ესეიგი რა ხდებოდა... როგორ დაიწყო დღევანდელი დღე...
02.12.10.
ზოგადად დილით 8 საათზე ძლივს ვწევ ხოლმე თავს... მაგრამ დღეს რატომღაც 6 საათზე გავიღვიძე... ვძრწოდი, ვთრთოდი,ვფეთქავდი, მეგონა რომ მალე გული ამომივარდებოდა... სიმღერებს მოვუსმინე მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, როგორც იქნა მოვიდა 9 საათი... დიდის ამბით ავდექი, მოვწესრიგდი, შევჭამე, დავიბანე ხელ-პირი, გავემზადე, ავიღე პირადობა, თანხა, ჩავიცვი მოხერხებულად, (შპილკები,სახეზე ტონა შპაკლები და ეგეთი სოფლელობა იასნად არა) და მამაჩემმა ღმერთმა ქნას რომ დღეს ჩააბაროო, მაგრამ ეჭვი მეპარებაო, ჰოდა, მიგიყვანო, მე სამსახურში გავიქცევიო და მერე აქეთ შენით წამოდიო, მეთქი ჰო, კაი, მაინც ვერ ჩავაბარებ და ჯობია ჩემით წავიდეთქვა... მაგრამ გული მაინც თავისას შვება... მამა ბოლომდე გამიჩერდა
რუსთავში არასდროს ვყოფილვარ და გზა მომეჩვენა უსასრულოდ... ლამის ბათუმში ჩავედი იმხეეეელა იყო... ჰოდა როგორც იქნა მივედი... ისე ვკანკალებდი რომ შესასვლელში მინის კარები ყოფილა, ვერ დავინახე და შუბლით შევასკდი

მერე შემრცხვა და ბანკთან მივედი დიდი მოწიწებით...
გადავიხადე 57 ლარი, მხოლოდ პირადობა მიმქონდა და ეს ქვითარი და პირადობა მივეცი იქ ერთ ბიჭს... 5 წუთში დაიყვირეს ჩემი გვარი... შევლასლასდი უიმედოდ... იმ გოგონამ მითხრა დაჯექი, სურათი უნდა გადაგიღოო, გადამიღეს (ვაი რას ვგავარ, წაშლილი სიფათი მაქვს) და მერე ხელი მოვაწერე... გადი გარეთ დაელოდეო... ისევ 5 წუთში დამიძახეს, უკვე საგამოცდოში შევედი ძალით, არ მინდოდა შესვლა

კაცმა მითხრა დაჯექიო (აბა ხომ არ ვიდგებოდი) დავჯექი და დალტონიზმზე ტესტი გავიარე... თავიდან ვნერვიულობდი, ვცახცახებდი და იმ კაცმა მითხრა არა შვილო, ნუ ნერვიულობო, არაფერიაო სანერვიულოო

ჰოდა სხვა ბავშვები დგებოდნენ, მხოლოდ 1მა თქვა ჩავაბარეო, დანარჩენებმა ვერ ჩავაბარეო და გული გამისკდა... 2 წუთი დავჯექი და ვფიქრობდი... თავი ხელში ავიყვანე და დაიწყო ტესტი... ზოგი ტესტი სურათით ვიცანი და აღარ ვკითხულობდი, ასე ავედი 10მდე... უკვე ყველა ტესტი ზეპირად ვიცოდი

მაინც ვნერვიულობდი... დედაჩემმა ვალერიანი გამატანა და ეგრევე გავიგდე ყბაში

და 5 წუთში მოვედი აზრზე... ზუსტად 30 ტესტი გავაკეთე 10 წუთში... 20 წუთი დარჩენილი იყო როცა მიმიწერა თქვენ წარმატებით გაიარეთ ტესტირებაო... 30 კითხვიდან 30 ვუპასუხეეეეეე

ჰოდა ზომბივით გამოვპრუტუნდი გარეთ, მამაჩემმა რაო, რა ქენიო, ფერი არ გადევსო, და მეთქეეეე იასნად ჩავაბარეთქვა

