ერთი ინტრიგნული შეკითხვა მაქვს არაბულ ტენდერთან დაკავშირების.
თუ არ ვცდები ტელეიმედის რეპორტაჟში ითქვა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დელტა მიაწვდის საუდებს მანქანას, რომელიც იქნება დიდგორისგან 80 პროცენტით განსხვავებული.
ცხვირის უკან რასაც ხედავთ სხვანაირი იქნებაო.
ეჭვი მაქვს, რომ იქნება ბევრად დიდი და ალბათ ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ნაჩვენები ერთერთ სხვა სიუჟეტში დელტადან, სტენდზე რომ ჩანდა არაბული გამოცდების ვიდეოს ჩვენება სადაც მიდიოდა იმის გვერდზე.
ისიც თქვა ჟურნალისტმა, რომ დაცვის ხარისხიც გაიზრდებაო.
ანუ გამოდის, რომ მედევაკი დიდგორი გაიზრდება ზომებში და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წონაშიც.
ახლა არაბებმა არსებული დიდგორის გამოცდით რა უნდა გაიგონ რა მახასიათებლები ექნება უფრო დიდ და მძიმე მანქანას იმავე ბაზაზე?
ეს დიდგორის მინუსი ხომ არ იქნება ამ ტენდერში?