მოკლედ გადავწყვიტე დეტალურად აღვწერო საბაჟო საკითხები. ერთი და იგივე კითხვის თავიდან აცილების მიზნით, შევეცდები წინასწარვე ერთ პოსტში ჩავატიო ყველა ის კითხვა, რაც აწუხებდათ წინა თემაში ყოველ გვერდზე მომხმარებლებს. იმედია, ამ პოსტის გადაკითხვა მაინც არ დაეზარებათ.
წინა თემების ლინკები:
განბაჟებაგანბაჟება! დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზესაფოსტო გზავნილის განბაჟება!♦ ♦ ♦ ♦ VOL 3 ♦ ♦ ♦ ♦ძირითადად ნივთი ექვემდებარება განბაჟებას:
თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს,
თუ 4-5 ან მეტი (ეს ცოტა სადავო საკითხია, ცოტა ქვევით დეტალურად გავშიფრავ) ერთნაირი ნივთი დევს გზავნილში ან გზავნილის წონა აღემატება 30 კგ-ს.14/05/2022-დან განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.
300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საფასურზე - 300 ლარი.
მაგ თანხას იხდით წინასწარ, მანამ სანამ გამოიტანთ ამანათს, ისე არ გამოგატანენ.
აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩარიცხული თანხა
https://eservices.rs.ge/app/BalanceOperations(rs.ge-ზე უნდა იყოთ რეგისტრირებული)
გარდა მაგისა საბაჟოს მხრიდან გამკაცრდა რეგულაციები.
ახალი საბაჟო რეგულაციის მიხედვით, შესაძლოა - განბაჟებას დაექვემდებაროს ნებისმიერი ღირებულებისა და სახეობის ამანათი, მათ შორის პირადი მოხმარების ნივთებიც, თუკი ჩამოტანილი ამანათების რაოდენობა წელიწადში 200 ერთეულს აღემატება.
თუმცა კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა.ისევ ისეა როგორც ადრე იყო და არც არაფერია ნახსენები ამ 200 ერთეულზე. არაოფიციალურად ასე ვთქვათ გავრცელებულია "ჭორი". გამოდის რომ ისევ მომხმარებლის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. არა აქვთ მაგის უფლება, თუმცა აკეთებენ მაგას.
მე გირჩევთ რომ თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურში.
დავუბრუნდეთ ნივთების რაოდენობას.როგორც აღვნიშნე, ნივთების რაოდენობა ცოტა სადავო საკითხია. ძირითადად ასეა, უმრავლეს გადამზიდს ასე აქვს მითითებული3-4-5 ერთნაირი ნივთი, თუმცა კანონმდებლობაში არაფერი წერია ამ საკითხზე.შესაბამისად კანონის მიხედვით თუნდაც 5ერთნაირი ნივთი იყოს,თუ ეკონომიური საქმიანობისთვის არაა განკუთვნილი არავის ააქვს უფლება რომ დაბეგროს! ზოგ გადამზიდს 3-4 ნივთზეც უწერია, რომ ექვემდებარება განბაჟებას. შესაბამისად, ჩვენს გაუგებარ ქვეყანაში ვერ გაიგებ საბოლოოდ რაშია საქმე. ნივთს როგორც უნდათ, ისე გაატარებენ საბაჟოზე. შეიძლება 7 ერთნაირი ნივთი იყოს, მაგრამ არ განაბაჟონ,და განაბაჟონ 1 ცალი მხოლოდ.
მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობას, აგერ:
"
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;"
ახლა დეტალურად გავშიფროთ, რას ნიშნავს "თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს"?ამ შემთხვევაში იგულისხმება ნივთის პროდუქციის თვითღირებულება
ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშემაგალითად: თუ ნივთი ღირდა 120$ + შიპინგი ქონდა 20$, შესაბამისად, ნივთს არ მოუწია განბაჟება, 1 Aug 2016 კურსის მიხედვით (2.3479). ახლა უკვე სხვა კურსია, და შესაბამისად დაითვლით მიმდინარე კურსის მიხედვით.შიპინგი არ ითვლება, გინდ 80$ იყოს მაინც. ნივთი დადეკლარირდება როგორც 120$ (და არა 140$)
და იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის სუფთა ღირებულება ცდება 300 ლარს, მაგას ზემოდან დაემატება + შიდა შიპინგი + წონის გადასახადი, ამ ყველაფერს +18% და დეკლალირების საფასური 5-12 ლარი. (ზოგ გადამზიდთან უფასოა) საქ. ფოსტაში როგორც მახსოვს 20 ლარია ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ახლა კი პატარა კითხვა-პასუხი რაც ხშირად აინტერესებს ხოლმე იუზერებს1) რომელი ბანკის კურსის მიხედვით ითვლება დღგ-ს (საბაჟო) გადასახადი და როდის ხდება დათვლა?დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.(უფრო სწორედ, როდესაც დაიბეჭდება დეკლარაცია ამანათის შემოსვლიდან)
https://nbg.gov.ge/monetary-policy/currencyმაგალითად, თუ ნივთის შეძენის დღეს კურსი იყო 2.3479 და ნივთი ღირდა 125$ ყველანაირი შიპინგების გარეშე, გავიდა 2 კვირა ჩამოვიდა ნივთი და კურსმა შეადგინა 2,5 მაგ შემთხვევაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს (18%) იმიტომ, რომ ნივთის ღირებულება გადაცდა 300 ლარს და საბაჟომ გაგიკეთათ სიურპრიზი
თუმცა არის ერთი გამონაკლისი კიდევ:
დეკლარაციის მომზადება შეგიძლიათ ამანათის ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში, სიტყვაზე იმისთვის თუ ელოდებით კურსის დაკლებას, რომ არ მოგიწიოთ განბაჟება,მაგრამ ზოგიერთი გადამზიდი წინასწარ ითხოვს ამაზე ინფორმაციის მიწოდებას, და + არ უნდა იყოს დეკლარაცია დაბეჭდილი.
ანუ უნდა აცნობოთ წინასწარ გადამზიდს რომ რომ ელოდებით სიტყვაზე კურსის ცვლილებას.
ესეც კანონი:
მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ
საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
2) თუ სხვადასხვა გადამზიდებით გამოვიწერე ერთ სახელზე, თუნდაც ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიიდან და ჯამში ნივთების ღირებულება აღემატება (ცალ-ცალკე კიდევ არა) 300 ლარს, მომიწევს თუ არა განბაჟება?არა.
სხვადასხვა გადამზიდთან შეძენილ ნივთებს თუნდაც ერთ სახელზე და ერთ საიტზეც ვერანაირად ვერ მოუწევს განბაჟება
იმიტომ რომ ერთ რეისში ის ვერანაირად ვერ მოხვდება.
მაგ. თუ usa2georgia-სგან გამოიწერეთ 280 ლარიანი ნივთი და სიტყვაზე usshop-თან კიდევ 280 ლარიანი ერთი და იგივე დროს, ნივთს არ შეეხება განბაჟება!!!!
3) თუ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოვიწერე ნივთები ერთ სახელზე, ერთ გადამზიდზე და ერთი და იგივე დროს (რა თქმა უნდა თუ ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს) მოუწევს თუ არა განბაჟება?? არა, არ მოუწევს განბაჟება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ ნივთებს, თუ სიტყვაზე ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს.(ერთ რეისში გამოგზავნილ ამანათებზეა ლაპარაკი)
P.S ზოგიერთ გადამზიდს უწერია თავიანთ გვერდზე: "მეგა მარკეტები, ერთიანი გადახდის სისტემით, (amazon, eBay) ითვლება ერთ მაღაზიად."
როგორც იტყვიან ხოლმე bull·shit

არაა ეს მართალი, ადრე ვითომ მასე თვლიდნენო როგორც მითხრა ერთ-ერთმა გადამზიდმა. მაგრამ წარმოიდგინეთ იბეი და ამაზონი როგორ უნდა იყოს ერთი და იგივე მაღაზია.
სავარაუდოდ, 18% რომ გატენონ, უბრალოდ ეს ამბავი მგონია!
გავაგრძელოთ. კიდევ რა კითხვებია ხოლმე მოვიფიქროთ
4) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს?
და შემთხვევით ან თუნდაც განგებ ჩავწერთ დეკლარირებაში სხვა თანხას? ან საერთოდ არ ჩავწერთ? არც, არაფერი არ მოხდება!!!
