ, მაშინ, შეძლებთ პლანერის დაბალი წონა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. სიმაღლეების უმეტეს რეჟიმებში AJS აჩქარება უკეთესი აქვს ვიდრე JA და კარგ პილოტს შეუძლია დაჩაგროს JA37. დაბალ სიმაღლეებზე ავტოპილოტის გამო ჩემი არჩევანი AJS-ია სადაც ის მართლაც კარგი რამეა. თუმცა მას არა აქვს ქვემეხი... საჰაერო ორთაბრძოლებისთვის მე JA37 ვარჩევდი.
5. ვოლვოს RM8B მძლავრი ძრავაა, რამდენად მგრძნობიარეა? როგორ უნდა მოეპყრათ მას ჰაერში? როგორც წინა პასუხიდან ჩანს, არც თუ ისე მგრძნობიარეა. მხოლოდ ერთ მფრინავს ვიცნობ, ვისაც მცირე შეფერხება ჰქონდა ტურბულენტურობის დროს. თუმცა ძალიან დიდ სიმაღლეებზე ფრენისას ყურადღებისთ უნდა იყო, ვინაიდან მაღალი ტემპერატურული რეჟიმის გამო, შეიძლება ძრავა ჩაქრეს, რასაც როგორც წესი შემდეგნაირად კრუნავენ, მთლიანად გათიშავენ ძრავას და მხოლოდ რამდენიმე ათასი მეტრის ქვემოთ ხელახლა ჩართავენ!
6. ყველამ ვიცით, რომ Viggen დიდი სიმძლავრე აქვს. მოგვიყევით რა შეგრძნებაა როცა კრესირეულიდან ზებგერით რეჟიმზე გადადიხართ? ზოგიერთი გაფრენა ახლაც მახსოვს. განსაკუთრებით ზებგერით სიჩქარეები დაბალ სიმაღლეზე. ხშირად დავფრინავდით 0,9Mach-ით Bothnia-ს ყურის თავზე 300 მეტრზე და როგორც კი მოწინააღმდეგის რადარი დაგვაფიქსირებდა, მაშინვე ვაკეთებდით აჩქარებას. აღნიშნულ სიმაღლესა და სიჩქარეზე, სრული წვა (full afterburner) სავარძლის საზურგეზე მიგაკრავს და რამდენიმე წამის განმავლობაში გადალახავ ბგერის სიჩქარის ზღვარს. სწორედ აქ გამოჩნდება დიდი და მძლავრი ძრავის სრული ძალა. ისევ საზურგეზე ხარ მიჯაჭვული, მაშინ როცა სიჩქარე იზრდება. ძრავის გრუხუნი ისეთია, რომ რადიოში რაიმეს გარჩევა მაქსიმალური ხმაზეც კი შეუძლებელია. თვითმფრინავის ჰაერთან ხახუნის გამო კაბინაში ტემპერატურის მატებასაც კი გრძნობ. ერთხელ ძრავის ბერკეტის გვერდძე ფიუზელაჟზე დავდე ხელი და სიცხე ვიგრძენი. საბოლოოდ, როცა კი მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეს მიაღწევს, დაახლოებით 1500 კმ/სთ, შეტევის კუთხე ისეთი დაბალია, რომ პლანერის roll centre (???) შენს თავთან არის. ამ დროს ნამდვილად იჯერებ, რომ ამ ძრავს 100000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია!
7. JA37 ვერსიას ავტომატური ქვემეხი აქვს, რომელიც განკუთვნილია ჩაჭერილი სამიზნისკენ მიმართოს გამანადგურებელი, რათა ყველა ჭურვი ზუსტად მოხვდეს მიზანში. ეს მართლა მუშაობს? და თუ ეს ასეა, ამ ხნის განმავლობაში თვითმფრინავზე რა სახის კონტროლია შესაძლებელი? ეს მართლაც მუშაობს. და ძალიან კარგადაც. ხშირად მას Sidewinder-ის მაგივრადაც იყენებენ, ვინაიდან 360 გრადუსიანი მოქმედების ზონა და დიდი სიმძლავრე აქვს. თვითმფრინავი კონტროლდება კურსის და სიმაღლის მიხედვით (yaw & pitch).


