Macy's არ იღებს ქართულ ბარათებს. ამ მაღაზიიდან ყიდვის ორი მეთოდი არსებობს:
1. ამოარჩიო რაც გინდა, შემდეგ იგივე პროდუქცია დასერჩო ამაზონზე (გართიანებული მათ ქსელში) და შესაბამისად გადაიხადო ჩვენი ბარათებით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ერთადერთი ნაკლი ამ მეთოდის, არის ის, რომ საჩუქრების აქცია როცა აქვთ, "ჩერეზ" ამაზონი არ მუშაობს.
2. ყრი ყველაფერს კალათში (თავისი საჩუქრებიანად

), ბეჭდავ. ამავე ფურცელზე წერ შენს ბილინგ და შიპინგ მისამართს. აგზავნი ფაქსით. გიგზავნიან შეკვეთის ნომერს. შემდეგ ურეკავ, ეუბნები შეკვეთის ნომერს და ბარათის რეკვიზიტებს.
ეს არის და ეს. დაბლოკვითაც არაფერს დაგიბლოკავენ

).
პ.ს. უპრობლემოსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი. მე წლებია თიბისი-ს ბარათებით ვყიდულობ ყველაფერს. ახლახანს ავიღე პროკრედიტი, ფეიფალის ხათრით. NeimanMarcus-ზე ვცადე პირველად და ცოტა გაპრობლემდა. მითხრეს, თქვენი ქვეყნიდან ბარათი არ მიგვიღია და დაგვირეკეთო. დავრეკე, მომთხოვეს ბანკის საკონტაქტო ინფორმაცია. პროკრედიტმა კი უარი ტკიცა საბილინგო ინფორმაციის დადასტურებაზე (გაცემას არ თხოვდნენ, უბრალოდ ჩვენ გეტყვით რაც დაგვიწერა კლიენტმა და დაადასტურეო, არ ქნეს). შესაბამისად, ისაო, ესაო, შენი დიდი ხათრი გვაქვსო, მაგრამო ბანკი არ გვიდასტრუებს და ვერაოოოოოოო

. ბანკში გადავრეკე და იგივე მითხრეს, არ ვადასტურებთ ასეთ ინფორმაციასო. შემდეგ იგივე რაღაცა ვიყიდე თიბისი-ს ბარათით და იქაც გამეორდა პროცედურა. თუმცა, როგორც ჩანს, თიბისი-მ დაუდასტურა. ცოტა ხანში ვნახე რომ პროკრედიტიდანაც მოიხსნა თანხა

. მოკლედ, გამოვიდა რომ ორივე ბარათი გავიდა. რა ჯანდაბა უნდოდათ, ამას ვერ მივხვდი. კიდევ კარგი კოსმეტიკა იყო და ნებისმეირ შემთხვევაში გამოვიყენებ

)). მოკლედ (თუმცა რაღა მოკლედ) - მე ორივე ამ ბანკის ბარათს შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია