მე გავყიდე ნივთი ორშაბათს, სელლერმა ოთხშაბათს დამირიცხა ფული. ხუთშაბათს ვსინჯე ბარათზე დასმა და ეგრევე დამებლოკა პეიპალი მთლიანად, თან მიზეზი არ ეწერა.
მეილებს რო ვწერდი, ავტომატური პასუხი მომდიოდა. მერე დავრეკე გუშინ, ვიღაცა ინდუსი გოგო იყო, უიო, აქედან არაფერი არ ჩანს მიზეზიო რატო უნდა იყოს დაბლოკილიო და ზედა ლეველზე ავწევო შენ კეისსო, 24 საათში იქნება პასუხიო. სადღაც 4 საათში მომივიდა მეილი რო ბლოკი მოხსნილიაო.
თანხის ბარათზე გადმოტანა არ მიცდია მაგრამ მაგ თანხით ვიყიდე იბეიზე რაღაცეები, აუ პეიპალმა მაგ თანხიდან ჩამომაჭრა და არა ბარათიდან.
ისე რა ღორობაა, ფედექსით გავუგზავნე ხუთშაბათს სელლერს, ტრეკინგი ეგრევე მომცეს, არადა სისტემაში არასახულა ჯერ საერთოდ ეგ ტრეკი

გაითვალისწინეთ, ფედექსი და სხვები, ამრგვალებენ 0.5 კილომდე, თან წონაში ითვალისწინებენ თავიანთ შეფუთვასაც.
ფედექსში რო მივედი, ჩემი ამანათი იყო 490 გრამი, მეთქი ნახევარ კილოში ვეტევი

ჩადეს თავის ცელოფანში და 506 გრამი დაიჭირა და 1 კილომდე დამრგვალდებაო

მეთქი აეეე

ეგრევე ვეცი ჩემ შეფუთვას, რაღაცა ქაღალდები გამოვაკელი და ჩამოვიყვანე 500 გრამზე ქვემოთ
ნიკი გაუქმებულია, მსურველებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ, პაროლი ამ ტექსტშივეა.