უფრო იაფი იქაა სადაც ყიდვა რო გინდა და იმ დროს ნახავ იაფად.
ამაზონზე სამაგიეროდ არის ხოლმე სეილები რა დროსაც მაგაზე იაფად ვერ ნახავ სხვაგან.
და საერთოდ კიდე გააჩნია რას ყიდულობ. ყველაფერი არც იბეი-ზე, არც ალი-ზე და არც ამაზონზეა.
მე ალიექსპრესი იმ მხრივ მომწონს იბეი-სთან შედარებაში, რომ არის კარგი ფიდბექების სისტემა. ნახულობ გამოხმაურებებს და ხვდები როგორია ნივთი.
აბა იბეიზე მიდი და გაიგე რა არის. მარტო გამყიდველის რეიტით ვერ მიხვდები.
კონკრეტულ მაგალითს დავწერ იბეიდან ყიდვისას.
ვეძებდი 6 კნოპკიან მაუსს უბრალოს.
ვიყიდე და ჩამოვიდა ჩვეულებრივი, დამატებითი კნოპკების გარეშე. ვეუბნები გამყიდველს რო სხვა ნივთი ჩამოვიდა და რა პონტია თქო.
ბოდიშიო და სანაცვლოს გამოგიგზავნიო ოღონდ შიფინგის თანხაო მოიტაო. კაი თქო, ოღOნდ რაც სურათზეა ლისტინგში ხო ის მაუსიათქო და კიო.
გადავუხადო 2$ და ველოდები ბედნიერად. გავხსენი ყუთი და ზუსტად იგივე ნივთი მომივიდა

მივწერე სელერს, შ*გ ხო არ გაქვსთქო. იგივე რათ მინდოდა მეთქი და ბოდიშიო და ორი მაუსი მოგეცითო 6 დოლარშიო და ისედაც ვზარალობთო თუ რაღაც მასეთ პონტში.
რაღა მექნა. შემრჩა ორი ერთნაირი მაუსი. ნეგატივი დავუწერე შესაბამისი ტექსტით.
მოკლედ. ალიზე კონკრეტულ ნივთზე გებულობ როგორია და იბეიზე შენით თუ მოძებნი კონკრეტული ნივთის შესახებ ფიდბექებში თუ დაწერა ვინმემ ნორმალური რამე და არა item received. thank you და ა.შ. არაფრის მთქმელი თვითონ ნივთის დმგომარეობის ან ფუნქციონალის შესახებ.