საერთოდ ნივთი ითვლება არადეკლარირებადად თუ არ აღემატება 300 ლარს!!!
მაგრამ თუ ჩაწერთ სხვა თანხას (ან საერთოდ არ ჩაწერთ) დიდი ალბათობით გააჩერებენ და მოგთხოვენ ინვოისს!
(ისედაც სწორ თანხებზე 90% მაინც ითხოვენ
ასე რომ სჯობს ნებისმიერ შემთხვევაში დაადეკლარიროთ თქვენი ნივთი
5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით? (თუნდაც შემთხვევით,არა აქვს მნიშვნელობა) ოო აქ არის რაც არის
ნუ პრინციპში ალბათ დიდი არაფერი. პატარა ჯარიმაა (გააჩნია შემცირებული თანხის ოდენობას )
ზოგს რომ გონია ნივთის ღირებულების 100% და 200% გაათმაგებული ასე არაა.
არავინ მოგატყუოთ!
შემცირებული თანხის 40%-ს იხდით პირველ ჯერზე.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი. ხოლო განმეორებით ქმედებაზე შემცირებული თანხის 100%-ს ჩაგახუტებთ საბაჟო.
მოკლედ და გასაგები ენით რომ ვთქვათ ვიხდით ზევიდან გადასახდელი დღგ-ს 40%-ს პირველ ჯერზე, ხოლო მეორე შემთხვევაზე 100%-ს. დაგიღეჭავთ ამასაც მაგალითის საფუძველზე, თუ ნივთი ღირდა 130$, (და იმ კურსით უწევდა განბაჟება) დაადეკლარირეთ 70$-ად,ჩამოვიდა ნივთი, გააჩერა საბაჟომ, გაიგო რეალური ღირებულება და გაჯარიმებთ შემდეგნაირად: 130$+ აქაური წონის გადასახადი+18%= სადღაც ვთქვათ 1კგ-იანი ამანათი ჩავთვალოთ, ეგ გამოდის 130$ +8$=138$-ის 18%=24.84$ და მაგ 24.84$-იდან გადაიხდით პირველ ჯერზე 40%-ს ანუ -9.93$-ს (ოღონდ ლარებში ეგ ყველაფერი) და მეორე ჯერზე 100%-ს ანუ 24.84$-ს.
ესეც ჩვენი საგადასახადო კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717"4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით."
6) შეიძლება თუ არა რამენაირად თავი ავარიდო განბაჟებას? არაკანონიერად ვერანაირად!
99% დაიწვებით. ის კი არა ერთი პერიოდი იბეიზე ნაყიდ ნივთებს item number-ის საშუალებით აგდებდა და როდესაც ითხოვდენენ ინვოისის გადაგზავნას, შესაბამისად fake ინვოისებსაც ხვდებოდნენ ზუსტად მაგ item number-ის საშუალებით. (პრინციპში ახლაც აგდებს,უბრალოდ აღარ დავწერ როგორ)
ასე რომ დაიწვებით!!! და არ გირჩევთ ინვოისის გაყალბებას!ინვოისს თუ არ გადაუგზავნით და თუ შეამჩნიეს, რომ უეჭველი შეცვლილი ინვოისია, საბაჟო ექსპერტიზა დაადგენს ფასს (თავიანთ სასარგებლოდ) და ისე განაბაჟებენ.
7) აქვთ თუ არა უფლება ინვოისის არდაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვონ ექაუნთის გახსნა? მოგეხსენებათ ალბათ, ვინც იწერთ ხოლმე ამანათებს ხშირად ონლაინ მაღაზიებიდან შედარებით უფრო დაბალ ფასებში ვიდრე მასე ღირს, 100%-იდან 100-ვესთვის მოუთხოვიათ ექაუნთის გახსნა.
კატეგორიულად არა აქვთ უფლება ექაუნთის შემოწმების სასამართლოს გარეშე!!!
აი ჯერ მივიდეს საქმე სასამართლომდე და მერე გამახსნევინონ ექაუნთი, ძირითადად ფსიქოლოგიური პრესში ყავხარ მაგ დროს, დაახლოებით ისეთი, როდესაც მაგალითს მოვიყვან და საკრედიტო ოფიცრები რომ ადგებიან სახლში უკანონოდ და 1000 სისულელეს რომ ემუქრებიან და საბოლოოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ. თუმცა უმრავლესობას სჯერა ეს და მაინც ემორჩილებიან!