მფრინავმა უნდა უზრუნველყოს სწორი კუთხე რათა გვერდზე არ ჩავარდეს (roll angle).

თვითმფრინავს ძალიან აქანავებს, როდესაც ის ცდილობს სივრცეში თავისი მდგომარეობის შენარჩუნებას, ამიტომ პილოტებს ხშირად ფრენების შემდეგ გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ!
8. რამდენიმე ჟურნალის მიხედვით, ვიგენის მოდერნიზაციის შედეგად მისი გამოყენება კიდევ 20 წლის განმავლობაში შეიძლება. ამის მაგივრად საჰაერო ძალებმა გადაწყვიტეს გრიპენის შეძენა. რამდენად მართებული გადაწყვეტილებაა და რატომ? ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გაითვალისწინეთ, რომ გრიპენის პოტენციალი გაცილებით დიდია ვიდრე ვიგენის. მართალია ვიგენს გააჩნია გამანადგურებლისათვის საჭურო მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მონაცემთა გაცვლის სისტემით, AMRAAM და ინტეგრირებული ჩახშობის სისტემებით, მაგრამ ახლომანევრულ ბრძოლაში მას არ შეუძლია თანამედროვე მსუბუქი გამანადგურებლებთან კონკურენციის გაწევა მანევრურობაში. ეს კი საჭიროა რომ შეგეძლოს. ჰაერში საწვავით გაწყობის სისტემის და თანამედროვე უფრო მძლავრი ძრავის დამონტაჟების ხარჯი ძალიან დიდი იქნება. გაითვალისწინე, რომ ვიგენი მძიმეა და სიმძიმე კი ფული ღირს. ასე, რომ იუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ვიგენი, უკვე დროა გრიპენზე გადავიდეთ.
9. გრიპენისგან განსხვავებით ვიგენს უნიკალური უკუწევის (thrust reverser) სისტემა აქვს. თქვენი აზრით, რატომ მოიქცნენ ასე? პილოტის პოზიციიდან გამომდინარე, რომელი გირჩევნიათ? გრიპენი შტურვალთან ერთად შასის brakes (???) იყენებს ზედაპირთან ხახუნის ძალის გასაზრდელად. უკუწევის სისტემა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და იშვიათად გამოიყენება. დიდი ფუჭი წონა მიგაქვს. მეორეს მხრივ, მოკლე ასაფრენ ბილიკზე და დათოვლი თუ მოყინულ ზედაპირზეა შესაძლებელი ვიგენის დასმა. არც ისე ადვილია ეს გრიპენისათვის, რომელიც ხარისხიან ასაფრენ ბილიკს საჭიროებს. თუმცა, ჩვენ აღარ ვიყენებთ მოკლე ასაფრენ ბილიკებს, გამომდინარე იქიდან, რომ ნატო/ევროკავშირი თავსებადობასთან, ასე რომ პასუხი არის ის სისტემა, რომელიც გრიპენზეა. ასე უფრო ეფექტურია.
10. შვედეთში, რამდენჯერმე იქნა გამოყენებული გზები როგორც მცირე ბაზები მანქანების საწვავით გაწყობისა და შეიარაღების ჩამოკიდებისათვის რგორც ვიგენის ისე გრიპენისათვის. გამიგია, რომ ზოგიერთი პილოტი ამას ავიამზიდზე დაჯდომასაც კი ადარებდა. თქვენ თუ დამჯდარხართ ვიგენიტ ჩვეულებრივ გზაზე? თუ კი რამდენად რთულია აეროდრომზე დაშვებასთან შედარებით? ავიამზიდზე დაშვებასთან შედარება ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტრასა 800მ და არ მოძრაობს. ხშირად დავმჯდარვარ მოკლე სიგრძის ბილიკებზე და ძალიან დიდ ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ძალიან მალე უნდა მიიღო უზუსტესი გადაწყვეტილება, ვინაიდან თითოეული დაკარგული წამი არის კიდევ უფრო დამოკლებული ბილიკი. განსაკუთრებულად ზამთრის დაშვებები იყო რთული. აიძულო 14 ტონიანი მანქანა ჩაეტიოს პატარა თეთრ ზოლში 250კმ/სთ სიჩქარე... არასწორია.
