ეგ ინექსიც ძაააან წყალწაღებულია

ძირითად შემთხვევაში ასეთ პრობლემას ვაწყდებოდი: მიდიხარ ოფისში, გხვდება ერთი 10 კაცი, იღებ რიგის ნომერს, ელოდები, ამ 10 კაციდან 3 მინიმუმ ამანათის გაგზავნაზეა, ამ 10 კაცს ემსახურება 2 ოპერატორი, შენამდე თუ გამგზავნია ხო დაიღუპე და ეგაა

სანამ იმასთან მოაყომარებს გადის 1 საათი, მოდის შენი რიგი, გეკითხება ტელეფონს, გართმევს პირადობას, გიბეჭდავს და გაწერინებს ხელს (სხვათა შორის ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, ამანათი არ მიმიღია და რაზე მაწერინებ თქო და ისეთმა შემომხედა, თავი უხერხულად ვიგრძენი. იქ ერთი პუნქტია, რომ უვნებელი ჩაიბარე), ბოლოს ძლივს იღებ ამანათს. მოკლედ ნერვები გაწყდება და მოდიხარ განადგურებული

დაილოცოს ამანათი.გე: მიხვედი, მიანათე, აიღე, წამოდი

1 წუთიც არ უნდა მთელ პროცედურას.