ერთი ადგილი ჩემთვისაც შეინახეთ, გადამხდელი ვარ
* * *
გმირთა მოედანზე ორდონიანი ესტაკადა მაისისთვის მოეწყობა
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
12 / 02, 2010 18:38
Print
Font size: Decrease font Enlarge font
გმირთა მოედანზე ორდონიანი ესტაკადა მაისისთვის მოეწყობა.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თემურ უძილაურმა განუცხადა, ამჟამად გმირთა მოედანზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად ესტაკადის ბურჯები იდგმება, რის გამოც მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ერთ-ერთი ბურჯის დასასმელად გმირთა მოედნის მიწისქვეშა გვირაბში გაბურღვის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ბურჯების დასმა ორ თვეში დასრულდება. შემდეგ კი, ესტაკადის მოწყობა საბოლოოდ მაისში დასრულდბა.
უძილაურის თქმით, ორდონიან ესტაკადას სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე გადასასვლელი ექნება. კერძოდ, ხილიანიძისა და დოლიძის ქუჩების, ვარაზისხევისა და თამარ მეფის გამზირის და სხვა მიმართულებებით. ესტაკადის სიმაღლე 5 მეტრამდე იქნება.
ვარაზისხევში 2 800 მეტრიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად ეტაკადის პროექტი ზაფხულში დასრულდება.