არა, მორგებაზე პრობლემა არ არის. ნებისმიერი მოირგებს. ჩემი პრობლემა იმაშია, რომ მაქვს მედიუმი ზომის ვესტი და წელზე ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ვახერხებ მორგებას რაღაცნაირად. წესით ჩემი ზომაა სმოლი-პატარა, მაგრამ აქ სიმაღლის პრობლემა ჩნდება, მერე უკვე მოკლე მაქვს

ცხელია, ვადასტურებ, ამ შემთხვევისთვის შევიძინე UBACS, მაგრამ ძალიან დიდი შეღავათი არ მომცა, გავოფლიანდი ძალიან, თუმცა კაცის ოფლიენობას არაფერი არ შველის. სიცივეში კი პირიქით - გათბობაში დამეხმარა, ასე ვთქვათ ივარგა
STALKER-GG,გააჩნია რისთვის გინდა, ეს არის შემტევი ჯარისკაცის ჟილეტი, რადგან მაგით მიწაზე ცოცვა ცოტა გართულებულია, ამ შემთხვევისთვის RPS-ი კარგია (ქამარი+პაჟები და ზედ ჩამოკიდებული ჩანთები)
ეგ ჟილეტი არის ან Eagle CIRAS, ან მისი კომპია (Force Recon-ად წოდებული). შენი ნამდვილად კორდურაა? თუ ასეა, კარგი რამ გქონია. ეხლა ცოტა გააძვირეს ჩინელებმა და მალე ამერიკულ ფასს გაუტოლებენ ალბათ

მანამდე Guarder-იც უშვებდა, ამავე სახელით (CIRAS), კარგი ხარისხისას და ამერიკელებმა აუკრძალეს.
თუ ამერიკულია, ხომ საერთოდ კარგი, ასეთ ვესტებს მხოლოდ Eagles Industries უშვებს, ჩინელებსაც აკრძალული აქვთ გამოშვება, მაგრამ კიდიათ.
ხო, მაგ ვესტს ორი მოდიფიკაცია გააჩნია, Land და Maritime. ჩემი არის Maritime, ის რაც შენს სურათზეა. განსხვავება ისაა, რომ Land ვერსიას, გარშემო-გარედან სატყელივით ეკვრება ერთი ნაწილი და პოდსუმკების დაკიდებისთვის ოდნავ მეტი საშუალება აქვს.
*************
STALKER-GG,არ შემიძლია არ შეგეკამათო მაღლა დადებულ სურათზე, მულტიკამი შეესაბამება ჩვენს ბუნებასო, რადგან ბევრისგან მსმენიაასეთი მოსაზრება. ისეთი ლანდშაფტი დადე, სადაც მართლა დაჩაგრა ქართული ციფრული (ე.წ. MARPAT). მართალია შეესაბამება, გადახუნებულ ბალახებს, კლდეების გარკვეულ ნაწილს, შემოდგომის ერთ პერიოდში ტყესაც, მაგრამ ჩვენს ძველ ფორმას ის უპირატესობა აქვს, რომ ცოტა უფრო მუქი ფერია და უფრო მწვანეა, რომელიც მწვანე ტყისტვის ძალიან კარგია, ამ დროს ტყეში მულტიკამი აშკარად ჩანს, შენობებში დასამალადაც უკეთესია, იმის გამო რომ უფრო მუქი ფერისაა და შენობის ფანჯრის ჩრდილებში ნაკლებად ჩანს. კარგი იქნება ორივე და საერთოდ სეზონური ფომები გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამის ფუფუნება არ გვაქვს. მაგალითად, იტალური ფორმა, (ვეგეტატოს ეძახიან მგონი მაგ კამოს, ეხლა მესაზღვრეებსაც აქვთ, ოღონდ უფრო ჭყეტელა ფეებში) შემოდგომაზე ჩამოვენილ ფოთლების ფონზე საერთოდ არ ჩანს ახლოდანაც კი, ჩაგრავს მარპატსაც და მულტიკამსაც. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია, რა თქმა უნდა
This post has been edited by DG on 25 Dec 2010, 22:56