მე არ ვეხები მის სპეციალიზაციას და მათემატიკურ ლოგიკას.
მაგრამ როგორც ზევით ითქვა თევზაძე იყო ვარლორდი, სხვებისგან განსხვავებით მეტი გონებით.
ესაა სულ.
რაც შეეხება მის გამოსვლას, ვერ გავიგე რა უნდოდა.
ერთწლიანი კვლევა რად უნდა იმას რომ სამხრეთ კავკასიაში ათი წლის მერე ომი იქნება?
რეგიონში სადაც სომხეთ აზერბაიჯანი სანგრებიდან უყურებენ ერთმანეთს და საქართველოში რუსების საოკუპაციო არმია დგას?
როცა ქვეყნის მთლიანობა დარღვეულია და ირგვლივ გეოპოლიტიკურად არასტაბილური სარტყელი გვაქვს ჩრდილო კავკასია თურქეტი ირანის რუსეთის სახით?
რაც შეეხება ცივილიზაციები განვითAრებებს და ეროვნული სახელმწიფოების დაშლებს პერპსექტივაში დიდ სხვა იდეის ქვეშ გაერთიანებულ სხვადასხვა ნაციონალურ ერთობებს ევროპა მართლმადიდებლური რუსეთი ჩინეთი იაპონია ლათინური ამერიკა და მათ შორის ინტერესების გადაკვეთებს და ჩვენ როლს ამ გადაკვეთებში
და თითქოს ეს ყველაფერი არის პლანეტარული მაშტაბის ცივილიზაციის განვითარების პროცესი რომელიც აუცილებლად გარდაუვლად შეგვეხება
აბსურდ!
აბსურდი არა ის რომ ეს არ არსებობს და ეს არ შეგვეხება
ესეა ათასწლეულები, საქართველო გამუდმებით ეჯახებოდა ამ პრობლემებს და სხვა დიდი იმპერიების ინტერესების ვექტორების გადაკვეთის კუთხეებს
ესე იყო სასნიდთა სპარსეთიდან და რომის იმპერიიდან დაწყებული ვიდრე რუსეთის იმპერიამდე, ამ იმპერიებში გვხდებოდნენ ეროვნულად მონოლითური ვთქვათ რომი და მონღოლები მაგრამ დანარჩენები იყვნენ სხვადსხვა ნაციონალური ერთობები რაღაც ინტერესის ქვეშ გაერთიანებულნი
რა გრაფაც გვაჩვენა თევზაძემ როგორც ცივილიზაციის განვითარების და ბანაკებად დაყოფის იგივე რუქა ჰქონდა ალბათ ქართველებს VIII საუკუნეში სადაც არაბების , ბიზანტიელების და ხაზარების იმპერიების ინტერესების გადაკვეთები იყო
აქედან არც არაბები აპირებდნენ თვითლიკვიდაციას არც ბიზანტიელები და არც ხაზარები, იდეაში ყველა მათგანს დაუსრულებელი განვითარების და გაფართოების გეგმა ჰქონდათ
ჰოდა რატომ გადაწყვიტა ორმა ერთმანეთისგან დაშორებულმა და კულტურულად სრულიად განსხვავებულმა იმპერიამ და ერთდროულად გამოილაშქრეს საქართველოზე?
ეს არ წერია ისტორიის წიგნებში
იმიტომ რომ საქართველოს მაშინდელმა პოლიტელიტამ უგუნური გადაწყვეტილება მიიღო (ალბატ იმიტომ რომ არაბების გავლენის ქვეშ იყვენნ, ალბათ კი არადა ეგრეა) და გადაჭრეს საქართველოზე და მის სამხრეთით გამავალი სავაჭრო გზები!
შედეგად სავაჭრო გზებზე მონოპოლისტი არაბეთის იმპერია გამოვიდა, ამას კი არანაირად დაუშვებდნენ არც ბიზანტია და არც ხაზარები
ამიტომ მოხდა ამ ორი იმპერიის ერთობლივი ლაშქრობა საქართველოში და შედეგად 628 წელს თბილისის და საქართველოს აოხრება
ცოტა ნაცნობი სიტუაცია ხომ არაა ?
ჰოდა რას ველოდი თევზაძისგან და რა ვერ მივიღე
1. ჩვენი როლი ამ სხვათა ინტერესების ვექტორების გადაკვეთებზე.
2. ოპტიმალური ვარიანტი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით
3. საქართველოს სახელმწიფოს იდეოლოგიურპოლიტიკური ქვაკუთხედი, რომელიც მუდმივი კონსტანტაა და არ იცვლება ამ ვექტორების დახრისა და გადაკვეთის საზომებით
4. ცვლადები რომლებიც შეიძლება შეიცვალოს კონსტანტისგან განხვავებით.
ამას ვეელოდი, თორემ ის რომ ნორმალური სახელმწიფო კიდევ არ გვაქვს, ის რომ ჩვენს ირგვლივ სხვა ერების და ერთაშორისი გაერთიანებების მუდმივი ტრანსფორმაციებია და ჩვენზე მოქმედებენ და ომი იქნება. არაფერი ტრაგიკული ამაში არაა, ეს მუდამ ასე იყო რაც ვარსებობთ. ასეც იქნება მუდამ.
ამისთვის ერთი წელი შრომა ძალიან ზედმეტი არ იყო ?

გეთქვათ ბატონო გადავდები ორ კვირას და დაგიწერდით
This post has been edited by S&W on 20 Jan 2013, 11:46