სალამი ყველას!
მე მქონია შეხება ამ თემასთან დაკავშირებით და ამჟამადაც მაქვს შეხება. ხოდა რაც ვიცი და რა სიტუაციაც არის მოგახსენებთ
.
1. თქვენ რო წახვიდეთ და ჩამოიყვანოთ მანქანა ამისათვის საჭიროა ვიზა, ვიზის მისაღებად საჭიროა ანგარიშზე (გაყინული) გედოთ 12000 ევრ, დანარჩენი წვრილმანია და არ ღირს სათქმელად. ეხლა ხარჯები, ბილეთი 200-300 ევრო (ავტოტურზე შეღავათებია თორე ისე უფრო ძვირია ბილეთი) სასტუმროს ხარჯი მინიმუმ 30-40 ევრ დღეში. ინტერნეტიც დაგჭირდებათ არ ვიცი რამდენია მაგრამ 20 ევრომდე ალბათ დაიხარჯება, + ტელეფონის ხარჯი 30-50 ევრო, საკმაოდ ძვირია ადგილზე მგზავრობა და გააჩნია რომელ მიწაზე იპოვნით მანქანას გამართლებაზე რო ავიღოთ მინიმუმიდან 50-200 ევრომდეც შეიძლება მივიდეს, თუ ძალიან შორია მეტიც. ხო ნუ ასევე კვება ალბათ 100-200 ევრო, + ამას შეიძლება დაემატოს გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგალითად: გამყიდველს მოელაპარაკოთ და წახვიდეთ დანიშნულების ადგილას, იქ კი აღმოჩნდება რო ეს მანქანა სულაც არ არის ისეთი როგორიც გამყიდველმა ტელეფონში გითხრათ და გზის ფული ტყუილად დაიხარჯება (უმეტესობა გამყიდველები არაბები და თურქები არიან სასწაულად იტყუებიან
). უკანა მგზავრობა კი 600-700 ევრო უნდა იანგარიშოთ (გააჩნია მანქანას). არ უნდა წამოიღოთ ტექნიკა თორე თურქები სასწაულ დღეში ჩაგაგდებენ.
* * *
2. "პერეგონშიკის" გაშვება, ჩემი აზრით ამასაც არ ააქვს აზრი რადგან პერეგონშიკს თითქმის იგივე ხარჯები აქვს, ნუ შეიძლება იქ ვინმესთან უფასოდ ცხოვრობს და ეს აკლდება, ასევე წვრილმან ეკონომიებსაც გააკეთებს გაურკვეველ კაცთან შედარებით, მაგრამ ასევე ეკონომიას გააკეთებს თქვენს მანქანაზე
, რადგან ისე მის იქ წასვლას აზრი არ ექნება, და თურქეთში მაიმუნობენ, ნუ ეს მაიმუნობა მაინც ჭორია და დაზუსტებით ვერ ვიტყვი.
* * *
3. მანქანის კონტეინერით გამოგზავნა, როდესაც ადამიანი იქ ცხოვრობს.
ეს ყველაზე იაფიანი ვარიანტია და ალბათ ყველაზე მეტად უნდა გაწყობდეთ. და ამ შემთხვევაში 100 ევროზე გამოკიდებას ჯობია ყველა ხარჯი იცოდეთ რამდენი მიდის გამკეთებლის ჯიბეში და რამდენი იხარჯება რეალურად.
