128-ე სამთო ბრიგადა დებალცევოს ბრძოლის შემდეგ, სადაც ბრიგადამ ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგა და
არსებობა ფაქტიურად შეწყვიტა. შედეგები 2016 წლის დასაწყისისთვის.
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ბრიგადა გაცილებით უფრო ძლიერი გახდა ვიდრე თავდაპირველად იყო.
1) ბრიგადაში შეიქმნა სატანკო ბატალიონი - ამ დროისთვის 23 Т-72 ტანკი, ცოტა აკლიათ 31 ტანკამდე და შტატს შეავსებენ.
2) ბრიგადაში შეიქმნა რეაქტიული არტილერიის დივიზიონი - 12 БМ-21 "Град"
3) ბრიგადის თვითმავალი საარტლიერიო დივიზიონის დანაკარგები აღდგენილია გარემონტებული 2С1 "Гвоздика" და დარჩენილი 2С3 "Акация" სისტემებით
4) ბრიგადის მე-15 სამთო ბატალიონმა მიიღო გარემონტებული БМП-2 სრული შტატი, 40-მდე .
5) ბრიგადის კიდე ერთმა მექანიზირებულმა ბატალიონმა მიიღო გარემონტებული БМП-1 შტატი, 40-მდე.
6) ბრიგადაში შეიქმნა ბუქსირებადი არტილერიის ბატარეა Д-20 ჰაუბიცებით.
7) ტანკსაწინააღმდეგო ბატარეა МТ-12 შტატით.
საერთო ჯამში 128-ე ბრიგადამ მიიღო სერიოზული დამრტყმელი ძალის სახე , ისევე როგორც ყველა სხვა მექანიზირებულმა და სადესანტო ბრიგადამ.

This post has been edited by ბიჭური on 3 Mar 2016, 19:22
მიმაგრებული სურათი