defender.შინაგან საქმეთა სამინისტროს საუბნო სამსახურში მიიღებიან:
საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35-წლამდე.
მსურველებს განცხადება შეაქვთ პოლიციის ადგილობრივ ორგანოში:
თბილისის მთავარი სამმართველო
დიღმის მასივი, მე-2 კვარტალი, ჩალაძის ქ. #1.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო
ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი
გურიის მთავარი სამმართველო
ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #3
აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო
ბათუმი, ტბ. აბულაძის ქ. #11
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართელო
ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. #12
შიდა ქართლის მთავარი სამმართელო
გორი, სუხიშვილის ქ. #2
ქვემო ქართლის მთავარი სამმართელო
რუსთავი, ფიროსმანის ქ. #15
სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართელო
ახალციხე, რუსთაველის ქ. #91
კახეთის მთავარი სამმართველო
თელავი, აჩინებული
მცხეთა-თიანეთის მთავარი სამმართელო
მცხეთა, სამხედროს ქ. # 9ბ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-
ინპექტორად მიიღებიან:
საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35-წლამდე.
მსურველებს განცხადება შეაქვთ პოლიციის ადგილობრივ ორგანოში:
ქ. თბილისში და რეგიონებში საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველებს, განცხადება შეაქვთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:
თბილისი, კახეთის გზატკეცილი 38.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო
ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ. #3
კახეთის სამმართველო
ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. #6
ქვემო ქართლის სამმართველო
ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #21
შიდა ქართლის მთავარი სამმართველო
ქ. გორი, მშვიდობის ქ. #2ა
იმერეთის მთავარი სამმართველო
ქ. ქუთაისი, ორახელაშვილის ქ. #8
აჭარის ა/რ მთავარი სამმართველო
ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #11
მცხეთა-თიანეთის სამმართველო
ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. #27
შერჩევის პროცედურები
2009 წლიდან ჩამოყალიბდა პოლიციელთა შერჩევის ერთიანი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს
ორ ეტაპიან შერჩევის პროცედურას:
ტესტირება ზოგად უნარებში
გასაუბრება
პირველ ეტაპზე მისაღები კანდიდატები გადიან ტესტირებას ზოგად უნარებში. ის კანდიდატები, რომლებიც ტესტირებაში საკმარის ქულებს მიიღებენ გადადიან მეორე ეტაპზე, რაც შსს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებისაგან შექმნილ კომისიასთან გასაუბრებას გულისხმობს.
გასაუბრებაზე მოსული მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შეფასების ზოგად და კერძო კომპეტენციათა სისტემას, რომელიც ყოველი ფაკულტეტისათვის ინდივიდუალურია.
ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, ჩაირიცხებიან შსს აკადემიის სპეციალურ მომზადების კურსებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის #101 ბრძანების შესაბამისად, თუ კანდიდატმა (შს სამინისტროში მისაღებმა პირმა) წარმატებით ვერ გაიარა შესარჩევი ტესტირება, აკადემიაში გასაუბრება, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება, ან აკადემიაში სწავლება, ამ შემთხვევაში აკადემიაში ჩარიცხვის საკითხის დაყენება შესაძლებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში 1 წლის შემდეგ.
უნარ-ჩვევების ტესტის ნიმუში
ნაწილი #1
ანალოგია:
1. ძარცვა _ დაპატიმრება
ა) გულმოდგინეობა _ წარმატების მიღწევა
ბ) ქურდობა _ დანაშაული
გ) გამართლება _ წაგება
დ) ექსპერიმენტი _ ჰიპოთეზა
2. სივრცე _ უკიდეგანო
ა) ოკეანე _ გაზომვადი
ბ) მწვერვალი _ მაღალი
გ) ჰაერი _ მაცოცხლებელი
დ) გზა _ გაზომვადი
3. მნიშვნელოვანი _ არსებითი
ა) მაქსიმალური _ მასიური
ბ) ულმობელი _ სასტიკი
გ) იძულებითი _ იმპერატიული
დ) სპონტანური _ დაგეგმილი
4. ქირურგი _ სკალპელი
ა) მასწავლებელი _ დაფა
ბ) მხატვარი _ ნახატი
გ) მსახიობი _ სცენა
დ) მექანიკოსი _ ქანჩი
5. ფეხსაცმელი _ ნაკვალევი
ა) ხალიჩა _ ფარდაგი
ბ) მდინარე _ კალაპოტი
გ) კალოში _ ტალახი
დ) თითი _ ანაბეჭდი
ლოგიკა:
1. ოთხმა მოსწავლემ გამოთქვა თავისი მოსაზრება არითმეტიკული ამოცანის პასუხთან დაკავშირებით.
მარიკა: ამოცანის პასუხია 8;
ნინო: ეს ლუწი რიცხვია;
დათო: ეს რიცხვი 4-ზე მეტი და 12-ზე ნაკლებია;
მამუკა: ამოცანის პასუხია 6.
აღმოჩნდა, რომ გოგონებიდანაც და ბიჭებიდანაც ერთის მოსაზრება სწორია, მეორისა – არა.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ამოცანის პასუხი?
ა) 8
ბ) 6
გ) 10
დ) 12
2. ეკა, ნინო და მარიკა გვერდიგვერდ მიდიან. ერთ-ერთმა სკოლაში მიიღო
ხუთიანი, მეორემ _ სამიანი, მესამეს _ ოთხიანი.
მას, ვინც მარჯვნიდან პირველი მიდის, სამიანი მიიღო. მას, ვინც ეკას მარცხნივ მიდის, ხუთიანი მიიღო, ხოლო მას, ვინც ნინოს მარჯვნივ მიდის, ოთხიანი მიიღო.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ გამომდინარეობს ამ მოცემულობიდან?
ა) ნინომ ხუთიანი მიიღო;
ბ) ეკამ ოთხიანი მიიღო;
გ) მარიკამ სამიანი მიიღო;
დ) მარიკამ ხუთიანი მიიღო.
3. არსებობენ Mმამაკაცები, რომლებსაც სურთ პარაშუტით გაფრენა.
• ყველას ვისაც სურს პარაშუტით გაფრენა, უსმენს როკს.
• ზოგიერთი მათგანი, ვინც პარაშუტით გაფრინდა, არ უსმენს როკს.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულება გამომდინარეობს ქვემოთ მოცემული დებულებებიდან?
ა) ზოგიერთი, ვინც უსმენს როკს, არ სურს პარაშუტით გაფრენა.
ბ) პარაშუტით მიფრინავს, ის ვისაც სურს პარაშუტით გაფრენა.
გ) ზოგიერთი, ვინც ფრინავს პარაშუტით, არ სურს როკის მოსმენა.
დ) სიცრუეა, რომ ყველა ვინც პარაშუტით მიფრინავს, არ უსმენს როკს.
4. მოცემულია:
• ყველა ვინც ფეხბურთს თამაშობს, იცის ცურვა.
• ყველა ვინც ცურავს, დადის სკოლაში.
• სკოლის მოსწავლეთაგან მხოლოდ ისინი არიან ფრიადოსნები, რომლებიც არ ცურავენ.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მოცემული დებულების ტოლფასი:
ა) ზოგიერთი ფეხბურთელი დადის სკოლაში.
ბ) ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დადის სკოლაში არ არის ფრიადოსანი.
გ) ვინც არ არის მოცურავე არ არის ფრიადოსანი.
დ) ფრიადოსანი მოსწავლეები, არ დადიან სკოლაში.
