მოკლედ რომ ვთქვათ, შოიგუმ არმიაში ბრძოლისუნარიანობის მასობრივი შემოწმება დაიწყო, რაც ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთის სამხედრო ოლქებს შეეხო. ამ მიზნით ერთ მშვენიერ დილას ამ ოლქების მთელი შემადგენლობა განგაშით წამოყარეს ფეხზე და საბრძოლო მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სწავლებებზე გაყარეს. სწავლებების შედეგი მერე 17 - 21 თებერვალს გამართულ სელექტიურ თათბირზე შეაჯამეს და გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა დასკვნა დადო.
შედეგი:
საერთო ბრძოლისუნარიანობა დადებითად შეფასდა. განსაკუთრები გამოიჩინეს თავი ვედევემ, ავიაციამ და ჰსთ-მ. საკმაოდ კარგად აჩვენეს თავი მართვის უმაღლესმა ორგანოებმა, რომლებმაც ამ დასკვნის მიხედვით გამოავლინეს უნარი საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად მოახდინონ ძალების თავმოყრა და გადაჯგუფება კრიზისულ რაიონებში. პირადი შემადგენლობის საჯარისო მომზადების საერთო დონეც მაღალი იყო.
ამასთანავე შეინიშნებოდა რიგი ხარვეზებისა ძირითადად დაბალ რგოლებში:
ესენია პირადი შემადგენლობის დაბალი კვალიფიკაცია ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება-გადაცემაში (განსაკუთრებით ოპერატიული მორიგეების დონეზე), რაც აფერხებდა ქვედანაყოფების დროულ გადასროლას მითითებულ რაიონებში და ეს შეფერხება მხოლოდ პირადი შემადგენლობის მომზადების მაღალი დონით ანაზღაურდებოდა. ამასთან შეინიშნებოდა საბრძოლო ტექნიკის ოპერატორთა დაბალი მომზადების დონე (საერთო-საჯარისო შემადგენლობის მაღალი დონის ფონზე). და რაც მთავარია, გამოვლინდა ტაქტიკურ დონეზე მართვის დაბალი დონე: სამხედრო სასწავლებლების შარშანდელი გამოშვების მომზადება უკეთესის სურვილს ბადებს (ეს სერდიუკოვის "რეფორმის" ნამუშევარია). გარდა ამისა, საშტატო ტექნიკა ამ დასკვნის მიხედვით უკვე მოძველებულია და რაც მთავარია, სამხედრო მრეწველობა მის გამართულად მუშაობას ვერ უზრუნველყოფს. ამ დასკვნით ეგრე გამოდის რომ არათუ ახალი ტექნიკის მიწოდებას, არამედ ექსპლუატაციაში მყოფის რემონტსაც ვერ უზრუნველყოფენ: რემონტგავლილი ტექნიკა უკვე პირველივე თვეებში მწყობრიდან გამოდისო. ვედევეს შენაერთებს სატრანსპორტო ავიაციის პრობლემები აქვთ: ბმდ-4 ილ-76-ში ვერ ეტევაო.
მოკლედ ორიოდე სიტყვაში ამ ყველაფერს ვერ ჩაატევ... ეეეხ, ჩვენთან როდის გაატარებენ ეგეთ ანალიზს და რაც მთავარია, როდის დაიწყებენ პრობლემების მიხედვას?