ესეიგი ხარჯებს დავწერ მიახლოებით. მომსახურების ხარჯები დაახლოებით 200-300 ევროა, რაშიც შედის მანქანის ყიდვა, მაგალითად: ინეტში ნახეთ მანქანა და მოგეწონათ რომელიც ღირს 2000 ევრო, ეუბნებით ადამიანს რო ნახოს ეს მანქანა და ეუბნებით რა დეფექტებია თქვენთვის მისაღები, შემდეგ ეს ადამიანი ურეკავს გამყიდველს და ეკითხება რა როგორ (5 ევრო ტელეფონი), თუ გამყიდველისგან იღებს სასურველ პასუხს მიდის ადგილზე, (გზის ხარჯი დამოკიდებულია თუ რა მანძილზეა მანქანა), თუ არ მოეწონა გასაგებია რო ეს ხარჯი დაკარგულია, თუ მოეწონა ყიდულობს და მიყავს პორტში. (თუ ნომრები გსურთ 70-75 ევრო ემატება), კონეიტერი ღირს 2300 ევრო, რომელშიც საშუალო ზომის მანქანა (მაგ. გოლფ 3) ეტევა 6 ცალი, საკმადო რთული პროცესია კონტეინერში მანქანის მოთავსება. ეხლა ეს 2300 ევრო რო გავყოთ 6 ზე, გამოვა 385 ევრო, ამას დაემატება დასაკიდი "რემნების" ფასი და დაახლოებით ალბათ 450 ევრო დაჯდება, უმეტესად 5 მანქანა იდება კონტეინერში რადგან ყველა გოლფ 3 არ არის და არ ჩაეტევა, ამ შემთხვევაში ფასი გამოდის 500 ევრომდე. მაგრამ ამ ფასად მანქანას არავინ გამოაგზავნის
), ამას დაახლოებით 150-175 ევროს უმატებენ კიდე, ანუ საერთო ჯამში 400-500 ევრომდე დარჩება ამ საქმიდან გამომგზავნს. დამავიწყდა მეთქვა რო მანქანებს გამყიდველი 100-300 ევრომდე აკლებენ, შეიძლება კაპიკიც არ დააკლოს, თუ თქვენ ამ 400-500 ევროზე დაკლებას მოთხოვთ და დაგიკლოთ, მაშინ საეჭვოა მან თქვას თუ რამდენი დააკლო მანქანას.
მე ვფიქრობ რომ 400 ევროს გადახდა ამისთასთვის ღირს, რადგან რისკი არსებობს რო მანქანა კონტეინერში დაზიანდეს, რაზეც პასუხისმგებელი გამომგზავნია, ასევე შრომა
).
არ ვიცი შეიძლება რამე გამომრჩა მაგრამ საერთო სიტვაცია ასეთია
* * *
პატარა კონტეინერები არ ვიცი რა ღირს მაგრამ არამგონია დიდად იყოს ფასში განდსხვავება
* * *
ხო კიდე დამავიწყდა მეთქვა რომ, ჯიპის გამოგზავნა უფრო ძვირია, და მიხვდებით ალბათ რატომაც, კონტეინერში ამის გამო გაცილებით ცოტა მანქანა ეტევა და სხვა მანქანების პატრონებსაც უძვირდებათ მანქანის გამოგზავნა, ამიტომ ჯიპის პატრონს უფრო მეტის გადახდა უწევს ვიდრე მსუბუქისას, მაგრამ აქაც ვარიანტებს გააჩნია, ასე გადაწყვეტილად ვერ იტყვი
* * *
გზადაგზა მახსენდება
, ესეიგი ყვითელი ნომრების აღებას რომელიც არის 5 დღიანი აუცილებლად ჭირდება ისეთი ადამიანი ვინც ცხოვრობს და რეგისტრირებულია გერმანიაში, ეს ნომრები 70-75 ევრო ჯდება, და ფოთში განბაჟება არ გიწევთ.
თუ მანქანით მოდიხართ მაშინ 5 დღიანი ნომერი არ გაწყობთ რადგან 5 დღეში ვერ ჩაეტევით (იმ წამსვე გამყიდველიდან ხო არ წამოხვალთ თბილისში), უნდა აიღოთ წითელი ნომრები რაც 130 ევრო ღირს თუ არ ვცდები, ამ ნომრების რეგისტრაცია და გერმანიაში ცხოვრება არ ჭირდება