მოგესალმებით აქაურებო,
თქვენი დახმარება მჭირდება იარაღის არჩევაში.
დღეს სამვე გამოცდა ჩავაბარე - სანადირო, თავდაცვითი და სპორტული იარაღისთვის, მაგრამ რომელი ვიყიდო ვერ გადამიწყვეტია
რაც შეეხება თავდაცვით იარაღს, სადღაც ოცდაათი წელია ვეტრფი Beretta 92-ს და ვიყიდი კიდეც ადრე თუ გვიან, მაგრამ ცუდი ისაა რომ მასზე მხოლოდ მოფერებას თუ შევძლებ

სახლიდან გატანა აკრძალულია და სასროლად ვერსად წავიღებ.
სანადირო იარაღის გადატანა კი შეიძლება, მაგრამ ტირში ვერ გამოდგება ვერც გლვლულიანი და შაშხანაც ვერ წარმომიდგენია 25-30 მეტრში სროლას რა მუღამი უნდა ქონდეს.
სპორტული იარაღი საერთოდ ვერ გავიგე რომელია და სად იყიდება. 22 LR კალიბრი სპორტულია? ნორმატივები ვერ ვნახე, რის მიხედვით გაირჩევა ხრახნლულიანი სპორტული იარაღი სანადიროსგან ან თავდაცვის იარაღისგან. კალიბრი, სიმძლავრე თუ რა?
მოკლედ, მინდა შევიძინო იარაღი რომელიც სახლშიც გამოდგება თავდაცვისთვის და ტირში სასროლადაც. ან ცალცალკე ორივე რომ ვიყიდო.
თქვენ რას მირჩევთ?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)