AVSITKVAhttp://getit.ge/?menuid=9&lang=1აშშ-დან შეზღუდულია შემდეგი სახის პროდუქციის ტრანსპორტირება:
• სუნამო, "სფრეი"
• საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ.
• ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა და ა.შ.)
• პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
• ცხოველები, მცენარეები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
• ტოქსიკური ნივთიერებები (მათ შორის მანქანის აკუმულატორები)
• ცეცხლსასროლი იარაღი, არბალეტები, (მშვილდები), ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები ან იარაღის აქსესუარები (თუნდაც ოპტიკური სამიზნე), პნევმატური იარაღი
• ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი (მათ შორის ე.წ ბიო არომატიზატორები- სპაისები)
• ე.წ. 'აზბესტი'–ს შემცველობის პროდუქცია
• ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და ა.შ.
• რეალური ფული - მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
• მაღალი წნევის ქვეშ მყოფი ნივთები (ამორტიზატორები და ა.შ.)
დიდი ბრიტანეთიდან დაშვებულია სუნამოების (სფრეის გარდა) და ამორტიზატორების გამოგზავნა !!!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორი ავტორიზებული საჰაერო გადამზიდავი ოპერატორია, გთხოვთ ჩამოთვლილი პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხები ყოველთვის შეგვითანხმოთ წინასწარ.