5. კომპანია X-ში ცვლილებებია, თუ გიორგი დაინიშნა დირექტორად, კახა დაინიშნება მის მოადგილედ, ნინო დაინიშნება მდივნად და ნათია დაინიშნება ოპერატორად. თუ კახა დაინიშნება დირექტორად, ნინო დაინიშნება მოადგილედ, ნათია დაინიშნება მდივნად და გიორგი – ოპერატორად.
რომელი დებულება არ გამომდინარეობს მოცემული ინფორმაციიდან?
ა) თუ ნათია დაინიშნა ოპერატორად ესე იგი ნინო დაინიშნა მოადგილედ.
ბ) თუ გიორგი დაინიშნა დირექტორად, ნათია დაინიშნებდა ოპერატორად.
გ) თუ ნათია დაინიშნა მდივნად, ესე იგი ნინო დაინიშნა მოადგილედ.
დ) თუ კახა დაინიშნა მოადგილედ, ესე იგი გიორგი იქნება მისი უფროსი.
სიტყვების ტესტი:
1. თვალი წამწამი ბოსტანი ღობე წვიმა ?
ა)მზე
ბ)ქოლგა
გ)ბაღი
დ)სეტყვა
2. საათი ისარი ციფერბლატი მანქანა ბორბალი ?
ა) სიჩქარე
ბ) დრო
გ) საჭე
დ) ტრანსპორტი
3. წყარო მდინარე სიო ქარი ? მთა
ა) ოკეანე
ბ) ჰაერი
დ) მწვერვალი
ე) გორაკი
4. არქიტექტორი სახაზავი მხატვარი ფუნჯი ქირურგი ?
ა)ოპერაცია
ბ)ნახატი
გ)სკალპელი
დ)საავადმყოფო
5. ჭაღი ბრა ნათურა ქსეროქსი პრინტერი ?
ა) ოფისი
ბ)კარტრიჯი
გ)ასლი
დ)ნათება
წინადადების შევსება:
1. ინდივიდი როცა ცდილობს გაიგოს სხვისი -------------- მიზეზი,------------- ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ ფაქტორებზე, ახორციელებს თანმიმდევრულ ლოგიკურ პროცესებს და ------------- გარკვეულ დასკვნამდე.
ა) ქცევით/ყურადღებას/მიდის
ბ) ქცევის/ყურადღებას/მიდის
გ) ქცევის/მხედველობას/აკეთებს
დ) ქცევით/მხედველობას/მიდის
2. ძლიერი ძრავის შექმნამ და სისწრაფის ------------, მოგვიანებით აქტუალური და ამავდროულად მოთხოვნადი გახადა --------------- ბალიშების სისტემა, რაც უკვე ყველა მანქანის აუცილებელი კომპონენტი გახდა. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებლის რწმენა, ატიტუდი და ქცევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ------------ სფეოში ან პოლიტიკის სფეროში.
ა) დაკლებამ/უსაფრთხობის/მარკეტინგულ
ბ) მომატებამ/საძილე/მარკეტინგულ
გ) დაკლებამ/კომფორტული/სოციალურ
დ) მომატებამ/უსაფრთხოების/მარკეტინგულ
3. 1993 სამუშაოს ანალიზმა აჩვენა --------------- ხემძღვანელების ტრადიციული -------------- შესრულება სამუშაოზე, მაგალითად: პატრულირება, მოძრაობის წესების რეგულირების მითითება, დანაშაულზე სამხილების ----------------., დაპატიმრება და სხვა.
ა) პოლიციელი/დავალებებს/შეგროვება
ბ) დეტექტივი/დავალებებს/დაფიქსირება
გ) პოლიციელი/შემსრულებლების/არგუმენტირება
დ) დეტექტივი/დავალებების/მოძიება.
4. მკვლევარები კონცენტრირდებიან ინდივიდის საჭიროებაზე მიიღონ სტიმულაცია და გამოწვევა სამსახურიდან. მოტივაციაც და კმაყოფილებაც ძირითადად მიიღება სამუშაოს მახასიათებლებისა და მომუშავის მოთხოვნილების ---------------. ასევე მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობები, რომელმაც შესაძლოა -------------- ცვლადის ფუნქცია შეასრულოს სამუშაო დიზაინსა და ინდივიდის ------------- შორის.
