უი, გენაცალეთ, თავი მინდა წარმოგიდგინოთ :
მეზობელი პოლიტგანყოფილებიდან ვარ, ისტერიჩკა, ოღონდ ზომიერი, მიმიღებთ ?
აი, ვარდებით შემოვედი, ეკლები დავაძვრე სულ და...
ჩვენს განყოფილებაში გავიგე, ელიავას ბაზრობაზე მანქანებისთვის კუზავოები შეგიცვლიათ, ზედ თოფის ლულა დაგიმონტაჟებიათ და "დიდგორი" დაგირქმევიათ. მეც მოვედი, რათა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ.
კარგია. პირველია და წუნები ექნება, მაგრამ ჩანს, რომ მაინც შთამბეჭდავია.
მე რა მაინტერესებს ეხლა - აი, კაცობრიობის უდიდესი გამოგონება რომაა ბორბალი, მაშ ეს ბორბალი "დიდგორზე", რამდენადაც ვამჩნევ, ჰაერის კამერიანი უნდა იყოს. არ აჯობებს, რომ მთლიანად (ცეცხლსაწინააღმდეგო) რეზინის იყოს ? იმიტომ, რომ პოზიციური ბრძოლების დროს მტერს შეუძლია უბრალო ტყვიით ბორბლის დაცხრილვა.
რუსებმა იმდენი ბაზა გაგვიხსნეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ ვერავინ გვეტყვის შეიარაღების კვოტას არ იცავთო.
მგონია, რომ სხვა პროექტებიცაა განსახორციელებელი.
ყველაზე მეტად მაინტერესებს კოსმოსში ჩვენი საკუთარი სატელიტის ქონა. ალბათ რუსული სატელიტის წყალობით მოახერხეს რუსებმა ჩვენი ავიაბაზების განადგურება ბოლო ომში. და განსაკუთრებით თვითმფრინავსაწინააღმდეგო დისტანციური სითბური რაკეტები, მაგალითად, დიდგორი-2-ზე.
სულ ჭკუაზე რომ შევშალოთ რუსები.
თავის დროზე ქართული რკინა რომ გაიზიდა ორიოდე თეთრებად თურქეთში, ეხლა ვნანობთ, არა ?
საქართველოშია მგონი 60-მდე ქალაქი და დაბა, ბევრი სოფელი. ყველას სარდაფში უგდია ჯართი. უნდა შევაგროვოთ. გადავადნოთ და ვამზადოთ სამხედრო ტექნიკა.
დაბოლოს. თუკი ისე მოხდა, რომ საბრძოლო პირობებში ჩვენი რომელიმე ტექნიკა ხელში ჩაუვარდა მტერს, მაინტერესებს, არსებობს თუ არა ისეთი რაიმე საშუალება, რომ ის დისტანციური მართვის წყალობით მწყობრიდან გამოვიყვანოთ, რათა მტერმა არ გამოიყენოს და ვერ წაიღოს ? ამისთვის საჭიროა ძრავაში ან რაიმე სხვა სტრატეგიულ ადგილში რაიმე ტექნიკური ვირუსის დაპროგრამება, თუკი ესა თუ ის ტექნიკა ყოველკვირეული ტექნიკური აღრიცხვის დროს არ გამოცხადდა პატრონის (ქართველების) წინ, ის ავტომატურად უნდა გამოდიოდეს მწყობრიდან. მისი შეკეთების ფორმულა მხოლოდ საქართველოს გენშტაბში უნდა იდოს.
This post has been edited by badriko on 21 May 2011, 16:31