mashka_mashoრომელი გადამზიდით აპირებ გამოწერას?
არ მინდა, რომელიმე კონკრეტული გამოვყო (მიუხედავდ იმისა, რომ მე ერთ-ერთი მათგანის ძალიან კმაყოფილი ვარ) - არაკორექტული მგონია.
სისტემა ასეთია:
1. ვთქვათ მართლა Classified Comfy Flats მოგეწონა. დაქლიქავ და გახსნი კონკრეტულად ამ ფეხსაცმელს (http://www.amazon.com/Classified-Comfy-Flats-Black-Patent/dp/B003APYMRY/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=shoes&qid=1277318012&sr=8-1)
2. ამოირჩევ ფერს და ზომას (თუ აქვს არჩევანი) და აწვები მარჯვნივ ღილაკს Add to Cart
3. თუ სხვა რამეც გინდა, ანალოგიურად შედიხარ იმ პროდუქტის აღწერილობაში, ირჩევ და ასევე ამატებ Cart-ში.
4. როცა ყველაფერ ამოირჩევ, მარჯვენა ზედა კუთხეში აწვები მარჯვნიდან მეორე ღილაკს Cart-ს.
5. ამ Cart-ში (ანუ სავაჭრო კალათში) გამოჩნდება ყველას ის ნივთი, რაც ამოარჩიე. თუ რამე გეზედმეტება, შეგიძლია ამოშალო იმ პროდუქტთან Delete ღილაკზე დაჭერით.
6. მას შემდეგ, რაც კალათში გაქვს ყველა ის პროდუქტი, რომელთა შეძენაც ნამდვილად გინდა, აწვები მარჯვნივ კლავიშს Proceed to Checkout-ს
7. მონიშნავ I am a new customer-ს და შეგყავს ის მაილი, რომელზეც გინდა მიიღო შეტყობინებები შევეთის შესახებ (ამავე მაილს გამოიყენებ შემდეგში, როგორც username-ს). აწვები Sign in using our secure server-ს.
8. ახალ გვერდზე შეგყავს სრული სახელი და გვარი, მაილი განმეორებით და პაროლი
9. ახალ გვერდს ჰქვია Enter a new shipping address, ანუ მისამართი, სადაც უნდა გაიგზავნოს ამანათი. აქ სახელ და გვარში წერ კვლავ შენს სახელსა და გვარს, ხოლო მისამართში კი შეგყავს გადამზიდი ამერიკული მისამართი ისე, როგორც მათ აქვთ მითითებული საკუთარ საიტზე.
10. ამ მონაცემების ქვემოთ არის შეკითხვა: Is this address also your billing address? ანუ არის თუ არა ეს მისამართი ბარათის მფლობელის პირადი მისამართი? ამ შეკითხვაზე პასუხად ირჩევ yes-ს, თუკი პლასტიკურ ბარათზე (რომლითაც იხდით) წერია იგივე სახელი და გვარი, ვის სახელზეც მიდის (და თბილისში ვინც უნდა მიიღოს) ამანათი.
11. Choose a shipping speed - ამოირჩიეთ ტრანსპორტირების სიჩქარე (იგულისხმება გადამზიდის ამერიკულ მისამართამდე მისვლის დრო). დატოვე სტანდარტული ვადა, რადგან დაჩქარებული ვადა დამატებითი ხარჯია და დააწექი Continue-ს.
12. How would you like to pay? - როგორ გადაიხდით? გადახდის მეთოდი, ალბათ პლასტიკური ბარათია, ამიტომ აწვები Credit or Debit Cards განყოფილებაში Add a new card-ს.
13. Card number-ში შეგყავს ბარათის წინა მხარეზე დაწერილ 16 ციფრს, Name on card-ში - სახელი და გვარი ლათინური ასოებით ზუსტად ისე, როგორც ბარათზე წერია, Expiration date-ში კი ბარათის ვადის გასვლის თარიღი (ესეც ბარათის წინა მხარეს წერია).
შემდეგ ისევ Continue
14. ესაა საბოლოო ეტაპი - შეკვეთის ორდერი. აქ ჩანს სრულად გადასახდელი თანხა: ნივთის ღირებულება პლუს ტრანსპორტირება გადამზიდის ამერიკულ მისამართამდე (cutesy girl-ზე ნებისმიერი ღირებულების და რაოდენობის ტვირთის შემთხვევაში ამატებს ჯამში 10 დოლარს).
თუ ყველაფერი წესრიგშია, აწვები Place your order-ს და შეკვეთა ამით სრულდება

ამის შემდეგ მითითებულ მაილზე მიიღებ შეტყობინებებს. თავიდან auto-confirm-ს იმის შესახებ, რომ შენი შეკვეთა მიიღეს. შემდეგ შეტყობინებას სახელით Your Amazon Order has been Shipped. ესაა შეტყობინება, რომ შენი ამანათი უკვე შეფუთეს და გაატანეს კურიერს (ups-ს, usps-ს ან fedex-ს) შენს მიერ მითითებულ მისამართამდე. ამ მაილში უკვე იქნება მითითებული ტვირთის უნიკალური თვალყურისსადევნებელი ნომერი (tracking number), რომელიც ექნება ამანათს თბილისამდე და დაგეხმარება როგორც იმის გასარკვევად, სადაა ნივთი ამერიკაში (და როდის მიიტანეს გადამზიდთან), ასევე როდის გამოიგზავნა ამერიკიდან და ჩამოვიდა თუ არა თბილისში. როცა მივა გადამზიდთან, დანარჩენი დეტალები შეგიძლია ამსთან გაარკვიო

პ.ს. PM-ში მომწერე, რომელი გადამზიდით აპირებ გამოწერას