მაშ ასე.... ვინაიდან ბანი მოიხსნა (ისე რა საინტერესოა რატომ დაგვადეს ეს ბანი

), ჩვენი პასუხები:
1. კორსაირ - მოდით რა ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ჩვენ გვაქვს კონცეპტუალური განსხვავება მიდგომებში. ჩვენი აზრით თქვენი მიდგომა არაა სწორი, თქვენ თვლით, რომ პირიქით. მაგრამ მოდით აქ გავჩერდეთ. თუ არ გინდათ, ვინ გაძალებთ - ნუ ისარგებლებთ მომსახურებით. თუ სხვანაირად თვლით, გახსენით ფირმა და დავინახავთ როგორ გააკეთებთ იმას, ჩვენ რომ გვთავაზობთ.
2. კაიზერ - მადლობა ჩვენი შექებისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ტვირთი ერთი თვე მოდიოდა - ამაზე ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ მომხმარებლები - ახალი წლები იყო და ეს ჩვენი ბრალი არ იყო.
3. პლოკო - ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შენიშვნას, რომ ყველაფერი უნდა იყოს განმარტებული დაწვრილებით. მაშინ ასეთ შემთხვევაში თუ ოფიციალური პასუხი გინდათ, ამ ეტპაზე არავიზე არ გავრცელდება ფასდაკლება. ამაზე როცა ჩამოვყალიბდებით, მაშინ განვმარტავთ და მანამდე არავის არ გამოვუწერთ უფასოდ და არც არავის მივცემთ ფასადკალებას.
4. მამა ბასილი - მადლობა შენიშვნისთვის, თუმცა უფრო დაგვიკონკრეტეთ რომელი ნაწილი გინდათ რომ გავამარტივოთ? ჩვენ ამას აუცილებლად გავასწორებთ.
5. მერრი - თქვენი შენიშვნა მიღებულია - მართალი ხართ. რაც სეეხება სკაიპს - ოფიციალურად 11-6-მდე ვმუშაობთ. არაოფიციალურად მთელი დღე - იქ ან თბილისიდან შედის ვინმე ან ნიუ იორკიდან. რომც გაიკითხოთ, ბევრი გამოჩნდება ისეთი, ვისთვისაც 12-ზეც შეგვიკვეთია.
6. ნგ 24 - სკაიპის გათიშვა - როგორც წესი იმ დღეებში, როცა ტვირთი ჩამოდის ძალიან დაკავებულები ვართ - ეს ხდება ძირითდად სამშაბათობით. ეს ჩვენი ნაკლია, მაგარამ ამ დღეს ჩვეულზე უარესად ვმუშაობთ. სამაგიეროდ კვირას და შაბათსაც ხო ვიძლევით პასუხებს. ასევე რამდენიმე დღე ოფისში იყო გათიშული სკაიპი.
7, ოცნების ქალი - მართლა საინტერესოა ვინ ბლოკავდა პოსტინგებს!
8. დონკოსტა - ჩვენ ცოტა არ იყოს და იმედგაცრუებული დავრჩით თქვენი პოსტინგით. საქმე იმაშია რომ ის საიტი რომელიც თქვენ მიუთითეთ არ მუშაობს საქარტველოდან. სამწუხაროდ ეს ბოლოს გავიგეთ. ამის მერე ჩვენ თქვენ მკაფიოდ გითხარით, რომ თუ დაგველოდებოდით ამერიკიდანვე შეგიკვეთდით. თქვენ უარი გვითხარით. ასე რომ თქვენთვის სასურველი საქონელის შესყიდვა ნამდვილად შეგვეძლო. და თქვენი მაგალითი ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ გამოწერა უნდა ფასიანი იყოს - ვინაიდან სულ მცირე საათნახევარი წაგვივიდა იმაზე, რომ გაგვერკვია რატომ არ იღებდა კრედიტ კარდას საიტი. დრო ფულია.... და აქ ნამდვილად არ მოგიაზრებთ თქვენ ზარმაც კლიენტად (ვინმემ რომ ბრალი არ დაგვდოს )
9. პიპა - რატომ დავაწესეთ 20 დოლარი - ეს თავიდან ავხსნეით რატომაც დავაწესეთ ეს თანხა. ზოგისთვის მიუღებელია, ზოგისთვის - მისაღები. იდეაში ყველაფერი ორმ უფასო იყოს უკეთესია - მარა არაა ეგრე. მე, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ონექს-ის და სიმართლე გითხრათ წინააღმდეგი ვიყავი ამ მოსაკრებლის დაწესების, მაგრამ იმის გამო რომ გუნდური პრინციპით ვმუშაობთ, უმცირესობაში მოვყევი ხმის მიცემისას და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ.
არაა გამორიცხული ცოტა ხანში პროცენტულზე გადავიყვანოთ - მაგ. 10% და მინიმუმ 15 დოლარი. ამაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით.
0. კორსაირ - დაგზავნა საჯარიმო სანქციებზე - თუ არ გინდათ სარგებლობა ნუ ისარგებლებთ. მე რატომ უნდა მქონდეს გაცერებული ტვირთი საწყობში? შემდეგ გაცემული პასუხები საკმაოდ კარგად იძლევა თქვენს კიტხვაზე პასუხს. მაგრამ ტქვენ რა გადარდებთ მაინც არ მესმის. არ იწერთ და ნერვიულობთ. და ძალიან მაინტერესებს, ბარამის ფორუმზე რატომ არ ხართ აქტიური ასეთივე?
1. პიპა - ტიპობაზე - გთხვოთ იყოთ კორექტულები. არის ბაზარი, რომლეიც არეგულირებს ყველაფერს. თუ ეს შეაშინებს კილიენტებს, ონექსს დააკლდება შემოსვავლები და თავად დაზარალდებიან. წაიღეთ დროზე ტვირთები და ეგაა. და ისე მანახეთ აბა ერთი კლიენტი მაინც, ვინც ამის გამო დაგვიჯარიმებია?!
2. კორსაირ - დაგვინაებაზე ანაზღაურება - თქვენ სადმე გინახავთ, რომ პასუხისმგებლობა აგვიღია, რომ დაგვიანებაზე ავანაზღაურებთო? ალბათ არა. ჩვენი მუშაობის პრინციპი ეგაა - და ვისაც არ მოსწონს ბოდიშით, იმაზე ვერ გადავეწყობით. ზუსტ ვადებს ვერ ვიტყვით - ვამბობთ მიახლოებით და ერთი შემთხვევის გარდა 1 კვირას არცერთი არ გადაცილებულა (ეს ერთი შემთხვევა ახალ წელს იყო). და როცა იუ პესს და ვიღაცეებს გვადარებთ, საერთოდ იცით მათი ტარიფები? აი იმას შეადარეთ და მერე გამოთქვით კრიტიკა... ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიშა ბაზარზე - იმათ - თავისი.
3. კოლდპლეიერი - მანახეთ ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო მომხმარებელი - ისეთი ვინც გამოიწერა და უკმაყოფილო დარჩა! ერთეული შემთხვევი შეიძლება იყოს - მარა მთლიანობაში მე სხვა ინფორმაცია მაქვს - ამიტომაც გვაქვს ზრდა.
ბევრი ვწერე და თუ გექნათ კითხვები მოიწერეთ. თუ არ დაგვადეს ბანი გიპასუხებთ.
www.onex.ge