დიდი თემაა, მაგრამ გამარტივებულად თუ შევხედავთ:
სისტემის მთავარი კომპონენტი ფაზირებულმასივიანი (და არა "რეშოტკიანი" როგორც რუსები ეძახიან) ანტენაა, რომელსაც კომპიუტერი მართავს.
ეს ანტენა მრავალელემენტიან ერთგვარ მატრიცას წარმოადგენს, რომლის თითოეული ელემენტი ცალკე პატარა ანტენაა

აქედან უკვე ორ ძირითად ჯგუფად იყოფა ეს სისტემა:
1. ელექტრონულად სკანირებადი პასიური მასივი (PESA).
2. ელექტრონულად სკანირებადი აქტიური მასივი (AESA).
PESA - ს შემთხვევაში მთლიანი მასივი ერთი გადამცემით "იკვებება" (მიმღებიც ერთია), მაგრამ მასივის ყოველ ელემენტს ცალკე ფაზამამოძრავებელი სისტემა აქვს, რომლებსაც კომპიუტერი სათითაოდ მართავს ისე, რომ მთლიანობაში ამ მასივის მიერ შექმნილი სხივი სხვდასხვა მიმართულებით გადახაროს.
AESA - ზე მასივის ყოველი ელემენტი ცალკე მიმღებ-გადამცემია. ამ შემთხვევაში კომპიუტერს შეუძლია როგორც ერთიანი მასივის საერთო სხივის მართვა, ასევე მასივის ცალკეული ელემენტების სხვადასხვა ჯგუფებად გამოყოფა სხვადასხვა სიხშირეებზე და ცალკეული მიმართულებებით მუშაობა პარალელურად.
"გაცილება სკანირების დროს" რეჟიმში AESA ელემენტების ერთ ჯგუფს სკანირებისთვის გამოყოფს, სხვას ჯგუფს/ჯგუფებს გაცილებისთვის (შეუძლია რამდენიმე სამიზნე აიყვანოს ერთდროულად გაცილებაზე).
PESA სკანირების რეჟიმში ჩვეულებრივ დაინახავს რამდენიმე სამიზნეს ერთად, მაგრამ ერთი გადამცემ-მიმღები აქვს, ამიტომ მხოლოდ ერთი სამიზნის აყვანა შეუძლია გაცილებაზე, მაგრამ ეს მარტივ საბაზო შემთხვევაში... არის უფრო რთული სხვადასხვა დიაპაზონიანი სისტემებიც, რომლებსაც რამდენიმე სამიზნის გაცილება შეუძლია.
ნუ, ეს ძალიან მოკლედ და გამარტივებულად....
This post has been edited by RedShark on 13 May 2022, 18:09