ახალი წელი ქართველ სამხედროებთან ერთად
01 იანვარი 2013 14:31
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის დადგომა ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა. ახალ წელს ირაკლი ალასანია IV ქვეით ბრიგადაში შეხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოგვიანებით I საარტილერიო ბრიგადაში გადაინაცვლა. ბოლოს კი ირაკლი ალასანია
სპეციალური ოპერაციების ძალებს ეწვია. თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველ სამხედროებს ახალი წლის დადგომა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიულოცეს.
ირაკლი ალასანიამ სამხედროებთან შეხვედრისას 2013 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. “მინდა სამხედრო შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს მივულოცო ახალი 2013 წელი. ეს წელი იქნება ჯარზე ზრუნვის, ასევე, ჩვენს ვეტერანებზე ზრუნვის წელი. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით ომში გმირულად დაღუპული მეომრების ოჯახებს. ეს ასევე იქნება წელი, რომელიც რეალურად შეიტანს გარდატეხას სამხედრო შეიარაღებული ძალების სწორი თავდაცვის დოქტრინის შემუშავებაში. მე მინდა ყველას 2013 წელს მშვიდობა ვუსურვო და ამ ბიჭების, შეიარაღებული ძალების ფუნქცია ამ მშვიდობის დაცვაა.” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
http://www.mod.gov.ge/ge/news/1628ისე არ ავიდეს ერთი ვაშლიჯვარში

ფოტოები რო გვისახსოვროს

(თავისი არა ოღონდ)
p.s მიშა თითქოს არც ყოფილა ავრანეთში

რა იყო სხვა პარტიის წევრ როა, სურათები არ უნდა დაედოთ mod-ზე (ან მიშას თავისისვე გვერდზე).... უმაღლესი მტავარსარდალია ჯერ კიდე და ეგ რო არ იყოს სულ, ავღანეთში მყოფი ბიჭების სურათები მაინც დაედოთ..... თორე სხვა სულ არ მაინტერესებს
თან 11 კაცი დააჯილდოვა და ეგენი უფრო მაინტერესებდა....
რომელ ბაზაზე იყო? ერთი მაიორი პაატა მჟავანაძე თქვა მგონი (პირველის შტაბის უფროსი იყო ჩემ დროს), ეგ მგონი მე-3 ბრიგადის ხალხთან ერთად არის (წინაზეც გავჩითე სურათში)
მაინტერესებდა მე-12-სკენაც ხო არ იყო... იქნებ ვინმე ნაცნობი გაიჩითოს სურათებში
This post has been edited by socom on 1 Jan 2013, 16:26
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101