გაუხარდა და წავედით პრაქტიკაზე... თან მაწყნარებდა, არ ინერვიულო, კიდევ გახვალ 4ჯერო
ჩავდექი რიგში... სულ ვიყავით 15... მე ვიყავი 12-ე... და ჩემამდე მხოლოდ ერთმა გოგომ ჩააბარა... სხვა ყველა გოგოც და ბიჭებიც ჩაიჭრნენ... ძალიან ბევრი ეგრევე ჩაიჭრა ზადნით შეყვანაზე... ერთი აღმართზე ჩაიჭრა... და ერთი გოგო ვაფშე სულელურად ჩაიჭრა

ბოლომდე მივიდა რა... და ბოლოს ხომ არის პარკინგი... ჰოდა უთხრა იმან რომ კარგად არისო დაყენებულიო, ჩააბარეო და წადიო რა... ჰოდა ეს გოგო ისე დაიბნა სიხარულისგან რომ პარკინგიდან გვერდულად ხომ უნდა გამოსულიყო, ადგა და ორ ჯოხს შუა გაიარა და პირდაპირ წავიდა

სად მიდიოდა ნეტავ მაინტერესებს...
ჰოდა გამოაცხადეს ჩემი გვარი... გავიქეცი კანკალით... რას მივრბოდი ნეტავ... ჩავჯექი, გამარჯობამეთქი... და კურტკა მეცვა და შეიძლება გავიხადომეთქი?

გაეცინა და მეთქი კურტკას გავიხდითქო და კაიო
გავიკეთე ღვედი და სიკტილი... ჩავაგდე პირველ სიჩქარეში და წავედი დიდღინით...
1) პირველი იყო გარაჟი... ზადნით წამოვედი ნელა... როგორც კი დავინახე მეხუთე ჯოხი, ეგრევე ავუღე ისე რომ არ გავჩერდი... მერე ვაკონტროლებდი მარჯვენა სარკეში, უკვე რომ ყველაფერი კარგად იყო, ემსაათში მარცხენა სარკეში გევიხედე და როცა ყველა ჯოხი გამოჩნდა, საჭე ემსაათში გავასწორე და ნაზად შევედი... (ამ დროს ჩემთან ერთად მანქანაც კანკალებდა)
2) წავედი ზიგზაგისკენ, დავიკავე უკიდურესი მარჯვენა ზოლი და დღიდღინით, ანუ ნელა მივლასლასდი... იქვე დავასტოპე, სტოპი ეწერა და მაგიტომ და ეგრევე ავუღე... ზიგზაგშიც ისე კარგად გავედი რომ ჩემი მიღწევებით ლამის გავიჯგიმე...
3) მესამე იყო მოხვევა ვიწრო მოსახვევში... ეგ ელემენტი მიყვარს ძააან და კლასი ვანახე
4) რვიანი... ისე გავიარე რომ ბოლოს ამოვიოხრე და გავიფიქრე... აქამდე მოვედი და ცოდვა არ ვარ აღმართმა მომიღოსთქვა ბოლო?
5) იყო აღმართი... გაზით ავედი აღმართზე და დავასტოპე... ამოვწიე მუხრუჭი, ტორმუზს ფეხი ავუშვი, ციპლენიას ნელა ავუშვი და როცა დაიწყო გრუხუნი ემსაათში მივეცი გაზი, დავწიე ხელის მუხრუჭი და ისე კოხტად ავედი რომ გამიკვირდა..
6) შუქნიშანში მწვანე ენთო, მაგრამ მაინც ნელა გავიარე... უშლაგბაუმო გადასასვლელზე თავი გავაქიცინე და გავიარე,
7) ბოლო იყო პარკირება... აქაც კლასი ვანახე და გილოცავ, ჩააბარე გაიქეციო...
მეთქი სად გავიქცე, მოდეეეეეეეჰ უნდა ჩაგეხუტოთქვა
გამოვიქეცი და მამაჩემმა რომ გაიგო რომ ჩავაბარე გაგიჟდა.
1 კვირაში პრავას ავიღებ...
არ მჯერა...
უფ რამდენი დავწერე...
ანუ აქედან დასკვნა: მთავარია არ ინერვიულო... ვალერიანი დალიეთ და მოგეშვებათ გულზე... ან არაყი...
თუ იცი, ცოდნას არავინ არ დაგიკარგავს...
წარმატებები ყველას და ყველას ჩემი წყალი გადმოგესხათ პრავის აღებაში მხოლოდ