+10000000000
მანდილი შემოვიტანო თორემ ნამეტანი ბევრი მამრნი ხართ და სულ აურიეთ ტვინი ადამიანს ვინც ითხოვს ევოზე ინფოს და გადასულხართ მაცივრებზე, გორენიებზე, ცუმბარუებზე და აშ

დავიწყებ იმით, რომ ძაან სერიოზული პიპოა ევო 10. მართალია კაცური პიპოა, მაგრამ მონაცემებით, ნავაროტებით და დიზაინით მე პირადად მხიბლავს. გოგოური ნაკლებად არის მაგრამ რამე რომ იყოს მეც დიდი სიამოვნებით ვაჯირითებდი და შუქნიშნიდან რალის ღილაკით გავწუილდებოდი
ოჯახის პიპოა ასე მგონია, მსუბუქია, 4 კარიანიც არის და მეტი კომფორტი აქვს კუპესთან შედარებით. სავარძლების გადაწევ-გადმოწევა არ დაგჭირდება ვიღაცეების უკან გადასასმელად. +2.0 ძრავია, განბაჟებაც ნაკლები დაჯდება და საწვავსაც არ შეხაპავს
აი, რალიარტი კარგი,ა მაგრამ ევო 10-ს ჩამოუვარდება მონაცემებით და ნავაროტებით ბევრად...აბა ტყუილად კი არ ღირს 7-8თი იაფი
კორვეტს და პორშეს რაც შეეხება, ეტყობა ამ ადამიანს უნდა ახალი პიპო, არა კუპე, კომფორტი და +სპორტული. 30ად იყიდის სულ ახალ ევოს და ამ ფასად უნდა იყიდოს ვიღაცის ნაჯლიგინები, სად ჩარტყმულ-ამორტყმული პორშე თუ კორვეტი კაცმა არ იცის. ან, ჩამოიყვან ეგეთს და მერე აქ უნდა ატარო დღეგამოშვებით ბოქსებში, ყოველ დღე რაღაც გამოუხტება გასაკეთებელი და აქაც ისეთი პროფესიონალები გვყავს ეგრევე გაუგებენ და გაუკეთებენ ყველაფერს

ყველა ხელოსანი, ექიმებისა არ იყოს, ყველა სხვადასხვა დიაგნოზებს რომ სვავს ხოლმე, ეგრე იქნება მაგაზეც

ალფა მყავს და ამისი ვერაფერი გაუგიათ როცა მიმიყვანია, ზეთის ფილტრი ძლივს იპოვეს და მოხსნაზე 2 სთ ეჯაჯგურებოდნენ და კაით რა, რა პორშე, რის კორვეტი! თუ ყიდულობ უნდა იყიდო ახალი, 2-3 წელი არაფერი დაჭირდება სერიოზული.
მოკლედ მაგ ფასში კარგი არჩევანია, მომწონს

სპორტულია, კომფორტული, რალის ღილაკი რომ აქვს ეგ ძაან მხიბლავს

+ბეენვეებივით, კვეჟოებივით, ჟოპელებივით, ცუმბარუებივით და მერსიკოებივით არ ყრია კი არა და, არც დადის თბილისში და თუ დავინახავ, მე პირადად ძაან მომეწონება და თვალსაც გამოვაყოლებ

ისე, თეთრი შავი დისკებით მოწონს, მაგადია
This post has been edited by Piuniu on 28 Jul 2010, 12:24
მიმაგრებული სურათი