Black Hawk ილია
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 133073
რეგისტრ.: 28-June 11
|
#28468587 · 25 Nov 2011, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (irageo @ 25 Nov 2011, 14:46 ) | | ვინმე დამეხმარეთ, შსს დან თავდაცვაში გადასვლის შემთხვევაში წოდებას შემინარჩუნებენ? |
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში„სპეციალური წოდებები)(21.12.2001 N 1223) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს. 2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; (15.07.2008 N 222 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან) გ) ამოღებულია (1.11.2008 N 469) დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; (29.12.2006 N4273) ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.(25.12.2002 N 1889) ზ) ამოღებულია (5.05.2011. N4652 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.) თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. (1.11.2008 N 469 ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან) ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური. (27.04.2010 N 2985) კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. (17.12.2010. N4118) 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი. (22.03.2011. N4462) 4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება. თავი II სპეციალური წოდებები
მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემების სპეციალური წოდებები(1.11.2008 N 469) 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: (1.11.2008 N 469) ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. ამოღებულია (1.11.2008 N 469 ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან ) 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: (1.11.2008 N 469 ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან) ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.“; 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“. (1.11.2008 N 469 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 5. ამოღებულია (1.11.2008 N 469)
მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები (29.12.2006 N4273) 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება. 3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი. 4. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები (25.05.2006 N 3150) 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ- ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის“. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები (25.12.2002 N 1889) 1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. 2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის"
მუხლი 52. ამოღებულია (5.05.2011. N4652 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.)
მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წოდებები (3.11.2009 N 1934 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მის დაქვემდებარებაში არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ- ლეიტენანტი. 2. მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
მუხლი 54. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციალური წოდებები: (27.04.2010 N 2985) 1. საქართველოს დაზვერვის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი. 2. საქართველოს დაზვერვის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „დაზვერვის“.
მუხლი 55. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები (17.12.2010. N4118) 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“. 3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით: ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი; ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი. 5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი III სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
მუხლი 6. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად (25.05.2006 N 3150) 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა: (28.12.2007 N5677) ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი; ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი; დ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი; ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი; ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა. (24.06.2011. N4956) 3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადას ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები. (17.12.2010. N4118)
თავი IV სპეციალური წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. (22.03.2011. N4462) 2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი უფლებამოსილია უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭების უფლება გადასცეს დაწესებულების სისტემაში შემავალი დანაყოფის უფროსს. 3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით. (22.03.2011. N4462) 5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით. (17.12.2010. N4118) 6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით. (24.06.2011. N4956) 7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 8. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლის-სამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. (20.04.2005 N 1354)
მუხლი 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით. (24.06.2011. N4956) 2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირები. 3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევა 1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები. (22.03.2011. N4462) 3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 10. სოციალური გარანტიები 1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში. 4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 11. გარდამავალი დებულება 1. ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო და საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდებების ამ კანონით დადგენილ სპეციალურ წოდებებთან გათანაბრების წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. 2. იმ პირებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ იუსტიციის გენერლის უმაღლესი სპეციალური წოდება, აღნიშნული წოდება ჩაეთვალოთ იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებად.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი 1. ამ კანონის დებულებანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ამოქმედებამდე მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევის საფუძვლად. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წელი, N6, მუხ. 99) საქართველოს კანონის მუხლები, გარდა 121 მუხლისა. 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი, 2000 წლის 5 დეკემბერი. N 640 Iს
|