მთავარი ისაა, რა მიზანს ემსახურება აქცია: ბენზინის ფასის დაწევას ვითხოვთ თუ ხარისხიან ბენზინს? ნუ ორივე იდეალური შემთხვევაა, მაგრამ ხალხი არ უნდა დავაბნიოთ, მითუმეტეს მასმედიასაც თუ მოვიყვანთ..
მე როგორც მახსოვს, ბენზინის არჩასხმის და ბუქსირების ტიპის აქციებმა არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა.
მაგრამ გერმანიაში 1-2 წლის წინ მგონი, მახსოვს სერიოზული აქციები ჩატარდა:
როგორც ჩვენთან

იქაც 2 ძირითადი მონოპოლისტი იყო ბაზარზე შელი და არალი, რომლებიც არეგულირებდნენ ფასს ბენზინზე მთელ ქვეყანაში. ხო და დაიგზავნა მთელი ქვეყნის მასშტაბით მეილები, ფაქსები, სტიკერები არ მახსოვს, მაგრამ ეგეც კარგი იდეაა, ვიზუალიც გაკეთდა, პოსტერების ფლაიერების სახით..
მოკლედ, მიზანი ის იყო, რომ სანამ ბენზინის ფასი არ დაიწევდა, არავის არ უნდა ჩაესხა ბენზინი ამ 2 კომპანიის ბენზოგასამართ სადგურებზე..
მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე დღეში, 2ივე კომპანიამ ფასები დააგდო, რა თქმა უნდა ფასები დაწიეს სხვა კომპანიებმაც.. კანადაში ამ აქციის შემდეგ 12 ცენტით დაიწია ბენზინის ფასმა, გერმანიაში 7ცენტით მგონი...
მოკლედ, ეს ლირიული გადახვევა

ხო და ჩვენ რა გვინდა, ეგ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, მაქედან გამომდინარე უკვე ყველაფერს ეშველება...

ყველაფერზე თუ ვიძახეთ, საქართველოა საქართველოა... მაშინ დავიწყოთ წინდების ქსოვა და ერთმა კაცმა გვმართოს ყველა..

Nothing is Impossible
This post has been edited by tini on 20 Mar 2008, 12:06
Lucky I'm in LoVe..
BoOo... :)