ბარო ყველას
არ მქონდა საშუალება პოსტვის
ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს მოვლენების განვითარებას (ასევე ფორუმზეც)
რაც შეეეხება დებალცევოს ვიტყვი რომ უკრ გენ შტაბმა მორიგი სამარცხვინო მარცხი განიცადა(პრასრალი) რიგითი უკრაინელი ჯარისკაცების და ოფიცრების გმირული წინააღმდეგობის ფონზე
ტაქტიკური უცოდინრობის და უნიათობის პიკი იყო დებალცევოს ოთავდაცვითი ოპერაცია
უკრაინელებმა გმირულად მოიგერიეს თითქმის ყველა შეტევა ძირითად აპორნი პუნქტებზე(ჩერნუხინო რედკოდუბი მიუსი ნოვოგრიგორევკა)
თავდაცვის ნაწილობრივ გარღვევა მოხდა სანჟაროვკას მხრიდან საიდანაც პატარა ჯგუფებით მოულოდნელი იერიშით გადაკეტეს არტიომოვსი-დებალცევოს ტრასაც სოფელ ლოგვინოვოსთან, ეს ნორმალურია და საპანიკოც არაფერია, როდესაც მტერი ასეთ ფართო ფრონტზე გიტევს , მაგრამ ნებისმიერმა სამხედრო საქმეში აზრზე მოსულმა იცის რომ გარღვევის შემთხვევაში გამზადებული რეზერვებით უნდა მოხდეს ხვრელის ამოვსება და ფრონტის გათანაბრება, რისი ძალაც და რესურსიც ყველა ინფორმაციით უკრებს ქონდათ მაგ ადგილას..
იყო მოქმედების ორი ვარიანტი
A. ლოგვინოვოსთან სასწრაფო კონტრიერიში და ჯერ კიდევ სუსტი მოწინააღმდეგის განადრურება და გზის გახსნა
B. იმის გათვალისწინებით რომ ვეღარ ახერხებდნენ ტრასის უსაფთხო კონტროლს და დებალცევოს საიმედო მომარაგებას სასწრაფოდ უკან დახევა სანამ უფრო არ დამძიმდებოდა დებალცევოს გარნიზონის სიტუაცია და გამაგრება სვეტლოდარსკი - ლუგანსკის მონაკვეთზე
მეორე ვარიანტი გახდა აქტუალური მას შემდეგ რაც უკრ გენ შტაბმა დააგვიანა რიაქცია( მინიმუმ 1.5 ნახევარი ფიქრობდნენ) და დაგვიანებით ქონდა მცდელობები მიეტანა იერიში ლოგვინოვოს მიმართულებით, მაგრამ ძალიან არაკორდინებული და მოუმზადებელი მცირე ძალებით პარალელურად რუსებმაც მოასწრეს რეზერვების მიშველება და თან ტრასაც დანაღმეს
მთავარი მიზეზი: დაგვიანებული რეაქცია, აბსოლიტური უინიციატივობა და კორდინაციიის სამარცხვინოდ დაბალი ხარისხი
რომ არა ვალანტიორების და ზოგიერთი სამხედროს მიერ ატეხილი განგაში და სასწრაფოდ ჯარების უკანდახევის ბრძანება ილოვაისკი მონაგონი იქნებოდა მაშტაბებით
მაგრამ დანაკარგები მაინც დიდია

მარიუპოლის კონტრშეტევას რაც შეეხება
ყველაფერი ძალიან კარგათ დაიწყო მაგრამ შესაბამისი რეზერვები თუ არ მიახმარეს არაფერი არ გამოვა
მანდ მთავარი ის არის რა სტრატეგიული მიზანი აქვს მაგ შეტევას
მე უფრო მგონია რომ იყო ორი მიზანი
A დებალცევოდან ყურადღების აქით გადმოტანა
B ქ მარიუპოლიდან ფრონტის ხაზის გადაწევა და ავტომატურად საფთხის მოხსნა არტილერიის მხრიდან ქალაქის დაბომბვის
პ.ს
არის ვერსია რომ მოხდა კულუარული შეთანხმება და გაცვალეს დებალცევოზეო რაც არ არის საღ აზრს მოკლებული
ადრეც თუ გახსოვთ იყო ლაპარაკი დონეცკის აეროპორტის დათმობის მაგივრად ითხოვდნენ უკრები მარიუპოლის აღმოსავლეთით ტერიტორიებს