11. ყველაზე მეტად ვიგენის კატასტროფები დაბალ სიმაღლეებზე ფრენის გამო მოხდა. მკითხველისათვის რომ განვმარტოთ, რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად არსებობაა საჭირო, რათა პილოტმა დაბალ სიმაღლეზე ავარია განიცადოს. რამდენად ადვილად შეიძლება პილოტმა დაკარგოს მართვის სადავეები თუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა როცა ვიგენით დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავ? დაბალ სიმაღლეებზე ფრენა ნებისმიერი მოდელისათვის სარისკოა. განსაკუთრებით ზღვაზე და ზამთარში, როცა დაბალი კონტრასტულობა არის ავარიების ძირითადი მიზეზი. სადაზვერვო და მოიერიშე ვარიანტში ვიგენი როგორც წესი განსაკუთრებით დაბალ სიმაღლეებზე დაფრინავს, რაც გარკვეულწილად ხსნის ავარიების ხშირ შემთხვევებს. თუმცა მთავარი მიზეზი ხმოვანი შეტყობინების სისტემის არქონაა. ზედაპირთან შეჯახების არანაირი აუდიო/ვიზუალური გაფრთხილების სისტემა არ არსებობდა. გამანადგურებელ ვერსიაზე ასეთი სისტემა აყენია თუმცა ზედაპირის გასწვრივ ფრენის ავტომატური სისტემა არასოდეს დაყენებულა.
შეგახსენებთ, რომ სადაზვერვო/მოიერიშე ვიგენების ოთხეული ბგერამდელი სიჩქარით ფრენისას თითქმის ხის კენწეროებს ეხებიან! კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი რისკია.
12. ექსტრემალურ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ? თუ გამანადგურებელზე ხშირად დაფრინავთ, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ეს საქმის თანამდევი პროცესია. მე მსგავსი შემთხვევა მქონია როგორც ვიგენზე ისე სხვა მოდელებზე, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერ მოდელზე მოხდეს, ამიტომ მოხარული ვარ რომ ეს დიდი ხნის წინ იყო და ვიმედოვნებ რომ მომავალში არ გამეორდება.
13. თანამედროვე გამანადგურებლების მართვისას პილოტი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს მოზღვავებულ ინფორმაციას. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ შეადარებდით გრიპენს და ვიგენს ამ თვალსაზრისით?ეს სიმართლეა, რომ პილოტს შეუძლია ინფორმაციის მხოლოდ განსაზღვრული მოცულობის გადამუშავება. გაგიკვირდებათ ხანდახან რა მცირე მოცულობაზეა საუბარი. გრიპენის პლიუსი ისაა, რომ ძალიან მარტივია მისი მართვა, როს გამოც პილოტს რჩება შესაძლებლობების 90% რათა გაერკვეს სიტუაციაში. ვიგენის შემთხვევაში მხოლოდ 80%, მზვერავ/მოიერიშე ვარიანტში 50%; ძველი 35 Draken პილოტი მთლიანად გადართულია პლანერის მართვაზე.
ჩემი პირადი გამოცდილებით , სადაზვერვო ვიგენში ჯდომისას ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა პლანერის მართვისათვის, მაშინ როდესაც გამანადგურებლის მოდიფიკაცია ადამიანი-მანქანას ინტეგრაციის მშვენიერი მაგალითი იყო. მთლიანად კონცეტრირებული იყავი დავალებაზე და საერთოდ არ ფიქრობდი თვითმფრინავზე. გრიპენიც დაახლოებით ეგეთია, თუ უკეთესი არა. თუმცა ვიგენი ლამაზია...