საქმე იმაშია ბატონებო, რომ ამერიკის მთავრობა სესხს იღებს სახაზინო ვალდებულებების ემისიით, რომლის ყიდვა შეუძლია აბსოლიტურად ყველას, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს, მათ შორის ამერიკის სხვადასხვა შტატის მთავრობასაც კი.
ანუ მთავრობა ხაზინის სახით უშვებს ქაღალდს, რომელიც წარმოადგენს ვალდებულებას, რომ წინასწარ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, ამერიკის მთავრობა იმავე ხაზინის საშუალებით გადაგიხდით გარკვეულ თანხას, რომელიც = რამდენიც თქვენგან ისესხა + %
ეს ფასიანი ქაღალდები "ითვლება" ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად, ვინაიდან მინიჭებული აქვთ უმაღლესი რეიტინგი AAA
სხვადასხვა ორგანიზაციები თუ კერძო ინვესტორები, რომლებსაც სურთ თავიანთი დანაზოგების ან თავიანთი მმართველობის ქვეშ არსებული სახსრების გარკვეული ნაწილის შედარებით დაბალრისკიან და შესაბამისად დაბალშემოსავლიან აქტივებში ინვესტირება, ყიდულობენ მაგ ობლკიგაციებს, სესხებს იღებენ მაგ ობლიგაციების უზრუნველყოფით და ა.შ
მოკლედ ფულის მაგივრობას წევს ხშირ შემთხვევაში
და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ ნდობაზეა დაფუძნებული, რომ ამერიკა აუცილებლად გადაიხდის თავის ვალს და არ გაკოტრდება
შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებიც იმავეს აკეთებენ (ეროვნული რეზერვების განთავსება როგორც წესი ხდება ურისკო ან/და ნაკლებ რისკიან აქტივებში)
აი აქ შეგიძლიათ ნახოთ უცხოური ქვეყნებიდან ვინ რამდენს ფლობს მაგ სახაზინო ვალდებულებებს >>> 2011 წლის მაისის მდგომარეობით უცხოელების ხელში ჯამში მხოლოდ 4.5 ტრილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდებია
დანარჩენი ვალდებულებების მფლობელები კი არიან როგორც კომერციული ბანკები, ისე სხვადასხვა ამერიკული (კერძო თუ სახელმწიფო) ფონდები, როგორებიც არიან:
Private pension funds
Mutual funds
State, local and federal retirement funds
Money market mutual funds
Social Security trust fund
U.S. households
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ 14.3 ტრილიონიდან
დაახლოებით 1.6 ტრილიონი (ანუ იმაზე მეტი ვიდრე ჩინეთს და დიდ ბრიტანეთს ერთად აღებულს) ეკუთვნის ფედერალურ სარეზერვო სისტემას (ჩვენებურად ეროვნულ ბანკს), რომელმაც შეიძინა მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები ე.წ Quantitative Easing-ის პროგრამის ფარგლებში >>> ეს ჩათვალეთ, რომ სხვა არაფერია თუ არა ფულის საბეჭდი ჩარხის ჩართვა
This post has been edited by David_S on 27 Jul 2011, 15:23