არ ვიცი შეიძლება მართლებიც ხართ... უბრალოდ იმ ხალხიდან ვინც ეგ მითხა ერთი კოჯრის ბირგადაში მსახურობდა ჯერ (საავტომობილო თუ უზრუნველყოფის დანაყოფში) და გულუას ბაზაზე რეინჯერების შექმნა რო დაიწყეს მაშინ გადავედი იქითო,
მეორე კიდე გულუაში მაშინ მოვიდა, როცა ჯერ კიდევ შსს-ში იყო გულუა. და მალევე თავდაცვაში გადმოყვა მაგ რაზმს... და ეგეც მაგ სასტავში მოხვდა რასაც მე რეინჯერებს ვეძახდი (უფრო სწორედ ცვენი ქვედანაყოფის ბაზაზე დაიწყეს შექმნაო)... თან საპიორების და სნაიპერების ოცეულებიც გვყავდაო და MP-ს რაში დასჭირდებოდა ესენი
+ ამირიძე "თავის" ბატალიონს, როგორც რეინჯერთა ბატალიონს ისე მოიხსენიებს
http://www.civil.ge/geo/article.php?id=22203(თუმცა აქ უზუსტობებიც არის.... თუნდაც ეს
ჩვენმა ბატალიონმა ჩამოგდებული TU-22 სტრატეგიული ბომბდამშენის ორი რუსი პილოტი აიყვანა,” - განაცხადა ამირიძემ. - ტუ-22-ის მარტო ერთი მფრინავი გადარჩა (პ.ს საჩხერისკენ კი ჩამოვარდა და არაა გამორიცხული მათ აეყვანათ მალკოვი, რადგან საჩხერიდან გადადიოდნენ ჯავისკენ))
ისე კი ერთი ახლობელი ოფიცერი ეკაიფებოდა ხოლმე, რეინჯერები კი არა სახმედრო პოლიციის ქვედანაყოფი იყოო.
+ ამ სურათზე გამოსახული ქვედანაყოფის, რომელიც სურათის ავტორს MP-ს სპეცრაზმად ააქვს დასათაურებული, სამხედროებიდან ერთ-ერთს ზემოთხსენებულ მეორე პირს ვამსგავსებ... თუმცა აქედან მკაფიოდ გარცევა ცოტა ძნელია

მაგრამ თუ ეს ბატალიონი სამხედრო პოლიციის ბაზაზე იქმნებოდა, მაშინ სად გაქრა გულუა?
რაც შეეხება ბატალიონის ჯავამდე მიღწევას, შიგ ჯავაში შესვლა ალბათ ბატალიონის დაღუპვა იქნებოდა
როგორც იმ ბიჭებმა მითხრეს, მანდ ჯავასტან ახლოს, მთის ფერდობზე ჯვარი არის და იქამდე ვიყავით მისულებიო
ერთი-ორი გამოხტომის გარდა სროლა არ გვქონიაო....
და კიდევ ერთი.... გახსოვთ ალბათ ალადაშვილის სტატია "ჯავა თავად რუსსებს დაუბომბავთ", სადაც ის ჩამოგდებულ 500კგ-იან ბომბებზე ლაპარაკობდა, რომლებიც ჩვენ სსძ-ს არ გამოუყენებია.....
ამ ჯარისკაცებმა მომიყვეს ერთი ფაქტი, რომელიც შეიძლება ამ მოვლენას ასახავდეს.... ჯავასთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, ამირიძე ბატალიონის რამდენიმე მებრძოლთან ერთად შესულა სოფელში და მოსახლეობას "დანახვებია", რის შემდეგაც მოსახლეობამ ან იქ მყოფმა სხვა პირებმა რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურობას შეატყობინა რომ დასახლებაში ქართული ქვედანაყოფი იყო შესული
ამირიძე სოფლიდან უკვე გასული იყო, რა დროსაც რუსული თვითმფრინავები შემოფრინდნენ და სოფელი (თუ სოფლის შემოგარენი) დაბომბესო (როგორც მებრძოლებმა თქვეს, ეს ამირიძის ფანდი იყოო (შევიდა მოსახლეობას დაენახა და მალევე გამოვიდა - იცოდა რო დაბომბავდნენო))
რომელი ქვედანაყოფის? რამე გამომრჩა ამ დღეებში?