რისთვისაა აბა ეს კონსტიტუცია და მუხლები???
მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ჯერ დამიმტკიცოს რომ მე ვარ მატყუარა და დამნაშავე, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და მერე მომთხოვოს ექაუნთის გახსნა.
მხოლოდ ესე ეჭვის საფუძველზე და ჰარი-ჰარალეზე არაა მოსული რაღაცის დაბრალება და + კიდე დაბრალებაც კანონით ისჯება.
მუხლი 41
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
8) ითვალისწინებს თუ არა საბაჟო გიფტ კარტებს და დისკაუნტ კოდებს?? ან კიდე მსგავს ფასდაკლებებს. გააჩნია შემთხვევას!
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს!
რა სახით არის წარმოდგენილი ინვოისში,როგორი გიფტ კარტაა და ასე შემდეგ,
თუ მაგალითად თქვენ იყიდეთ სპეციალურად 50$-იანი გიფტ ბარათი, ნივთი ღირდა სიტყვაზე 170$ და თქვენ გადაიხადეთ 120$ +50$ გიფტ ბარათით, მაგას არ ჩათვლიან,უნდა დადეკლარირდეს როგორც 170$ და გადაიხდით ჩვეულებრივად დღგ-ს რა თქმა უნდა.
როგორც ასეთი გიფთ კარტას არ ითვალისწინებენ არასდროს. რაც შეეხება ფასდაკლებას, კუპონს და ასე შემდეგ, ეგ ითვლება.
მაგ. თუ ნივთი ღირს 130$, და მაღაზიას აააქვს ფასდაკლება ან კუპონი, რის შედეგადაც ღებულობთ სიტყვაზე 85$-ს, მაშინ უნდა დადეკლარირდეს 85$. და დაითვლება შესაბამისი კურსის მიხედვით.
კიდევ გააჩნია ინვოისს, როგორი სახით არის წარმოდგენილი. მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე subtotal-ში რა არის მითითებული. საბტოტალში თუ ნივთის ღირებულება 300 ლარზე მეტი არაა, მაშინ წესით არ უნდა დაგაკისრონ საბაჟო გადასახადი.
თუ იბეიზე მაგალითად make offer-ით 180$-იან ნივთზე დაგთანხმდათ 90$ზე, შესაბამისად დაადეკლარირებთ 90$ და არა 180-ს.
რაც შეეხება საჩუქარს, საჩუქარიც ბაჟდება მიუხედავად იმისა რომ თქვენ არაფერი გაქვთ გადახდილი.
თუ, რა თქმა უნდა, არა აქვს ინვოისი გამოყოლებული რომელიც ადასტურებს რომ 300 ლარზე ნაკლები ღირს.
9) როგორ შეიძლება განბაჟების გადახდა ონლაინ? მაგალითად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე და იქიდან გადაიხადოთ:
https://www.rs.ge/ePayments?cat=3&tab=1საფოსტო გზავნილები-ის გვერდზე შეიყვანთ სრულ ტრეკინგს! (აუცილებლად სრულს როგორც გიწერიათ ფურცელზე, ისე არ ამოაგდებს) და მიყვებით.
გადასახდელ თანხას გიჩვენებთ ყოველთვის, მიუხედავად იმისა გადახდილი გაქვთ თუ არა!
კიდევ 1 სასარგებლო ლინკსაც ჩავაგდებ, რომელიც მოგვაწონდა ამ იუზერმა:
Vladimer1994თუ გაინტერესებთ რამდენი გაქვთ დავალიანება, რაიმე ვალი გიფიქსირდებათ თუ არა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემოსავლების სამსახურის გვერდზე, და ავტორიზაციის გავლის შემდგომ გაგიხსნით ამ ლინკს. მანდ გამოჩნდება რამდენი გაქვთ ვალი, აგრეთვე ბალანსზე რამდენია და ასე შემდეგ
https://eservices.rs.ge/Accounting.aspx
პ.ს.
არ დააჩაგვრინოთ თავი საბაჟოს!
This post has been edited by temo_777 on 20 Jan 2023, 10:51