ა) ურთიერთმორგებით/გამაშუალებელი/განწყობებს
ბ) შეუთავსებლობით/გამაშუალებელი/განწყობებს
გ) ურთიერთმორგებით/არაადეკვატური/სურვილებს
დ) შეთანხმებით/ნეგატიური/მოთხოვნებს
5. ლიდერებს ირჩევენ გუნდის წევრები, ენდობიან და მისდევენ მათ, მაშინ როცა მენეჯერებს მხოლოდ ნიშნავენ ზემოდან, –––––––– რომ ქვეშევრდომები –––––––– მათ ლიდერებად. აქვთ რა ნდობა და მართვის მანდატი გუნდის წევრებისგან –––––––––– უკეთ ახერხებენ მათი (გუნდის წევრების) შესაძლებლობების გამოყენებას. სწორედ ამიტომ იზრდება ასე სწრაფად მათზე მოთხოვნა, განსაკუთრებით კი იქ სადაც რიგითი ადამიანების ჩართულობა და მოტივაცია განსაკუთრებით ––––––––– ხდება ორგანიზაციის წარმატებისთვის.
ა)რაც ხშირად არ ნიშნავს/არ აღიარებენ /მენეჯერები/ მნიშვნელოვანი
ბ)რაც ხშირად არ ნიშნავს/აღიარებენ/ლიდერები/მნიშვნელოვანი
გ)რაც ხშირად ნიშნავს/არ ღიარებენ/ლიდერები/მნიშვნელოვანი
დ) რაც ხშირად ნიშნავს/აღიარებენ/მენეჯერები/მნიშვნელოვანი
მათემეტიკა:
1. სპორტული კალენდრის მიხედვით წლის განმავლობაში ჩატარდა 15 საფეხბურთო შეჯიბრი. ფეხბურთელთა 12 მოთამაშემ წლის ბოლოს მიიღო ფულადი წახალისება. ხუთმა მათგანმა კარგი თამაშისათვის მიიღო 350-350 ლარი, ხოლო სამმთა მათგანმა მიიღო 125-125 ლარი, ოთხმა მათგანმა კი 200-200 ლარი. საფეხბურთო ფედერაციის მიერ რამდენი ლარი იყო გამოყოფილი მოთამაშეთა წახალისებისათვი?
ა) 1750
ბ) 2700
გ) 2675
დ) 2925
2. მოცემულია რიცხვები 17, 23, 34, 26, 9 რას უდრის მათი საშუალო?
ა) 21.8
ბ) 21
გ) 24
დ) 22.8
3. ... 49 55 63 73 ...
იპოვეთ საწყისი და ბოლოს მდგომი რიცხვების ჯამი.
ა) 160
ბ) 130
გ) 145
დ) 55
4. ცხრილში მოცემულია სამი პიროვნების მიერ დღის განმავლობაში გაყიდული პროდუქტების რაოდენობა.
პიროვნებები შესრულებული სამუშაო
გიორგი 23
დათო 47
მამუკა 32
ჯამში 102
აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე დათომ მთლიანი რაოდენობის (ჯამში გაყიდული პროდუქტის) რა პროცენტი გაყიდა?
ა) 40 %
ბ) 44 %
გ) 46 %
დ) 35 %
5. ქსეროქსის აპარატი 10 წამში 25 ასლს აკეთებს. თუ მანქანა შეუჩერებლად იმუშავებს, რამდენ ასლს დაამზადებს ერთ საათის განმავლობაში?
ა) 6500
ბ) 9000
გ) 2700
დ) 8700
ძაან მარტივი ტესტი ყოფილა
This post has been edited by A r c h e r on 2 Nov 2012, 18:03