რამ შეგაშინა 14 წლის ყაზილარი ბიჯო
დედის სოფელი მაქვს ქ. ცხინვალიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში, საკმაოდ ხშირად ჩავდიოდით

თბილისში არც იცოდა ხალხმა რომ იქ ომი იყო, იმ წლებში რაც ვაშლი იყიდებოდა გორის რაიონში, შემოსული ფინანსები გროვდებოდა და იგზავნებოდა რუსულ სამშვიდობო ბაზაზე, იქიდან სამაგიეროდ მოდიოდა ტყვია წამალი და ჩამოწერილი ცინცხალი აკ-ები. ხოდა ყოველ საღამოს აბოიმებს ვუტენიდი ბიძაჩემს, ჩემს დას თუ ვაჯობებდი სამ ტყვიიან მოკლე ჯერს გამაშვებინებდა ბიძაჩემი ცხინვალისკენ, თუ ჩემი და დამასწრებდა მჭიდის გასწრებას ის ისროდა ხოლმე, მარა ნორმალურად ვერ იჭერდა იარაღს ხელში და ხან სახლის სახურავს არტყავდა ხან ბუხარს

საღამოოობით დაახლოებით ვიცოდით სტრელი რა დროს აიწეოდა და ვცდილობდით მანამდე მოგვესწრო დახუჭობანა დამალობანა... დილით კედლებთან ვპოლობდით ტყვიის გულებს და ვაგროვებდით...
მაგარი დრო იყო ძააან, ღამის მორიგეობა ქონდათ სოფლელ ბიჭებს და დილით რო მოდიოდნენ გვიყვებოდნენ ღამით მომხდარ "ბრძოლებზე" ვინ რამდენი მოკლა

(არა და სილიანი ტომრები ელაგათ პურის ფქვილის, თეთრად კაშკაშებდა და იმისუკნიდან ისროდნენ ამოყოფილი ავტომატით ცაში

- ეს ნახევრად ხუმრბით, რეაურად დიდი მსხვერპლი გაიღეს ძალიან იმ დროინდელმა ახალგაზრდობამ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობდით ბუნებრივია))